მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7222.3
0.0218
flag
AZN 1.6038
0.0044
flag
CNY 39.533
-0.0023
flag
EUR 3.1283
-0.0093
flag
GBP 3.6196
-0.0115
flag
KZT 56.68
0.0035
flag
TRY 0.0615
0
flag
USD 2.7264
0.0075

ბოლო 5 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი მუდმივად კლებადია - ფინანსთა სამინისტრო

news image

ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვასთან დაკავშირებით გავრცელებულ მორიგ სიცრუეს, სრულიად აქარწყლებს ის ოფიციალური მონაცემები, რომელიც გამოქვეყნებულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდებზე. კერძოდ:

•⁠ ⁠ბოლო 5 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი მუდმივად კლებადია;
•⁠ ⁠2025 წელი ამ მხრივ გამორჩეული იყო, ვინაიდან პირველად დეფიციტის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამოსცდა მშპ-ის 2%-ს და 1,4% შეადგინა, რაც ბიუჯეტის დეფიციტის ისტორიული მინიმუმია;
•⁠ ⁠ნომინალურ მაჩვენებლებსაც თუ შევხედავთ, გეგმასთან მიმართებით დეფიციტი მცირდებოდა, საშუალოდ, 150-200 მლნ ლარის ფარგლებში, თუმცა გასულ წელს დეფიციტის შემცირების მაჩვენებელმა 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა;
•⁠ ⁠ასევე სიცრუეა, თითქოს, შემოსავლებს და ხარჯებს შორის სხვაობა გასულ პერიოდში დაგროვილი ნაშთით დაფინანსდა. თუ შევხედავთ მთავრობის ჯამურ დეპოზიტებს, მისი მოცულობა 2025 წელს, ჯამურად, 900 მილიონ ლარზე მეტით გაიზარდა და 6 მილიარდ 100 მილიონ ლარს გადააჭარბა.
•⁠ ⁠უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტის დეპოზიტების ზრდამ 80 მილიონ ლარს გადააჭარბა;
•⁠ ⁠ასევე, აღსანიშნავია, რომ 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი შემოსავალი გადაჭარბებით შესრულდა და ჯამში, გადაჭარბებამ 200 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

ამ მონაცემებიდან გამომდინარე, ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვასთან დაკავშირებით დღეს გავრცელებული მორიგი დეზინფორმაცია და მისი დაკავშირება სასურსათო პროდუქციის ფასებთან, არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი უშედეგო მცდელობა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 17.1 % -ით არის გაზრდილი - სტატისტიკა

16.03.2026.16:13

2026 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 295.32 მლნ აშშ დოლარი ( 792.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 17.1 % -ით (43.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2025 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.3% იმ 26 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა თებერვალში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 26 ქვეყანაზე გასული წლის თებერვალში მთელი ფულადი გზავნილების 96.1% მოდიოდა.

 

ჩარიცხული მოცულობა (მლნ. აშშ დოლარი)

წილი მთლიან ჩარიცხულ მოცულობაში

ჩარიცხული მოცულობის წლიური ზრდის ტემპი

სულ

295.32

100.00%

17.06%

ევროკავშირის ქვეყნები

132.51

44.87%

19.75%

დანარჩენი ქვეყნები

162.81

55.13%

14.96%

აშშ

54.34

18.40%

14.79%

იტალია

52.85

17.89%

19.07%

რუსეთის ფედერაცია

36.02

12.20%

18.78%

ისრაელი

25.36

8.59%

16.71%

გერმანია

24.39

8.26%

21.54%

საბერძნეთი

23.73

8.03%

21.77%

თურქეთი

10.85

3.67%

32.05%

ესპანეთი

7.77

2.63%

37.65%

საფრანგეთი

5.89

2.00%

24.86%

ყაზახეთი

5.86

1.98%

-5.41%

ირლანდია

5.08

1.72%

-3.77%

გაერთიანებული სამეფო

4.85

1.64%

33.34%

ყირგიზეთი

4.85

1.64%

-22.14%

აზერბაიჯანი

3.16

1.07%

-2.28%

პოლონეთი

2.68

0.91%

10.95%

არაბთა გაერთიანებული საამიროები

1.91

0.65%

5.52%

კანადა

1.90

0.64%

-0.14%

საუდის არაბეთი

1.80

0.61%

26.86%

კვიპროსი

1.75

0.59%

10.03%

ნიდერლანდები

1.70

0.58%

34.80%

იორდანია

1.57

0.53%

-21.19%

ბელგია

1.53

0.52%

41.07%

სომხეთი

1.35

0.46%

48.65%

ლიბანი

1.15

0.39%

67.77%

ავსტრია

1.02

0.35%

17.80%

ჩინეთი

1.01

0.34%

1234.42%

2026 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 33.0 მლნ აშშ დოლარი (88.4 მლნ ლარი) გადაიგზავნა. რაც 2025 წლის თებერვლის (28.7 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 14.8% მეტია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა