მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7067.8
0.0045
flag
AZN 1.5872
-0.0003
flag
CNY 38.245
0.0004
flag
EUR 3.164
0.0058
flag
GBP 3.6084
-0.0011
flag
KZT 51.77
-0.0007
flag
TRY 0.0632
-0.0001
flag
USD 2.6985
-0.0006

„ბიზნეს დიალოგი 2025“ - ლიბერთის შეხვედრები ბიზნესთან გრძელდება

news image

ლიბერთი „ბიზნეს დიალოგის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ბანკის პარტნიორები, „აწარმოე საქართველოში“ და „სოფლის განვითარების სააგენტოს“ წარმომადგენლები.

ლიბერთის ინიციატივა - „ბიზნეს დიალოგი“ უკვე მეხუთე წელია რაც ხორციელდება და წარმოადგენს ადგილობრივ ბიზნესებთან შეხვედრების სერიას საქართველოს ყველა კუთხეში. ასეთი შეხვედრების მიზანია, უშუალო კავშირი ლიბერთის არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან. დიალოგის ფორმატი კარგი პლატფორმაა იმ მიზნით, რომ რეგიონში დასაქმებულმა მეწარმეებმა ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება და აგრო და ბიზნეს კომპანიების ფინანსური საჭიროებების შესახებ იმსჯელონ ბანკის წარმომადგენლებთან.

სამეგრელოს რეგიონში გამართული ბიზნეს დიალოგის მონაწილეები გაეცნენ ლიბერთი ბანკის შესაძლებლობებს და ასევე მომავალში დაგეგმილ მასშტაბურ პროექტებს, რომლებიც პარტნიორებთან ერთად განხორციელდება.

„ლიბერთი აგრძელებს შეხვედრებს ადგილობრივ ბიზნესებთან მთელი საქართველოს მასშტაბით. 'ბიზნეს დიალოგის' ფორმატი წარმოადგენს ძლიერ პლატფორმას, რომელიც ლიბერთის საშუალებას აძლევს, კიდევ უფრო მჭიდროდ დაუკავშირდეს რეგიონში მოქმედ მეწარმეებს, ღრმად გაეცნოს მათ საჭიროებებს და რეალური მხარდაჭერა გაუწიოს მათ განვითარებაში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პარტნიორებთან გამოცდილების გაზიარება, საერთო გამოწვევების მიხედვით ინოვაციური პროგრამების განვითარება. მსგავსი ტიპის რეგიონალური შეხვედრები ხელს უწყობს იდეების გაცვლას, ახალი საბანკო პროდუქტების შექმნას და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას.

ლიბერთისთვის მცირე და საშუალო მეწარმეების გაძლიერება წარმოადგენს ბანკის განვითარების სტრატეგიულ მიმართულებას. ვიმედოვნებ, რომ ეს დიალოგი გადაიზრდება გრძელვადიან, შედეგზე ორიენტირებულ პარტნიორობაში, რაც პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაზე,“ - ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.

,,სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მჭიდროდ თანამშრომლობს ლიბერთი ბანკთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობა, სადაც დიალოგის ფორმატში შეგვიძლია მივაწოდოთ მცირე და საშუალო ბიზნესს ამომწურავი ინფორმაცია სახელმწიფო მხარდაჭერის მექანიზმებზე. ამიტომ, სიამოვნებით ვიღებთ მონაწილეობას მსგავსს ღონისძიებებში, რაც გვაძლევს ინფორმაციის გავრცელებისა და მეწარმეების რეალური საჭიროებების იდენტიფიცირების შესაძლებლობას.
აღსანიშნავია, რომ ლიბერთი ბანკი არამხოლოდ ჩვენი უკვე არსებული პროგრამების – სესხის პროცენტის თანადაფინანსებისა და საკრედიტო-საგარანტიო სქემის ერთ-ერთი განმახორციელებელია, არამედ იგი ასევე არის ერთ-ერთი პირველი პარტნიორი ჩვენი ახალი ინიციატივის -მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის მიმართულებითაც” - ლაშა ბოსტაშვილი, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“,მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის უფროსი.

,,ლიბერთი ბანკი, სოფლის განვითარების სააგენტოს მნიშვნელოვანი პარტნიორია, განსაკუთრებით სისტემური პროგრამებისა და პირდაპირი გადახდების პროექტების განხორციელების პროცესში. საქართველოს რეგიონებში ლიბერთი ბანკის მიერ ორგანიზებული შეხვედრები, კარგი პლატფორმაა დიალოგისთვის აგრობიზნესში სახელმწიფო ხელშეწყობაზე, იქნება ეს ფინანსური თუ სხვადასხვა სახის მხარდაჭერა, რომელიც ფერმერებსა და აგრობიზნესში ჩართულ პირებს დაეხმარება საკუთარი საქმიანობის განვითარებაში - თორნიკე კაპანაძე, სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის უფროსი

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 60 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება.

ბანკის აქტივები 5.4 მლრდ ლარს შეადგენს, ხოლო დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა 5500-ს აღემატება. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით, 663 ბანკომატით, თვითმომსახურებისა და 9956 POS ტერმინალით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში.

განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

ლიბერთის მისიაა გააუმჯობესოს თითოეული ადამიანის, მათი ოჯახის ცხოვრება და ბიზნესი საქართველოში.

 

 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ლარის კურსი დოლართან გამყარდა

12.12.2025.17:02

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.6985 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 3.1640 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება  2.6985 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6991 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1640 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი  3.1582 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0058 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა