Bank of Georgia Group-ის შვილობილმა, Ameriabank-მა $200 მილიონის ღირებულების სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი IFC-სთან
საქართველოს ბანკის ჯგუფი აცხადებს, რომ მისმა შვილობილმა, ამერიაბანკმა, ხელი მოაწერა 200 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სასესხო ხელშეკრულებას საერთაშორისო ფინანსურ კორპორაციასთან (IFC).
თანხის ნახევარი მიმართული იქნება კლიმატის პროექტების დაფინანსებისთვის, მეოთხედი - მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, ხოლო დარჩენილი მეოთხედი ქალი მიკრო, მცირე, და საშუალო ზომის მეწარმეებისთვის.
"აღნიშნული გრძელვადიანი სესხი IFC-სა და სომხეთის ბანკებს შორის გაფორმებული ყველაზე დიდი შეთანხმებაა. ის არა მხოლოდ მასშტაბით, არამედ მიზნებითაც უნიკალურია: ბიზნესის ინიციატივების მხარდაჭერა, რომელიც მიემართება კლიმატური გამოწვევების მოგვარებას, ქალ მეწარმეთა გაძლიერება და სომხეთისათვის მდგრადი მომავლის შექმნა“, - განაცხადა Ameriabank-ის გენერალურმა დირექტორმა არტაკ ჰანესიანმა.
"ეს პარტნიორობა არის IFC-ის სტრატეგიის ნაწილი, რათა გაზარდოს კერძო ინვესტიციები მდგრად განვითარებაში. Ameriabank-ი კლიმატური ფინანსირების ლიდერია და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აღნიშნული მიზნების მიღწევაში. გრძელვადიანი დაფინანსების მიწოდებით ჩვენ მიზნად ვისახავთ ვაჩვენოთ კლიმატური დაფინანსების მასშტაბის ზრდას სომხეთის ფინანსურ
სექტორში“, - აღნიშნა IFC-ს რეგიონალურმა მენეჯერმა მარსელო კასტელანოსმა.
"ეს ტრანზაქცია კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია მდგრადი განვითარების ხელშეწყობისა და სომხეთის სწრაფად მზარდი ეკონომიკის მხარდაჭერისათვის. Ameriabank-ი სომხეთში ერთ-ერთი წამყვანი ბანკია , რომელიც აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას და ადგილობრივი ბიზნესისთვის პოზიტიური ცვლილებების შექმნას. დიდი მადლობა IFC-სა და Ameriabank-ის გუნდებს წარმატებული თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნა Bank of Georgia Group-ის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ.
ცნობისთვის, IFC მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი და განვითარებაზე ორიენტირებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც განვითარებად ქვეყნებში კერძო სექტორს უწყობს ხელს. ჩვენ ვმუშაობთ 100-ზე მეტ ქვეყანაში და ვიყენებთ ჩვენს კაპიტალს, გამოცდილებასა, და გავლენას, გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ბაზრების და შესაძლებლობების შესაქმნელად.
დღის ტოპ 10 სიახლე
არ მოიძებნება ისეთი სიტყვა, რომელიც ჩემს მადლიერებას გამოხატავს უწმინდესის მიმართ - შალვა ოგბაიძე
სხვა სიახლეები
ADB ადგენს ფინანსური მხარდაჭერის პაკეტს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ზემოქმედების შესარბილებლად
24.03.2026.18:54
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დღეს განაცხადა ფინანსური მხარდაჭერის პაკეტის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს განვითარებადი წევრი ქვეყნების დახმარებას ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური და ფინანსური ზემოქმედების შესარბილებლად.
„ADB სწრაფ, მოქნილ და მასშტაბირებად დახმარებას გაუწევს ქვეყნებს, რათა მათ შეძლონ არსებული გამოწვევების მართვა და გრძელვადიანი მდგრადობის გაძლიერება — მათ შორის, სწრაფი ბიუჯეტური მხარდაჭერითა და ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვების დაფინანსებით, რომელიც პირველადი მოხმარების საქონელზე, მათ შორის ნავთობზე, ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს," — განაცხადა ADB-ის პრეზიდენტმა მასატო კანდამ. „ამით ვაგრძელებთ იმ ხანგრძლივ პრაქტიკას, რომლითაც გლობალური გაურკვევლობის პერიოდებში მხარს ვუჭერდით აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონს."