ბიუჯეტის ზრდის შემდეგ რა დაფინანსებას მიიღებენ მუნიციპალიტეტები
2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების მიხედვით, მშპ-ს ზრდის პროგნოზი 5%-დან 6,5%-მდე იზრდება. 256,7 მლნ ლარით იზრდება ასევე 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი და 22 170,9 მლნ ლარს შეადგენს.
იმავდროულად, პროექტის თანახმად, დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 6 804,0 მლნ ლარით (იზრდება 133,7 მლნ ლარით). ზრდა ძირითადად გამოწვეულია დაგეგმილზე მაღალი ეკონომიკურ აქტივობით.
შესაბამისად გაზრდილი საგადასახადო შემოსავლების პროგნოზებიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტები, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დღგ-ის გაზრდის შედეგად მიიღებენ 1 596,0 მლნ ლარს, რაც 31,4 მლნ ლარით აღემატება დამტკიცებულ გეგმას.
დღგ-ის 19%-ის პროცენტული განაწილებთ ყველაზე მეტ თანხას თბილისის მუნიციპალიტეტი მიიღებს. თუ არსებული ბიუჯეტით თბილისის მუნიციპალიტეტს 622 224,4 ათასი ლარი უნდა მიეღო, ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების დამტკიცების შემდეგ 634 569,6 ათას ლარს მიიღებს. რაც მუნიციპალიტეტებისთვის გათვალისწინებული დღგ-ს 19%-ის 39,76%-ა.
დაფინანსების მიღების სიდიდით მეორე ადგილზეა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი, რომელიც 56 206,8 ათასი ლარის ნაცვლად 57 296,4 ათას ლარს მიიღებს, რაც დღგ-ს 19%-ის 3,59%-ია.
მესამე ადგილზე ქობულეთის მუნიციპალიტეტია, რომელიც 22 892,6 ათასი ლარის ნაცვლად, 23 301,6 ათას ლარს მიიღებს.
რკო
ახალი კოლექცია
სხვა სიახლეები
04.07.2025.13:30
საქართველოს ბანკი როგორც განათლების მხარდამჭერი ფინანსური ორგანიზაცია, რეგიონებში საინტერსო შეხვედრების ორგანიზებას აგრძელებს.
ამჯერად 11 ივლისს, გორში, სასტუმრო Gori Inn- ში, 19 საათზე, მწერალი დავით ტურაშვილი წიგნების მოყვარულთათვის შეხვედრას გამართავს და მისულ სტუმრებს განათლებაზე, ლიტერატურასა და წიგნიერების მნიშვნელობაზე ესაუბრება.
შეხვედრაზე დასწრების მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ შემდეგ ბმულზე: https://go.bog.ge/3Ib59nS
შეხვედრის ბოლოს ვიქტორინა მოეწყობა და გამარჯვებულებს საჩუქრად დათო ტურაშვილის ხელმოწერილი წიგნები გადაეცემათ
განათლების გზაზე არ გაჩერდე!