მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7047.1
-0.0003
flag
AZN 1.5913
-0.0003
flag
CNY 37.605
-0.0088
flag
EUR 3.0936
-0.0294
flag
GBP 3.5775
-0.0397
flag
KZT 50.09
0.0028
flag
TRY 0.0667
0
flag
USD 2.7061
-0.0006

ბოლო ორ თვეში ბენზინსა და დიზელზე ფასების კლებამ წლიური ინფლაციის შემცირებაში 0.5 პროცენტული პუნქტის წვლილი შეიტანა - TBC Capital

news image

თიბისი კაპიტალმა მორიგი მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ  ახლო აღმოსავლეთში შეიარაღებული კონფლიქტი მოკლევადიან პერიოდში რისკების ზრდის მიმართ მოწყვლადი, უპირველეს ყოვლისა, ტურიზმია. პუბლიკაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ბოლო ორ თვეში ბენზინსა და დიზელზე ფასების კლებამ წლიური ინფლაციის შემცირებაში 0.5 პროცენტული პუნქტის წვლილი შეიტანა.

„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში შეიარაღებული კონფლიქტი, სამწუხაროდ, კვლავ გამწვავდა. რეგიონში ესკალაციის საქართველოს ეკონომიკაზე პოტენციური გავლენის შესახებ ჩვენს პუბლიკაციებში ადრეც მრავალჯერ გვისაუბრია. რასაკვირველია, მოვლენათა შესაძლო განვითარების სხვადასხვა სცენარში სხვადასხვა ეფექტია მოსალოდნელი, თუმცა გამოვყოფთ გადაცემის ძირითად არხებს. თიბისი კაპიტალის მკითხველისთვის ეს არგუმენტები სიახლეს არ წარმოადგენს, გარდა ერთი გამონაკლისისა: აშშ დოლარის უსაფრთხო ვალუტის სტატუსის დასუსტება.

დავიწყოთ პირდაპირი გავლენის შეფასებით. მოკლევადიან პერიოდში რისკების ზრდის მიმართ მოწყვლადი, უპირველეს ყოვლისა, ტურიზმია. 2024 წელს ისრაელზე საქართველოს ეკონომიკაში უცხოური ვალუტის ჯამური შემოდინების 5%, ხოლო ტურიზმიდან შემოსავლების 10% მოდიოდა. დღეის მდგომარეობით, ისრაელის საჰაერო სივრცე სამოქალაქო ავიაციისთვის დახურული რჩება. ამავდროულად, მიუხედავად ოფიციალური შეზღუდვების არარსებობისა, კონფლიქტურ არეალთან სიახლოვის გამო მოსალოდნელია ფრენების შემცირება რეგიონის სხვა ქვეყნებიდანაც, მაგალითად საუდის არაბეთიდან, რომელიც ბოლო პერიოდში ტურიზმიდან შემოსავლებში მზარდი წილით ხასიათდება. მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია მიგრაციის ეფექტიც. მაგალითად, 2023 წლის ოქტომბერში განვითარებული მოვლენების ფონზე ისრაელიდან ტურისტული ხარჯების კლებას თან ახლდა ისრაელიდან არარეზიდენტების სამომხმარებლო ხარჯების ზრდა, რაც მიგრაციის გარკვეულ პოზიტიურ ეფექტთან იყო დაკავშირებული.

ამავდროულად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ნავთობპროდუქტების წმინდა იმპორტიორია და, შესაბამისად, ნავთობის ფასის ბოლოდროინდელი ზრდა - 7.5% ბოლო ხუთ დღეში - გამოწვევას წარმოადგენს, ასეთ დროს ქვეყანა ნავთობის მწარმოებლებისგან შედარებით მაღალ სავალუტო შემოდინებებსაც იღებს. ჩვენი შეფასებით, აღნიშნული ფაქტორები ერთმანეთს დიდწილად აბალანსებს. თუმცა, გამოვყოფთ, რომ ბოლო ორ თვეში ბენზინსა და დიზელზე ფასების კლებამ წლიური ინფლაციის შემცირებაში 0.5 პროცენტული პუნქტის წვლილი შეიტანა, რაც ნავთობპროდუქტების მსოფლიო ფასების კვლავ ზრდის შემთხვევაში მოცემულ დეზინფლაციურ ზეწოლას შეასუსტებს. ასევე, საყურადღებოა ტვირთების ტრანსპორტირებისა და დაზღვევის შესაძლო გაძვირებაც.

თიბისი კაპიტალის მკითხველისთვის ზემოაღნიშნული არგუმენტები კარგად ნაცნობია, თუმცა არის მნიშვნელოვანი სიახლეც: როგორც წესი, მომატებული რისკის პერიოდებში, აშშ დოლარი მყარდება, რადგან ინვესტორები აქტივების უსაფრთხო ვალუტაში გადატანას არჩევენ. თუმცა, ამჯერად აშშ დოლარი მხოლოდ კონფლიქტის გამწვავების პირველ საათებში გამყარდა მცირედით, შემდგომ კი კვლავ გაუფასურდა. წინა პუბლიკაციაში ფართოდ ვისაუბრეთ აშშ დოლარის უჩვეულო, განვითარებადი ეკონომიკების ვალუტებისთვის დამახასიათებელ ქცევაზე. რას ნიშნავს ეს ჩვენთვის? შესაბამისად, თუკი ლარი/ევრო/დოლარის ბიზნეს სტრატეგიის ფარგლებში დოლარის გაუფასურება ადრინდელთან შედარებით დოლარში უფრო ნაკლები სესხის აღებას ნიშნავს, უსაფრთხო აქტივის სტატუსის დასუსტება საპირისპირო არგუმენტია. ამის გათვალისწინება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიზნესებისთვის, რადგან, თუ უსაფრთხო სტატუსი „ცუდ დროს“ უფრო ძლიერ ვალუტას მოიაზრებს, გაყიდვებისა და მომგებიანობის ვარდნის პარალელურად ვალის ზრდა მოვლენათა სწორედ კიდევ უფრო არასასურველ განვითარებას წარმოადგენს.

უფრო კონკრეტულად, ჩვენი შეფასებით, ევრო/დოლარის წყვილის გრძელვადიანი წონასწორული ნიშნული 1.29-ზე რჩება, საქართველოსთვის შედარებითი რისკიანობის გათვალისწინებით კი უფრო დაბალი, 1.18-ია. პრაქტიკულად, ეს ნიშნავს, რომ, რადგან საქართველოსთვის ევრო დოლართან შედარებით ნაკლებად რისკიანია, სესხის აღებისას ევროს უფრო მაღალი წილია ოპტიმალური, ვიდრე ეს თანაბარი რისკის შემთხვევაში იქნებოდა. ამასთან, მხედველობაშია მისაღები რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარების სცენარიც, როდესაც ევროს გამყარებას, შესაძლოა, ლარის გამყარება არ მოჰყვეს, რაც, ამ კონკრეტულ სცენარში, სესხებში უკვე ნაკლები ევროს არგუმენტია, ისევე როგორც აშშ დოლარის უსაფრთხო აქტივის სტატუსის დასუსტება.

მთლიანობაში, რა არის ჩვენი განახლებული რეკომენდაცია? ერთი მხრივ, მიუხედავად უსაფრთხო აქტივის სტატუსის გარკვეული ცვლილებისა, ევროს ბოლოდროინდელი გამყარება კვლავ ევროში უფრო ნაკლებად, მაგრამ შედარებით ევროში უფრო მეტი სესხების არგუმენტია. მეორე მხრივ, სავალუტო რისკის აღებისას ვალის სტრუქტურაში, ევროსთან შედარებით, აშშ დოლარის წილი კვლავ მეტი უნდა იყოს. შესაძლოა, ეს ყოველივე, ერთი შეხედვით, რთულად ჟღერს, თუმცა აშკარაა, რომ ამ სტრატეგიის გამოყენება ძალზე დიდი ფინანსური სარგებლის მომტანია“, - აღნიშნულია თიბისი კაპიტალის პუბლიკაციაში. 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა

31.07.2025.17:00

1 ევროს ოფიციალური ღირებულება ლარი 3.0936 გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის
2.7061 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7061 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7067 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0936  ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1230 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0294 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა