ბიზნეს სექტორში მაისში აპრილთან შედარებით ერთწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია - სებ
სებ-ი მორიგ ანგარიშს „ინფლაციური მოლოდინები და ეკონომიკური აქტივობა“ აქვეყნებს, რომელიც ბიზნესის გამოკითხვის შედეგად არის შედგენილი.
„მოცემულ ანგარიშში წარმოდგენილია ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის შესახებ ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთაგამოკითხვის მაისის თვის შედეგები:
ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, მაისში აპრილთან შედარებით ერთწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია. ერთი მხრივ, იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც
მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 4%-6%-სა და 8%-ზე მეტად ინტერვალში ფიქრობენ, შემცირდა. მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად მომატებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც
სამომხმარებლო ფასების ცვლილებას შედარებით დაბალი ზრდის ინტერვალში, 2%-4%, ელოდებიან.
ამავე გამოკითხვის მიხედვით, მაისში აპრილთან შედარებით სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია. ერთი მხრივ, აპრილთან შედარებით, მნიშვნელოვნად დაკლებულია იმ მონაწილეთა
რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე ფასების ცვლილებას >8%-ის ფარგლებში ფიქრობენ. მეორე მხრივ, მოიმატა იმ მონაწილეთა რაოდენობამ, რომლებიც ფასების ცვლილებას 4%-6%-ის
ფარგლებში ელოდებიან.
გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1 წლიან პერიოდში შემცირებულია. კერძოდ, მაისში აპრილთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებულია იმ
რესპონდენტთა წილი, რომლებიც ფასების ცვლილებას 8%-ზე მეტად ვარაუდობენ. თუმცა, ამავე დროს, საკმაოდ მომატებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც საკუთარ პროდუქტზე ფასების
მატებას 6%-8%-ის ფარგლებში ელოდებიან.
ამავე გამოკითხვის მიხედვით, მაისში აპრილთან შედარებით მოლოდინები ხელფასების ზრდაზე გაზრდილია კერძოდ, გაზრდილია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 20%-
30%-ის ფარგლებში და 30%-ზე მეტად ელოდებიან. ამავე დროს, შემცირებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 10%-20%-ისა და 0%-10% მიდამოში მოიაზრებენ.
გამოკითხულთა აზრით, მაისში კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო რესურსების გამოყენების ეფექტიანობა (კომპანიის რესურსების რეალური გამოყენება, მაქსიმალურ გამოყენებასთან შედარებით) აპრილთან შედარებით შემცირებულია“, - აღნიშნულია ანგარიშში.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
31.07.2025.17:00
1 ევროს ოფიციალური ღირებულება ლარი 3.0936 გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის
2.7061 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7061 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7067 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0936 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1230 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0294 ლარი შეადგინა.