მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7099
0.004
flag
AZN 1.5856
-0.0002
flag
CNY 38.678
-0.0016
flag
EUR 3.1316
-0.0061
flag
GBP 3.6152
-0.004
flag
KZT 52.6
-0.0013
flag
TRY 0.0623
-0.0001
flag
USD 2.6957
-0.0004

ბაზარზე საკრედიტო ბარათების რაოდენობა მზარდია - VISA პოზიციებს არ თმობს

news image

მიმოქცევაში არსებული საგადახდო საკრედიტო ბარათების 40,7%-ი VISA-ს საკრედიტო ბარათებზე მოდის, ხოლო 12,4%-ი Mastercard-ზე. სექტემბრის სტატისტიკით ამ ბაზარზე AMEX-ის წილი 20,6%-ია. 

ოქტომბრის მდგომარეობით ქვეყანაში ქვეყანაში აქტიური საკრედიტო ბარათების რაოდენობამ 782 272 ერთეული შეადგინა.

სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, ოქტომბრის ბოლოსთვის VISA-ს აქტიური საკრედიტო ბარათების რაოდენობა 318 549 ერთეულს შეადგენდა, AMEX-ის 160 943 ერთეულს, ხოლო Mastercard-ის 97 354 ერთეულს.                    

205 426  ერთეული საკრედიტო ბარათი სხვა საგადახდო სისტემების კუთვნილებაა. 

თუ VISA-სა და Mastercard-ის ბაზრის წილს საკრედიტო ბარათების მიმართულებით მიმოვიხილავთ სახეზეა, რომ 2025 წლის ოქტომბერში 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით VISA-ს აქტიური საკრედიტო ბარათების რაოდენობა 20,6%-ითაა გაზრდილი, ხოლო Mastercard-ის 6%-ითა შემცირებული. სამაგიეროდ წლიურ ჭრილში 11,2%-იანი ზრდაა AMEX-ის საკრედიტო ბარათების რაოდენობის კუთხით.

აღსანიშნავია ისიც, რომ ოქტომბერში სექტემბერთან შედარებით მიმოქცევაში არსებული საკრედიტო ბარათების რაოდენობა თითქმის 0,8%-ითაა გაზრდილი, ხოლო 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით 8,8%-იანი ზრდაა. 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image რამდენია ქვეყნის საგარეო ვალი

16.01.2026.15:00

2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 9 291 928 ათას დოლარს შეადგენს, რაც ეროვნულ ვალუტაში დაახლოებით 25 042 675 ათასი ლარია. აღნმიშნულის შესახებ მაჩვენებლები ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული. 

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2025 წლის დეკემბერში 2024 წლის დეკემბერთან შედარებით სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა 8,1%-ითაა გაზრდილი.

წინა თვესთან, ანუ 2025 წლის ნოემბრის მონაცემებთან კი 1.9%-ით არის გაზრდილი.

სამინისტროს საიტზე განთავსებული მაჩვენებლებით, 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით სახელმწიფო საგარეო ვალი მოცულობა 8 589 061 ათასი დოლარი იყო, რაც ეროვნულ ვალუტაში  24 107 775 ათას ლარს შეადგენდა. 

2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით მთავრობის საგარეო ვალი 8 990 866 ათასი დოლარს შეადგენდა, რაც ეროვნულ ვალუტაში 24 231 282 ათასი ლარს უტოლდება.

დეკემბრის მონაცემებითვე, მრავალმხრივი კრედიტორების წინაშე დავალიანება 6 904 104 ათასი დოლარია, ანუ 18 607 251 ათასი ლარი.

საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), რეკონსტრუქციის და განვითარების განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა