მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7082.7
-0.0307
flag
AZN 1.5965
-0.0063
flag
CNY 38.172
-0.0151
flag
EUR 3.2007
-0.0092
flag
GBP 3.6638
-0.0158
flag
KZT 49.83
-0.0029
flag
TRY 0.0655
-0.0004
flag
USD 2.7141
-0.0117

ფინტექ მიმართულების საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისთვის დამატებითი, ახალი შესაძლებლობები ჩნდება ბაზარზე - ასოციაცია „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე

news image

საქართველოს პარლამენტი „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“კანონში ცვლილების შესატან ცვლილებებზე იწყებს მსჯელობას. როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, წარმოდგენილი კანონპროექტით ხორციელდება რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება. „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება 342 მუხლი, რომლის თანახმადაც, სავაჭრო ობიექტის საკომისიოს ზედა ზღვარი, იმ საგადახდო მომსახურების პროვაიდერთათვის, რომლებიც წარმოადგენენ სისტემურ კომერციულ ბანკებს ან/და ასეთი ბანკის ჯგუფში შემავალ საგადახდო მომსახურების პროვაიდერს განისაზღვრა 0.5%-ით.

ამ ფონზე Business Insider Georgia დაინტერესდა აღნიშნული ინიციატივის გავლენასა და შედეგებზე და ამიტომ ფინტექ ასოციაციის ხელმძღვანელს, დავით კიკვიძეს დაუკავშირდა. 

„ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც ფაქტობრივად რამდენიმე მიმართულებით გარკვეულ შესაძლებლობებს ქმნის და უპირატესობას, უკეთესობას ქმნის. პირველი ეს არის, საბანკო სექტორის გავლენის შემცირება ფინანსურ ბაზარზე და ზოგადად ბაზარზე. იქიდან გამომდინარე, რომ ტრანზაქციების საკომისიო მერჩანტებთან, ანუ სავაჭრო ობიექტებში 0,5%-მდე იგეფება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ფაქტობრივად მისცემს არასაბანკო ინსტიტუტებს ამ ბაზარზე შემოსვლის შესაძლებლობას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მნიშვნელოვან ხარჯების შემცირებას იმიტომ, რომ სტანდარტულად ბაზარზე არსებული მდგომარეობა დაახლოებით 2-დან 2,5%-მდეა თითოეულ ტრანზაქციაზე. საშუალო ბიზნესისთვის ეს წელიწადში 50 ათასიდან 100 ათას ლარამდე მინიმალური ხარჯია, რაც დამოკიდებულია თვითონ ბიზნესის მოცულობაზე და ბრუნვაზე, რაც რა თქმა უნდა ძალიან დიდი უპირატესობაა და ძალიან დიდ შეღავათს მისცემს მცირე და საშუალო ბიზნესს. 

მეორეს მხრივ, არასაბანკო ინსტიტუტებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ კომერციულ ბანკებთან კონკურენციაში შევიდნენ და გარკვეული უპირატესობებით შევიდნენ ბაზარზე. მათ ბანკებიდან წამოიღონ ე,წ, ექუარინგ სერვისი და შესაბამისად თვითონ განახორციელონ მერჩანტებთან ე.წ ურთიერთობა - მცირე და საშუალო ბიზნესთან ურთიერთობა და  მათთან კომუნიკაცია, რაც ფაქტობრივად სრულიად განსხვავებულ სურათს მოგვცემს ბაზარზე და ფაქტობრივად კონკურენციას ძალიან მნიშვნელოვნად გაზრდის. 

რასაც თქვენ ამბობთ ეს ზეგავლენაა ფინანსურ სექტორზე, მაგრამ რა შედეგების მომტანი იქნება ის ეკონომიკისთვის?

ეკონომიკისთვის მთლიანობაში ძალიან ძლიერი ბიძგი იქნება. როგორც ვახსენე მცირე და საშუალო ბიზნესი დაზოგავს წელიწადში საშუალოდ 100 ათასი ლარის ოდენობით თანხას - ეს არის მარტო ერთი კომპანიის მაგალითზე. იმიტომ, რომ დღეს მოგეხსენებათ აბსოლუტურად ყველა, თითქმის 90% სავაჭრო ობიექტებში პოსტერმინალი აყენია. შესაბამისად წარმოიდგინეთ ამ მოცულობის თანხა ისევ ეკონომიკაში დაბრუნდება. ანუ არ წავა კომერციული ბანკების პირდაპირ მოგებაში. ეს ისევ და ისევ მცირე და საშუალო ბიზნესს დარჩება ეს თანხა. ასი ათასობით ლარი, რომ გადავამრავლოთ ათასობით და ასიათასობით მერჩანტზე და ორგანიზაციაზე ეს უკვე ათეულობთ მილიონ ლარს შეადგენს. აქედან გამომდინარე,ეს თანხა ისევ და ისევ ეკონომიკაში დატრიალდება, ისევ და ისევ მცირე და საშუალო ბიზნესში დარჩება და საბოლოო ჯამში შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს თანხა რეინვესტირებაში მოხვდება და მცირე ბიზნესის განვითარებას და გაფართოებას მოხმარდება. ეს არის მთავარი ფაქტორი, რაც ეკონომიკურად შეგვიძლია გავითვალისწინოთ. 

მეორეს მხრივ, ასევე ეკონომიკის თვალსაზრისით თუ ვიმსჯელებთ ე.წ. არასაბანკო ინსტიტუტებს,მაგალითად საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს ექნებათ შესაძლებლობა ამ ბაზარზე შევიდნენ იმ კუთხით, რომ ბანკებისგან წამოიღონ ე.წ. ექუარინგ სერვისი და თვითონ დაიწყონ ამ ბიზნესში შესვლა. აქამდე ფაქტობრივად ისინი ფიზიკურად კონკურენციას ვერ უწევდნენ იმიტომ, რომ ისინი დამოკიდებულები იყვნენ კომერციულ ბანკებზე და შესაბამისად ისედაც მაღალ პროცენტში უწევდათ ბანკიდან წამოღება ამ სერვისის და მერე გადაყიდვა და ახლა მათ ფაქტობრივად ხელ-ფეხი გაეხსნებათ და უფრო მეტი შესაძლებლობა ექნებათ, რომ განახორციელონ ოპერაციები, რაც წესით იმას ნიშნავს, რომ არასაბანკო სექტორის, ანუ ამ შემთხვევაში ფინანსური ტექნოლოგიების სექტორის საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისთვის დამატებითი ახალი შესაძლებლობები ჩნდება ბაზარზე. ეს დამატებითი შემოსავლის გენერირების და ეკონომიკაში ფულის ჩასხმის შესაძლებლობას ქმნის. 

თქვენი აზრით 0,5%-ი ბანკებისთვის საინტერესო აღარ იქნება?

ნაკლებად სავარაუდოა, რომ აღარ მოუნდებათ. იმიტომ, რომ ეს ბიზნესი ბანკებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა. რა თქმა უნდა არა როგორც საპროცენტო შემოსავლები სესხებიდან, თუმცა მაინც არასაპროცენტო შემოსავლების სახით საკმაოდ დიდი მოცულობის შემოსავლების გენერირების შესაძლებლობას იძლეოდა. აღნიშნული გეფი ანუ 0,5%-მდე ჩამოსვლა რა თქმა უნდა მნიშვნელოვან ზარალს მიაყენებს, შემოსავლების შემცირების კუთხით იმოქმედებს კომერციულ ბანკებზე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კომერციული ბანკები საერთოდ უარს იტყვიან ამ ბიზნესზე, იმიტომ რომ ეს ბიზნესი არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი. გინდა არ გინდა მაინც მოუწევთ ამ საქმიანობის განხორციელება კომერციულ ბანკს, იმიტომ, რომ ამის გარეშე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ ელექტრონული კომერცია და ციფრული გადახდები მაშინ საერთოდ ჩამოიშლება, რაც წარმოუდგენელია. ამას მიყვება საბარათე ბიზნესიც, რომელიც ფაქტობრივად ერთმანეთზეა მიბმული და მისი გაჩერება წარმოუდგენელია. 

რაც შეიცვლება ჩემთვის, როგორც მომხმარებლისთვის: მეც დავდივარ სავაჭრო ობიექტებში და გარკვეულწილად ვიყენებ ამ სერვისებს - ჩემთვის რა შეიცვლება?

პოტენციურად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ფასების შემცირება უნდა გამოიწვიოს. იქიდან გამომდინარე, რომ ყველა სავაჭრო ობიექტი რეალურად აღნიშნულ საკომისიოს და აღნიშნულ წლიურ თანხას ითვალსიწინებს ფასთწარმოქმნაში და შესაბამისად შეგვიძლია ვივარაუდოთ, - თუმცა ეს გარანტირებული არ არის, ეს თითოეული სავაჭრო ობიექტის გადასაწყვეტია, რამდენად გადადგამს ამ ნაბიჯს და შესაბამისად შეამცირებს ფასს პროდუქტებზე. თუმცა ერთ-ერთი მიზეზი და ერთ-ერთი პოტენციალი ამ შემცირებისა არის ზუსტად ის, რომ საბოლოო მომხმარებელმა თავის ჯიბეზე იგრძნოს შესაბამისი შეღავათები.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე

სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინტექ მიმართულების საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისთვის დამატებითი, ახალი შესაძლებლობები ჩნდება ბაზარზე - ასოციაცია „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე

23.09.2025.19:28

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა