მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7192.5
-0.0086
flag
AZN 1.598
-0.0034
flag
CNY 39.42
0.003
flag
EUR 3.1483
0.0209
flag
GBP 3.6408
0.0313
flag
KZT 56.35
-0.0011
flag
TRY 0.0613
-0.0001
flag
USD 2.7166
-0.0057

ბიუჯეტის პროექტში დეპუტატების შენიშვნები თითქმის სრულად აისახა

news image

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საპარლამენტო განხილვებისას დეპუტატების მიერ გამოთქმული რეკომენდაციები და წინადადებები პროექტის საბოლოო ვერსიაში მთავრობამ თითქმის სრულად გაითვალისწინა. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ განუცხადა.

პაატა კვიჟინაძე ამბობს, რომ 2024  წლის   ბიუჯეტის პროექტით 2023 წლის ბიუჯეტთან შედარებით  გაუმჯობესებულია ფისკალური პარამეტრები, კერძოდ, გაზრდილია ბიუჯეტის შემოსულობები (მათ შორის გადასახადებიდან მისაღები შემოსავლები)  და გადასახდელები, მცირდება ბიუჯეტის  დეფიციტისა და მთავრობის ვალის თანაფარდობის პროცენტული მაჩვენებლები მთლიან შიდა პროდუქტთან  მიმართებაში.

„2024 წლისთვის საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობები მიაღწევს 28.4 მლრდ ლარს, ხოლო ხარჯვითი ნაწილი ანუ გადასახდელები გადააჭარბებს 28.7 მლრდ ლარს. ამასთან, მნიშვნელოვნად იზრდება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებიც და გადასახდელებიც. კერძოდ, 2024 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით შემოსულობები განსაზღვრულია 24 569.5 მლნ ლარის ოდენობით, რაც წინა  წლის ბიუჯეტის შემოსულობებთან შედარებით იზრდება 2 398.6 მლნ ლარით.  ამასთან, გადასახადებიდან მისაღები შემოსავლები გათვალისწინებულია 19 115.0 მლნ ლარის ოდენობით, რაც წინა  წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან  შედარებით იზრდება 2 404.7 მლნ ლარით. 2024 წლის  სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით გადასახდელები იგეგმება 25 030.4 მლნ ლარის ოდენობით, რაც 2023 წლის ბიუჯეტთან შედარებით იზრდება  2 719.1 მლნ ლარით. 2024 წლისთვის ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი (მოდიფიცირებული) მშპ-ს მიმართ განსაზღვრულია 2.5%-ით. „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული სახელმწიფოს 2024 წლის ერთიანი ბიუჯეტის უარყოფითი მთლიანი სალდო  2 177 მლნ ლარია, რაც  მშპ-ს, ასევე, 2.5%-ს  შეადგენს, აღნიშნული მაჩვენებელი  2025-2027 წლების განმავლობაში ხასიათდება შემცირებით და 2027 წლისთვის განისაზღვრება 2.2%-ით  (კანონით დადგენილი ზღვარი მშპ-ს 3%-ია). 2024 წლისთვის მთავრობის ვალის პროცენტული ფარდობა მშპ-ს მიმართ  მცირდება როგორც 2023 წლის მოსალოდნელ - 38.2%-თან, ისე წინა ვერსიით  წარმოდგენილ მაჩვენებელთან - 38.2%-თან შედარებით  და  განსაზღვრულია 38.0%-ის დონეზე. გაგრძელდება აღნიშნული მაჩვენებლის კლება  საშუალოვადიან პერიოდშიც და  2027 წლისათვის შეადგენს  37.1%-ს. ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების ასეთი ზრდის პირობებში 2023  წელთან შედარებით 2024 წელს კიდევ უფრო იზრდება საბიუჯეტო პრიორიტეტებით განსაზღვრული მიმართულებების დაფინანსების ოდენობები“, - ამბობს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ADB ადგენს ფინანსური მხარდაჭერის პაკეტს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ზემოქმედების შესარბილებლად

24.03.2026.18:54

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დღეს განაცხადა ფინანსური მხარდაჭერის პაკეტის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს განვითარებადი წევრი ქვეყნების დახმარებას ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური და ფინანსური ზემოქმედების შესარბილებლად.

„ADB სწრაფ, მოქნილ და მასშტაბირებად დახმარებას გაუწევს ქვეყნებს, რათა მათ შეძლონ არსებული გამოწვევების მართვა და გრძელვადიანი მდგრადობის გაძლიერება — მათ შორის, სწრაფი ბიუჯეტური მხარდაჭერითა და ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვების დაფინანსებით, რომელიც პირველადი მოხმარების საქონელზე, მათ შორის ნავთობზე, ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს," — განაცხადა ADB-ის პრეზიდენტმა მასატო კანდამ. „ამით ვაგრძელებთ იმ ხანგრძლივ პრაქტიკას, რომლითაც გლობალური გაურკვევლობის პერიოდებში მხარს ვუჭერდით აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონს."

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა