ბაზისბანკში იპოთეკურ სესხზე სპეციალური შეთავაზება დაიწყო
ბაზისბანკი, 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მომხმარებლებს გაუმჯობესებული და ყველაზე მიმზიდველი პირობებით, სპეციალურ შეთავაზებებს უმზადებს.
1 ნოემბრიდან, ბაზისბანკის იპოთეკურ სესხზე სპეციალური შეთავაზება დაიწყო. ახალი ბინის შეძენის, აშენების, გარემონტების ან სხვა ბანკებში არსებული იპოთეკური სესხის გადასაფარად, სესხით სარგებლობა ბაზისბანკის კონკურენტული და ინდივიდუალური პირობებით არის შესაძლებელი.
სპეციალური შეთავაზების ფარგლებში, იპოთეკური სესხი გამარტივებული წესითა და შემოსავლების ადგილზე დადასტურებით გაიცემა. სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი -9.93%-დან, ხოლო ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 12.59%-დან შეადგენს. მომხმარებელს სესხით სარგებლობა 200,000 ლარამდე, მაქსიმუმ 20 წლამდე ვადით შეუძლია.
„ბაზისბანკში აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რომ მომხმარებელს მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტი შევთავაზოთ და მათი საბანკო გამოცდილება ჩვენთან კიდევ უფრო სასიამოვნო და კომფორტული გავხადოთ. ამჯერად, სპეციალური შეთავაზების ფარგლებში, ჩვენს მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, იპოთეკურ სესხზე ისარგებლოს ბაზისბანკის მიმზიდველი პირობებით და დარწმუნებული ვარ, რომ საკმაოდ ბევრ მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა ჩვენი მეშვეობით შეიძინოს ან გაარემონტოს უძრავი ქონება.“ - მარეხ საჯაია, ბაზისბანკის პროდუქტებისა და სერვისების განვითარების დეპარტამენტის უფროსი.
იპოთეკურ სესხზე სპეციალური შეთავაზებით სარგებლობისთვის განაცხადის შევსება შესაძლებელია სესხების პლატფორმაზე bbcredit.ge ან ნებისმიერ ფილიალში.
ბაზისბანკი, წარმატების 30 წლიანი ისტორია.
დღის ტოპ 10 სიახლე
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის სამი მოქალაქე დააკავა
სხვა სიახლეები
1 დოლარის ოფიციალური კურსი 2.7241 ლარი გახდა
24.10.2025.17:03
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1638 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7241 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7241 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს 2.7200 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0041 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1638 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1522ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0116 ლარი შეადგინა.