მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7188.5
-0.005
flag
AZN 1.5851
-0.0005
flag
CNY 39.501
-0.0007
flag
EUR 3.1734
-0.0023
flag
GBP 3.6485
-0.0054
flag
KZT 57.29
0.0048
flag
TRY 0.0602
0
flag
USD 2.6946
-0.0008

ბაზისბანკის მიერ ლიბერთის აქციების შესაძლო შეძენის შესახებ სებ-ში განაცხადი შევიდა

news image

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სს „ბაზისბანკის“ მიერ სს „ლიბერთი ბანკის“ აქციების 95.99%-ის შესაძლო შეძენის გზით განსახორციელებელი კონცენტრაციის განხილვის პროცედურები დაიწყო.

საქართველოს ეროვნულ ბანკში Business Insider Georgia-ს დაუდასტურეს, რომ ბაზისბანკის მიერ ლიბერთის აქციების შესაძლო შეძენის შესახებ განაცხადი სებ-ში უკვე შესულია და ახლა ქვეყნის ცენტრალური ბანკი ბაზარზე კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის საკითხს სწავლობს. 

„საქართველოს ეროვნულ ბანკში დაწყებულია ადმინისტრაციული საქმის წარმოება "ბაზრის ანალიზისა და კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესის შესახებ" შესაბამისად, რომელიც მოიაზრებს "ბაზის ბანკის" მიერ "ლიბერთი ბანკის" პოტენციური შეძენის შემთხვევაში კონცენტრაციის ზეგავლენის შეფასებას. საკითხთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი კანონმდებლობით დადგენილი ვადების ფარგლებში მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“, - განმარტავენ სებ-ში.

2025 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, ლიბერთის მთლიანმა აქტივებმა  4.100.573.440  ლარი შეადგინა, ხოლო ბაზისბანკის  2.193.097.146 ლარი.

რაც შეეხება მთლიანი სესხების პორტფელს, 2025 წლის პირველ კვარტალში ლიბერთისშემთხვევაში ის 2.874.645.973 ლარის დონეზე იყო, ხოლო ბაზისბანკი - 1.522.009.551 ლარი. 

2025 წლის პირველი კვარტალის მონაცემებითველიბერთის ჯამურმა დეპოზიტების მაჩვენებელმა 2.455.772.839 ლარი შეადგინა, ხოლო ბაზისბანკის შემთხვევაში ის 1.395.260.095 ლარის დონეზე იყო.

იმავდროულად 2025 წლის პირველ კვარტალში ლიბერთის კაპიტალი 5,16%-ით გაიზარდა, ხოლო ბაზისბანკის 3,74%-ით.

როგორც გასულ თვეში ლიბერთის აქციების მფლობელმა, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ირაკლი რუხაძემ Business Insider Georgia-ს განუცხადა, ბაზისბანკთან მოლაპარაკებები გასულ წლებში ჰქონდა, თუმცა მაშინ გადაწყვეტილების ბოლომდე მიყვანა ვერ მოხერხდა.
სს „ლიბერთი ბანკი“ (შემდგომში –„ბანკი“) არის საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე 1993 წელს ჩამოყალიბებული სააქციო საზოგადოება. ბანკი საქმიანობას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში –„სებ“) მიერ 1993 წლის 10 თებერვალს გაცემული #3500/10 ზოგადი საბანკო ლიცენზიის საფუძველზე (საიდენტიფიკაციო კოდი: 203828304).
„ჯორჯიან ფაინენშალ გრუპ ბი.ვი.“, ნიდერლანდების სამეფოს კანონმდებლობის მიხედვით დაფუძნებული და მოქმედი კომპანია, არის ბანკის მშობელი საწარმო და ფლობს მის 98.51%–იან სააქციო წილს.

ბანკი წარმოადგენს საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებულ კომპანიას და მისი ჩვეულებრივი აქციები განთავსებულია საქართველოს საფონდო ბირჟაზე.

აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე წელია ლიბერთი ქვეყნის რიგით მესამე უმსხვილესი ბანკია. რაც შეეხება ბაზისბანკს ის ჩინური "ჰუალინგ ჯგუფის" საკუთრებაა და სიდიდის მიხედვით ქვეყნის მეოთხე ბანკს წარმოადგენს. 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ჩვენი მიზანია, შევქმნათ აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში წამყვანი საბანკო ქსელი - არჩილ გაჩეჩილაძე

09.04.2026.19:00

FTSE 100 ინდექსში მოხვედრა Lion Finance Group-ისთვის მიღწეული წარმატების აღიარებაა, თუმცა არა საბოლოო მიზანი - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში Lion Finance Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ განაცხადა. მისი თქმით, კომპანიის სტრატეგიული ამოცანა აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში, ასევე ცენტრალურ აზიაში წამყვანი საბანკო ქსელის შექმნაა, სადაც საქართველო ცენტრალურ როლს შეასრულებს.

„ჩვენთვის FTSE 100 ეს არის იმ წარმატების აღიარება, რასაც დღეს მივაღწიეთ. თუმცა ეს თავისთავად მიზანი ნამდვილად არ არის. ჩვენთვის მიზანი არის, რომ შევქმნათ აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში წამყვანი საბანკო ქსელი, რომელსაც შეიძლება ფოკუსი ასევე ცენტრალურ აზიაშიც ჰქონდეს. თუმცა აი ამ ბაზრებზე ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება არის შესაძლებელი და მგონია, რომ ჩვენი გუნდი ყველაზე უფრო კარგად არის პოზიციონირებული ამისთვის. ჩემთვის მომავალში როცა ვფიქრობ, რომ აი ყველა ვარსკვლავი ერთ რიგში რომ დალაგდეს, როგორ წარმოიდგინება ხვალინდელი დღე – ალბათ ეს იქნება, რომ ასეთი ქსელი იყოს და საქართველო იყოს მისი ცენტრალური ადგილი. შესაბამისად მგონია, რომ ყველაზე ბევრს ჩვენი ქვეყნისთვის ამ შემთხვევაში გავაკეთებთ, როცა აი ამას მივაღწევთ“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა