ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა საინფორმაციო შეხვედრები გამართა
ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა, საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციასა და საქართველოს აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა პროფესიულ ფედერაციასთან ერთად, საქართველოს მასშტაბით ყოველწლიური საინფორმაციო შეხვედრების ციკლი გამართა.
შეხვედრები წინასწარი გამოკითხვის შედეგად გამოვლენილ მუნიციპალიტეტებში - ბათუმში, ოზურგეთში, ფოთში, ზუგდიდში, ქუთაისში, თელავსა და თბილისში გაიმართა. შეხვედრებს, ჯამში, 500-ზე მეტი საწარმოს წარმომადგენელი დაესწრო.
სამსახურის თანამშრომლებმა მოწვეულ სტუმრებსა და დაინტერესებულ მხარეებს, ანგარიშგების წარდგენის პროცესის გამარტივებისა და წარდგენილი ანგარიშგებების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მათთვის საინტერესო ინფორმაცია და წარდგენის დროს ხშირად დაშვებული შეცდომების ანალიზი გაუზიარეს.
შეხვედრები ინტერაქციული ხასიათის იყო და დამსწრე აუდიტორიამ მათთვის საინტერესო კითხვებზეც მიიღო პასუხები.
შეგახსენებთ, რომ საინფორმაციო შეხვედრის ადგილმდებარეობები დაინტერესებული მხარეების გამოკითხვის შედეგად განისაზღვრა. სწორედ ხსენებულმა კვლევამ აჩვენა შეხვედრის ჩატარების საჭიროება გურიაში, კერძოდ - ოზურგეთში.
შეგახსენებთ, 2024 წლის საანგარიშგებო პერიოდზე ანგარიშგების წარდგენისა და გასაჯაროების პროცესი დაიწყო და მიმდინარეობს უწყვეტად.
ანგარიშვალდებულმა სუბიექტებმა ანგარიშგება უნდა წარმოადგინონ მომზადებისთანავე ანგარიშგების პორტალზე: https://rms.reportal.ge/
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
21.07.2025.17:01
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1565 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7113 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7113 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7118 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1565 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1568 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0003 ლარი შეადგინა.