მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7113.2
0.0078
flag
AZN 1.5805
-0.0003
flag
CNY 38.723
0.0004
flag
EUR 3.1688
-0.0001
flag
GBP 3.6476
-0.0059
flag
KZT 54.25
-0.0013
flag
TRY 0.0616
-0.0001
flag
USD 2.687
-0.0006

ჩვენი ამბიციაა, ჯამურად 100 000 000 000 დოლარით კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების ძალისხმევის დაფინანსება - ADB-ს პრეზიდენტი

news image

მოხარული ვარ, რომ ვესწრები ამ პირველ მინისტერიალს 2019 წლიდან პანდემიით გამოწვეული ვირტუალური ურთიერთობის შემდეგ. მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას წლევანდელი კონფერენციის მასპინძლობისთვის, - ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ  ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის რიგით 22-ე მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„თქვენო აღმატებულებავ, საქართველოს პრემიერ-მინისტრო, ბატონო ირაკლი, მინისტრებო და დელეგატებო, განვითარებაზე ორიენტირებულო პარტნიორებო და სტუმრებო, მოგესალმებით ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონალური პროგრამის მინისტერიალის 22-ე კონფერენციაზე.

მოხარული ვარ, რომ ვესწრები ამ პირველ მინისტერიალს 2019 წლიდან პანდემიით გამოწვეული ვირტუალური ურთიერთობის შემდეგ. მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას წლევანდელი კონფერენციის მასპინძლობისთვის.

ჩვენი კონფერენციის თემა მეტად აქტუალურია, რადგან რეგიონი დგას განვითარების გადაუდებელი გამოწვევების წინაშე, რომელსაც ვერც ერთი ქვეყანა გადაჭრის მარტო. მზარდი გაურკვევლობის წინაშე ვიმყოფებით, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და მიწოდების ჯაჭვის ცვალებადი მდგრადობის გამო. შედეგად, ენერგეტიკისა და სურსათის უსაფრთხოება საფრთხეშია. ამასთანავე, იცვლება სატრანსპორტო და სავაჭრო გზები.
კლიმატური შოკებიც უფრო ხშირი და ინტენსიური გახდა. ჩვენ ეს ვნახეთ ამ რეგიონალური პროგრამით გაერთიანებულ ქვეყნებში წყალდიდობებით, განსაკუთრებული სიცხითა და გვალვით გამოწვეული ბოლოდროინდელი განადგურების მაგალითზე. ეს საფრთხის ქვეშ აყენებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, ეკონომიკურ აქტივობას და არსებობას. ნება მომეცით გაგაცნოთ, თუ როგორ უჭერს მხარს აზიის განვითარების ბანკი რეგიონის ქვეყნებს ამ გამოწვევების დაძლევაში.
როგორც აზიისა და წყნარი ოკეანის კლიმატის ბანკი, ჩვენი ამბიციაა ჯამურად 100 000 000 000 დოლარით კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების ძალისხმევის დაფინანსება 2019-2030 წლების პერიოდში. გასული წლის მდგომარეობით, 21 000 000 000 დოლარი გვაქვს უკვე გაწერილი, საიდანაც 6.5 000 000 000 იყო მიმართული ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონალური პროგრამის  ქვეყნებისთვის.

ასევე მხარი დავუჭირეთ კაპიტალურ რეფორმებს, რომელთა განსახორციელებლად აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებას მოჰყვება დამატებით 100 000 000 000 დოლარი მომდევნო ათწლეულის განმავლობაში. ეს არის ჩვენი შესაძლებლობების 40 პროცენტიანი ზრდა კრიზისების, მათ შორის კლიმატის ცვლილებების, დასაძლევად", - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა

06.02.2026.17:00

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1688 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6870 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6870 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6876 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი 3.1688 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1689 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0001 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა