მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7038.2
0.0027
flag
AZN 1.583
-0.0003
flag
CNY 37.804
0.0043
flag
EUR 3.1651
0.0076
flag
GBP 3.6556
0.0145
flag
KZT 50.13
-0.0022
flag
TRY 0.0652
0
flag
USD 2.6921
-0.0004

ADB-ის მხრიდან განხორციელდა ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული პირველი სუვერენული სესხის 68.2 მლნ ლარის ჩარიცხვა, რომელიც წარმოადგენს ბიუჯეტის მხარდამჭერ სესხს - ფინანსთა სამინისტრო

news image
პროფესიული განათლების გაუმჯობესების მხარდაჭერის მიზნით, აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს შორის გაფორმებული სასესხო შეთანხმების („თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარების პროგრამისთვის - ქვეპროგრამა 2“) ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის მხრიდან განხორციელდა ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული პირველი სუვერენული სესხის ჩამორიცხვა - 68.2 მლნ ლარის ოდენობით, რომელიც წარმოადგენს ბიუჯეტის მხარდამჭერ სესხს.
გასათვალისწინებელია, რომ პირველი შემთხვევაა, როდესაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ საქართველოსთვის სუვერენული სესხის გამოყოფა განხორციელდა ეროვნულ ვალუტაში, რაც, კიდევ ერთხელ, უსვამს ხაზს ADB-ის და საქართველოს მთავრობის წარმატებულ თანამშრომლობას, არა მხოლოდ, საინვესტიციო პროექტების დაფინანსების, არამედ ასევე, სტრუქტურული რეფორმების მხარდაჭერისა და საჯარო ფინანსების მდგრადი მართვის მიმართულებით.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, სესხის ეროვნულ ვალუტაში აღება თანხვედრაშია საქართველოს ვალის მართვის სტრატეგიასთან, რომლის მიზანია, სახელმწიფო ვალში უცხოური და ეროვნული ვალუტის ჯანსაღი პროპორციული განაწილების მიღწევა, რაც აუმჯობესებს ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობას საგარეო შოკების მიმართ და თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ვალის მართვის მდგრადობას.
შინაარსობრივად, პროგრამა მხარს უჭერს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებაში, პროფესიული განათლების სისტემის ხელმისაწვდომობის, ინკლუზიურობის გაზრდისა და ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერებაში.
news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ლარის კურსი დოლართან გამყარდა

09.09.2025.17:01

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1651 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6921 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6921 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6925 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1651 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1575 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0076 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა