„ბიზნეს დიალოგი“ ბიზნესისთვის კარგი შესაძლებლობაა - ხათუნა ჭელიძე ლიბერთის ინიციატივაზე
ლიბერთის ინიციატივა - „ბიზნეს დიალოგი“ უკვე მეხუთე წელია რაც ხორციელდება და წარმოადგენს ადგილობრივ ბიზნესებთან შეხვედრების სერიას საქართველოს ყველა კუთხეში.
შეხვედრების მიზანი, ლიბერთის არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან უშუალო. დიალოგის ფორმატი კარგი პლატფორმაა იმ მიზნით, რომ რეგიონში დასაქმებულმა მეწარმეებმა ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება და ბანკის წარმომადგენლებთან აგრო და ბიზნეს კომპანიების ფინანსური საჭიროებების შესახებ იმსჯელონ.
ლიბერთის ინიციატივაზე დეტალურად ბანკის მიკრო და მცირე დაკრედიტების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ხათუნა ჭელიძე საუბრობს:
- რას წარმოადგენს ბიზნეს დიალოგი და რა არის მისი მთავარი მიზანი?
- ლიბერთისთვის ბიზნეს დიალოგი არის პლთფორმა, სადაც ვხვდებით და ვესაუბრებით ჩვენს არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებს, ეს არ არის მხოლოდ საუბარი დაფინანსებაზე — ეს არის რეალური პარტნიორობა და მზაობა, რომ ლიბერთი იქნება თანამგზავრი და მხარდამჭერი, მათი ბიზნესის განვითარების გზაზე
- ამ ინიციატივის ფარგლებში, რომელ რეგიონებს ხვდებით და როგორია მათი ჩართულობა?
- დიალოგის ფარგლებში, ვხვდებით მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საქართველოს ყველა რეგიონში. შეხვედრები ძალიან ინტერაქტიულია და მაღალია მეწარმეების ჩართულობა
- რა ძირითადი საჭიროებები გამოიკვეთა შეხვედებისას? რას ელიან მეწარმეები?
- პირველი ეს არის, მხარდაჭერა ფინანსურ გადაწყვეტილებებში. მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანია, ადამიანური მიდგომა – მეწარმეს სურს, რომ ბანკი უბრალოდ ფორმალური არ იყოს, არამედ გვერდით მდგომი პარტნიორი.
და ასევე, ამ შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის ინფორმირებულობა სახელმწიფო პროგრამებზე და პროექტებზე
- პარტნიორები, როგორებიც არიან „აწარმოე საქართველოში“ და სოფლის განვითარების სააგენტო - როგორ ერთვებიან პროცესში და რა ტიპის მხარდაჭერას სთავაზობენ მეწარმეებს?
- ეს ნიშნავს, რომ შეხვედრის დროს მეწარმემ შეიძლება ერთ სივრცეში მიიღოს:
- როგორ აფასებთ რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პერსპექტივებს და რაში ხედავთ ყველაზე დიდ პოტენციალს?
- მცირე და საშუალო ბიზნესს, რეგიონებში დიდი პოტენციალი აქვს და სამომავლო განვითარებისთვის, ძალიან სჭირდებათ ფინანსური სექტორის მხარდაჭერა. ეს თავის თავში მოიცავს, როგორც ფინანსურ რესურსებთან წვდომას, ისე კონსულტაციებს და რჩევებს, რა შეიძლება მოითხოვონ და მიიღონ ჩვენგან. განსაკუთრებით დიდი პოტენციალი არის ფერმერული და აგრო მეურნეობების და საოჯახო ტურიზმის მიმართულებით
- გრძელვადიანად, რას გეგმავთ „ბიზნეს დიალოგის“ ფარგლებში - იგეგმება თუ არა პროგრამის გაფართოება, ან ახალი ფორმატის დამატება?
- ზუსტად ახლა ვმუშაობთ ბიზნეს დიალოგის გაფართოებაზე. პირველ რიგში, გავდივართ სექტორულ დიალოგებს (მაგ. აგრო, ტექნოლოგიები, მეწარმეობა), ციფრული პლატფორმის შექმნას, და იმედი გვაქვს, რომ მალე დიალოგს ექნება საგანმანათლებლო კომპონენტიც — რჩევების, გიდებისა და სემინარების სახით.“
- რა მოლოდინი გაქვთ ამ შეხვედრების შედეგად? კონკრეტული წარმატების ისტორიები გაქვთ ალბათ უკვე.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
25.07.2025.17:49
საქართველოს ბანკი ციფრული არხების განვითარებას და სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას აგრძელებს. ამ მიზნით მობილბანკს კიდევ ერთი მოსახერხებელი პროდუქტი დაემატა. ამჯერად, ეს მობილბანკში City Mall-ის ციფრული სასაჩუქრე ბარათების შეძენაა.
ციფრული სასაჩუქრე ბარათის გაგზავნა სასურველ ადრესატთან მობილბანკით, მომენტალურად, მხოლოდ მობილურის ნომრის მითითებითაა შესაძლებელი. გარდა ამისა, შესაძლებელია სასაჩუქრე ბარათის პერსონალიზება და დიზაინის შერჩევა, მისალოც წერილთან ერთად.
City Mall-ის ციფრული ვაუჩერის, ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ადრესატს შესაძლებლობა აქვს, არა კონკრეტულ მაღაზიაში, არამედ, მთლიანად სავაჭრო ცენტრში იშოპინგოს და მრავალფეროვან არჩევანზე ჰქონდეს წვდომა. ვაუჩერის მფლობელს მისი გამოყენება როგორც City Mall საბურთალოს, ისე გლდანის ფილიალში შეუძლია.
„მოხარული ვართ, რომ მობილბანკში ციფრული სასაჩუქრე ბარათების მოდული კიდევ უფრო იზრდება. მომხმარებლებისთვის კომფორტული, სწრაფი და მრავალფეროვანი მომსახურების შეთავაზება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. City Mall-ის ციფრული სასაჩუქრე ბარათის დამატებით, ჩვენ მომხმარებლებს შესაძლებლობას ვაძლევთ, საყვარელი ადამიანებს მრავალფეროვანი არჩევანი შესთავაზონ და ამით გაახარონ“, – აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.
ცნობისთვის, შეძენილი სასაჩუქრე ბარათის დამატება ციფრულ საფულეში, ე.წ. Wallet-შია შესაძლებელი. მისი გაგზავნა კი შესაძლებელია ნებისმიერ ადამიანთან, იმისდა მიუხედავად, სარგებლობს თუ არა ადრესატი საქართველოს ბანკის მობილბანკით. სითი მოლის პარტნიორ მაღაზიებში სასურველი ნივთის საფასურის სასაჩუქრე ბარათით გადახდა კი Wallet-იდანვე იქნება შესაძლებელი.
გადმოწერე მობილბანკი და გააგზავნე ციფრული სასაჩუქრე ბარათები მარტივად.