ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მობილურის ნომრით მომენტალური გადარიცხვები საქართველოს ბანკთან და კრედო ბანკთან
ბაზისბანკის მომხმარებლებს, მობაილბანკით თანხის მომენტალური გადარიცხვა ან ანგარიშზე მიიღება მობილურის ნომრით, უკვე საქართველოს ბანკთან და კრედო ბანკთან შეუძლიათ.
მომენტალური გადარიცხვების ინოვაციური სისტემა საქართველოს ბანკის მიერ პირველად დაინერგა და მისი მეშვეობით ფიზიკურ პირებს შესაძლებლობა აქვთ, მხოლოდ მობილურის ნომრის გამოყენებით გადარიცხონ ან მიიღონ თანხა, ტრანზაქცია კი მიმღების ანგარიშზე მომენტალურად, 24/7-ზე აისახება.
პირველად საქართველოში, მობაილბანკით თანხის გადარიცხვა შესაძლებელია როგორც ეროვნულ ვალუტაში, ასევე აშშ დოლარსა და ევროში. ლარში ერთჯერადად გადარიცხვისას 10,000 ლარის ოდენობის, ხოლო აშშ დოლარსა და ევროში 1,000 ერთეულის ლიმიტი მოქმედებს.
მომენტალური გადარიცხვების უპირატესობებია:
გადარიცხეთ მობილურის ნომრით საქართველოს ბანკის ან კრედო ბანკის ანგარიშებზე ან მიიღეთ თანხა ბაზისბანკის ანგარიშზე მომენტალურად, მობაილ ბანკით 24/7-ზე.
24/7-ზე მომენტალური გადარიცხვების შესახებ დეტალურად გაეცნობით აქ.
სხვა სიახლეები
ჩვენი მიზანია, შევქმნათ აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში წამყვანი საბანკო ქსელი - არჩილ გაჩეჩილაძე
09.04.2026.19:00
FTSE 100 ინდექსში მოხვედრა Lion Finance Group-ისთვის მიღწეული წარმატების აღიარებაა, თუმცა არა საბოლოო მიზანი - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში Lion Finance Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ განაცხადა. მისი თქმით, კომპანიის სტრატეგიული ამოცანა აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში, ასევე ცენტრალურ აზიაში წამყვანი საბანკო ქსელის შექმნაა, სადაც საქართველო ცენტრალურ როლს შეასრულებს.
„ჩვენთვის FTSE 100 ეს არის იმ წარმატების აღიარება, რასაც დღეს მივაღწიეთ. თუმცა ეს თავისთავად მიზანი ნამდვილად არ არის. ჩვენთვის მიზანი არის, რომ შევქმნათ აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში წამყვანი საბანკო ქსელი, რომელსაც შეიძლება ფოკუსი ასევე ცენტრალურ აზიაშიც ჰქონდეს. თუმცა აი ამ ბაზრებზე ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება არის შესაძლებელი და მგონია, რომ ჩვენი გუნდი ყველაზე უფრო კარგად არის პოზიციონირებული ამისთვის. ჩემთვის მომავალში როცა ვფიქრობ, რომ აი ყველა ვარსკვლავი ერთ რიგში რომ დალაგდეს, როგორ წარმოიდგინება ხვალინდელი დღე – ალბათ ეს იქნება, რომ ასეთი ქსელი იყოს და საქართველო იყოს მისი ცენტრალური ადგილი. შესაბამისად მგონია, რომ ყველაზე ბევრს ჩვენი ქვეყნისთვის ამ შემთხვევაში გავაკეთებთ, როცა აი ამას მივაღწევთ“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.