მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7098
-0.0193
flag
AZN 1.6087
-0.0011
flag
CNY 38.021
-0.0091
flag
EUR 3.1042
-0.0019
flag
GBP 3.7036
0.0081
flag
KZT 53.44
-0.0008
flag
TRY 0.0701
0
flag
USD 2.7357
-0.0019

„ბიზნეს დიალოგი 2025“- ლიბერთის შეხვედრები ბიზნესთან გრძელდება

news image

ლიბერთი „ბიზნეს დიალოგის” ფარგლებში კახეთის რეგიონის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.  

შეხვედრას ესწრებოდნენ ბანკის პარტნიორები, „აწარმოე საქართველოში" და სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები.

ლიბერთის ინიციატივა- „ბიზნეს დიალოგი“ უკვე მეხუთე წელია რაც ხორციელდება და  წარმოადგენს  ადგილობრივ ბიზნესებთან შეხვედრების სერიას საქართველოს ყველა კუთხეში. 

ასეთი შეხვედრების მიზანია,  უშუალო კავშირი ლიბერთის  არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან. დიალოგის ფორმატი 

კარგი პლატფორმაა იმისათვის, რომ რეგიონში დასაქმებულმა მეწარმეებმა ერთმანეთი გაიცნონ, გამოცდილება გაუზიარონ და აგრო და ბიზნეს კომპანიების ფინანსური საჭიროებების შესახებ ისაუბრონ.

კახეთის რეგიონში შეხვედრისას  ლიბერთიმ  შესაძლებლობებთან ერთად  პარტნიორებს და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს მომავალში დაგეგმილი  სამომავლო პროექტებიც გააცნო. 

„სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ წლებია მჭიდროდ თანამშრომლობს ლიბერთი ბანკთან, როგორც სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერის, ასევე  რეგიონულ შეხვედრებში მონაწილეობის კუთხით. მნიშვნელოვანია, რომ ლიბერთი, არამხოლოდ არსებული პროგრამების – სესხის პროცენტის თანადაფინანსებისა და საკრედიტო-საგარანტიო სქემის ერთ-ერთი განმახორციელებელი ბანკია, არამედ ერთ-ერთი პირველი პარტნიორია ჩვენი ახალი ინიციატივის -მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის მიმართულებითაც. 
სააგენტოსთვის,  ძალიან ღირებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით ისეთ საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობა, სადაც მეწარმეებს,  მცირე და საშუალო ბიზნესისისთვის სახელმწიფო  მხარდაჭერის შესაძლებლობებზე ამომწურავი ინფორმაციას დიალოგის ფორმატით ვაწვდით. მსგავსი პლატფორმები იძლევა როგორც ინფორმაციის გავრცელების, ასევე მეწარმეების რეალური საჭიროებების იდენტიფიცირების შესაძლებლობას” - ლაშა ბოსტაშვილი, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“,მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის უფროსი.

„კახეთის რეგიონში, ლიბერთი ბანკის მიერ ორგანიზებული შეხვედრა,  საუკეთესო შესაძლებლობაა, დაინტერესებულ პირებს უშუალოდ გავაცნოთ სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდამჭერი პროგრამები. აღნიშნული თანადაფინანსების პროგრამები  სოფლის მეურნეობის ყველა კომპონენტს მოიცავს და მიზნად ისახავს როგორც არსებული საწარმოებისა და მეურნეობების გაძლიერებას, ასევე ახალი ბიზნესების შექმნის ხელშეწყობას. 

ჩვენი სააგენტო  სხვადასხვა თანადაფინანსების პროგრამებს ახორციელებს კომერციულ ბანკებთან თანამშრომლობით, მათ შორის აღსანიშნავია, ლიბერთი ბანკთან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა, რომელიც მომავალში კიდევ უფრო მასშტაბური გახდება” - ანდრია ქიტესაშვილი - სოფლის განვითარების სააგენტოს, კახეთის რეგიონული სამსახურის წარმომადგენელი.

„ლიბერთი აგრძელებს მთელი საქართველოს მასშტაბით შეხვედრებს ადგილობრივ ბიზნესთან. ,,ბიზნეს დიალოგის“ ფორმატი, კარგი საშუალებაა, რაც შეიძლება ახლოს მივიდეთ მეწარმეებთან, ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება და შევისწავლოთ აგრო და ბიზნეს კომპანიების საჭიროებები და სურვილები. ასევე გავაცნოთ ლიბერთის შესაძლებლობები და ჩვენს  პარტნიორებთან ერთად დაგეგმილი  სამომავლო პროექტები.  ვიმედოვნებთ,  მსგავსი ტიპის შეხვედრები როგორც ბანკისთვის, ასევე ბიზნესისთვის ნაყოფიერი იქნება და იდეების ურთიერთგაზიარება, შესაბამისად ახალი საბანკო შეთავაზებების შექმნას და  მცირე და საშუალო ბიზნესთან მჭიდრო თანამშრომლობას შეუწყობს ხელს“ - ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.   

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 4 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 5000 -ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 500- მდე მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება

 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ლარის კურსი ევროსთან და დოლართან გამყარდა

27.05.2025.17:00

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1042 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7357 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7357 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7376 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0019 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1042 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 3.1061 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0019 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა