მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7034.6
-0.0064
flag
AZN 1.589
-0.0004
flag
CNY 37.587
-0.0077
flag
EUR 3.1184
-0.007
flag
GBP 3.5906
0.0001
flag
KZT 50.21
0.0017
flag
TRY 0.0664
0
flag
USD 2.7013
-0.0016

კაპიტალის ბაზრის ზომა ყოველწლიურად ორმაგდება - ეკატერინე მიქაბაძე

news image

ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, სწორედ ამ ნაბიჯების შედეგია ის, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პრაქტიკულად ყოველწლიურად ორმაგდება კაპიტალის ბაზრის ზომა, -  აცხადებს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე. მისი თქმით, ეროვნული ბანკის ჩართულობა ამ პროცესებში ძალიან მნიშვნელოვანია. 

„საზედამხედველო ჩარჩო სრულად შეესაბამება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. პრაქტიკულად  ყველა ევროკავშირის დირექტივა ამ მხრივ იმპლემენტირებულია, რაც რა თქმა უნდა კაპიტალის ბაზრის ნდობას ინვესტორების მხრიდან, ისევე როგორც ემიტენტების მხრიდან ზრდის. რაც შეეხება უკვე ძალაში შესულ კანონებს, მათი შესაბამისი ფინანსური ინსტრუმენტების გამოშვებაზეც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. რამდენიმე ბანკი აქტიურად განიხილავს კონკრეტულად ქავერ ბონდების გამოშვებას და იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ჩვენ ბაზარზე უკვე ამ ფაქტსაც აღვნიშნავთ“, - ამბობს სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი. 

მისივე თქმით, ქავერ ბონდების გამოშვება სავარაუდოდ წლის ბოლოს მოხდება. 

„ალბათ უფრო წლის ბოლოსთვის შესაძლებელი გახდება, ყველაზე უარეს ვარიანტში  შემდგომი წლის დასაწყისში ჩვენ ვიხილავთ  საქართველოს კაპიტალის ბაზარზე იპოთეკით დაცული ობლიგაციების განთავსებას“, - აღნიშნა  ეკატერინე მიქაბაძემ.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image წლის ბოლომდე რამდენიმე ასეული მილიონის ემისიას ველოდებით - გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი

05.08.2025.17:40

წლის ბოლომდე რამდენიმე ასეული მილიონის ემისიას ველოდებით, - აცხადებს გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი გიორგი კუპრაშვილი. მისი თქმით, შედეგად 2025 წელს ემისიების მოცულობა მლრდ ლარს მიუახლოვდება, რაც ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებელია.

„ზოგადად, ემისიები არის ძალიან ტრანზაქციული პროცესი, არ არის ესეთი ზუსტი და წინასწარ გაწერილი. ყოველთვის არის გზაზე გარკვეული შეფერხებები და ეს პროცესის ნაწილია ბუნებრივი და თვითონ ეს მახასიათებელია ამ ბაზრის. მაგრამ კარგი ფაქტორები, რაც გვაქვს და რისთვისაც ჩვენს რეგულატორს, ეროვნულ ბანკს ეკუთვნის მადლობა და ასევე „აწარმოე საქართველოშის“, რომ ის  ძირითადი გადაწყვეტილების მიღებიდან დაწყებული და პროცესით დამთავრებული  - ის ძირითადი შეფერხებები, რომლებიც  ჩნდება ხოლმე, ძალიან პროაქტიურად და ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ ამ პრობლემების გადაჭრის გზაზე და ეს იწვევს იმ ეფექტურობას, რომელიც ქართულ კაპიტალის ბაზრებს დღესდღეობით ახასიათებს, განსაკუთრებით სასესხო კაპიტალის ბაზარს ვგულისხმობ“, - ამბობს გიორგი კუპრაშვილი.

მისივე თქმით, გალტ & თაგარტი მუდმივად მუშაობთ ინოვაციების მიმართულებით და თავისი ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებით გალტ & თაგარტი ერთ-ერთი ლიდერია. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა