ბანკებში განთავსებული დეპოზიტები ერთ თვეში ₾989 მილიონით გაიზარდა - სებ
საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2023 წლის ივლისის ბოლოსათვის 47.78 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 989.47 მლნ ლარით, ანუ 2.11%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.54%-ით მეტი).
ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 436.54 მლნ ლარით, ანუ 2.44%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.96%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 552.93 მლნ ლარით, ანუ 1.91%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 1.28%-ით).
საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2023 წლის ივლისის ბოლოსათვის 47.78 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 989.47 მლნ ლარით, ანუ 2.11%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.54%-ით მეტი). ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 436.54 მლნ ლარით, ანუ 2.44%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.96%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 552.93 მლნ ლარით, ანუ 1.91%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 1.28%-ით).
დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2023 წლის ივლისის ბოლოსათვის 49.36 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.13 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.41 პროცენტული პუნქტით).
ივლისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 8.14% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10.79%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.51%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 78.57%, ხოლო ევროს წილმა 19.45% შეადგინა.
სხვა სიახლეები
ჩინეთ-საქართველოს ფინანსური თანამშრომლობის სულ უფრო ფართო და სიღრმისეული განვითარება ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების ნათელი მაგალითია - ელჩი
20.01.2026.18:06
ჩინეთ-საქართველოს ფინანსური თანამშრომლობის სულ უფრო ფართო და სიღრმისეული განვითარება ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების ნათელი მაგალითია, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი ჭოუ ციენი.
ელჩმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ჩინეთსა და საქართველოს შორის საბანკო და ფინანსური ინსტიტუტების სექტორში თანამშრომლობა შედარებით ადრე დაიწყო.
„2012 წელს ჩინეთის სინძიანგის ხუალინგ ჯგუფმა შეიძინა ქართული „ბაზისბანკი“, რომელიც საქართველოში უკვე სიდიდით მეოთხე ბანკია და მრავალი დარგობრივი ჯილდოც მოიპოვა. 2025 წლის მარტში, საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაციამ, ქალბატონი ნათია თურნავას ხელმძღვანელობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი გამართა და ჩინეთის სახალხო ბანკთან პირველ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი. შეიძლება ითქვას, რომ ჩინეთ-საქართველოს ფინანსური თანამშრომლობის სულ უფრო ფართო და სიღრმისეული განვითარება ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების ნათელი მაგალითია. ამჟამად მსოფლიო განიცდის ისეთ დიდ ცვლილებებს, როგორიც საუკუნეა არ ყოფილა, გლობალური ეკონომიკის კომპლექსურობა და გაურკვევლობა სულ უფრო თვალსაჩინო ხდება. ჩინეთ-საქართველოს შორის ფინანსურმა თანამშრომლობამ შეუძლია ხელი შეუწყოს ორმხრივ ვაჭრობას, ინვესტიციებს და მასშტაბური პროექტების მშენებლობას, ქართული ბიზნესებისა და ფიზიკური პირებისთვის მოიზიდოს მეტი დაფინანსება და გააძლიეროს საქართველოს უნარი, გაუძლოს გარე ფინანსურ რისკებს და გაიუმჯობესოს საკუთარი ეკონომიკური მდგრადობა. ჩვენ მოუთმენლად ველით ორ ქვეყანას შორის ფინანსურ სფეროში უფრო მეტი შედეგის მიღწევას“, - განაცხადა ელჩმა.