მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7099
0.004
flag
AZN 1.5856
-0.0002
flag
CNY 38.678
-0.0016
flag
EUR 3.1316
-0.0061
flag
GBP 3.6152
-0.004
flag
KZT 52.6
-0.0013
flag
TRY 0.0623
-0.0001
flag
USD 2.6957
-0.0004

ჩვენ მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებას ვიღებთ ყველა რისკის გათვალისწინებით და არსებული ეკონომიკური პარამეტრების მხედველობაში მიღებით - ეკატერინე მიქაბაძე 17 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე

news image

მაღალი რისკიანობის, გაურკვევლობის პირობებში ჩვენ მოგვიწია ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება, - ასე აფასებს სებ-ის მიმდინარე მონეტარულ პოლიტიკას
საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, რომელიც დღეს  გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო. მისი განმარტებით, თუ კი სებ-ის არსებული პარამეტრები და მოლოდინები საშუალებას მისცემს, ის მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას დაიწყებს. 

„საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე წლიდან ოფიციალურად გადავიდა სცენარებზე დაფუძნებულ მიდგომაზე მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილების მიღების დროს, სადაც მთავარი ყურადღება სწორედ რისკების იდენტიფიცირებას და რისკების დაბალანსებას ეთმობა. სწორედ აქედან გამომდინარე მაღალი რისკიანობის, გაურკვევლობის პირობებში ჩვენ მოგვიწია ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება, რადგანაც მაღალი იყო, როგორც ეგზოგენური, ისე ზოგადად რისკები ინფლაციის მიმართულებით. მიმდინარე მდგომარეობით მოგეხსენებათ ინფლაცია 4,8%-ს შეადგენს. როგორც ჩვენი მოლოდინები იყო ინფლაციამ მცირედით შემცირება დაიწყო, სწორედ ეს გვქონდა ჩვენ პროგნოზად. შესაბამისად ჩვენ ველოდებით, რომ წელს საშუალო ინფლაცია 4%-მდე იქნება დაახლოებით, ხოლო მომავალ წელს 3,5%-მდე შემცირდება. ჩვენ გადაწყვეტილებად ვიღებთ ყველა რისკის გათვალისწინებით და იმ დროისათვის არსებული ეკონომიკური პარამეტრების მხედველობაში მიღებით, შესაბამისად, რისკების მატერიალიზაციის მიხედვით იქნება ჩვენი გადაწყვეტილების მიღება. რა თქმა უნდა ეს, მოლოდინების შესაბამისად მიუთითებს იმაზე რომ ჩვენ გვაქვს ამ ეტაპზე საშუალება, ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა შევინარჩუნოთ. თუ ჩვენ რა თქმა უნდა, იმ დროისათვის ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია მოგვცემს საშუალება, რომ  მონეტარული პოლიტიკის ზომიერი შერბილება გავაგრძელოთ გავაგრძელებთ, თუმცა თუ მატერიალიზრდა რისკები ჩვენ უფრო ხანგრძლივად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ხანგრძლივად შენარჩუნებისა კიდევ უფრო გამკაცრებისთვისაც მზად ვართ. 

დღეს არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორი, რაც ინფლაციური მოლოდინების სტაბილურობაზე მიუთითებს არის უფრო ხისტი ფასების ინფლაცია, საბაზო ინფლაცია 3,2%-ია, რომელიც ჩამორჩება მიზნობრივ მაჩვენებელს, დაბალი მიზნობრივ მაჩვენებელზე და მომსახურების, ისევე  სხვა, უფრო ხისტი ფასების ინფლაციის ინდიკატორები ერთმნიშვნელოვნად მოლოდინების სტაბილურობაზე მიუთითებს“, - აღნიშნა მიქაბაძემ. 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image რამდენია ქვეყნის საგარეო ვალი

16.01.2026.15:00

2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 9 291 928 ათას დოლარს შეადგენს, რაც ეროვნულ ვალუტაში დაახლოებით 25 042 675 ათასი ლარია. აღნმიშნულის შესახებ მაჩვენებლები ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული. 

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2025 წლის დეკემბერში 2024 წლის დეკემბერთან შედარებით სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა 8,1%-ითაა გაზრდილი.

წინა თვესთან, ანუ 2025 წლის ნოემბრის მონაცემებთან კი 1.9%-ით არის გაზრდილი.

სამინისტროს საიტზე განთავსებული მაჩვენებლებით, 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით სახელმწიფო საგარეო ვალი მოცულობა 8 589 061 ათასი დოლარი იყო, რაც ეროვნულ ვალუტაში  24 107 775 ათას ლარს შეადგენდა. 

2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით მთავრობის საგარეო ვალი 8 990 866 ათასი დოლარს შეადგენდა, რაც ეროვნულ ვალუტაში 24 231 282 ათასი ლარს უტოლდება.

დეკემბრის მონაცემებითვე, მრავალმხრივი კრედიტორების წინაშე დავალიანება 6 904 104 ათასი დოლარია, ანუ 18 607 251 ათასი ლარი.

საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), რეკონსტრუქციის და განვითარების განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა