მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7054.4
0.0075
flag
AZN 1.6163
0.0003
flag
CNY 37.788
-0.0009
flag
EUR 3.1167
0.0029
flag
GBP 3.6566
0.0041
flag
KZT 53.11
-0.0012
flag
TRY 0.0712
-0.0001
flag
USD 2.7477
-0.0006

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საკმაოდ დადებითი შეფასება მიიღო ჩვენმა მონეტარულმა პოლიტიკამ - ნათია თურნავა

news image

ვიზიტი იყო საკმაოდ დადებითი, ძალიან კარგი გზავნილებით წამოვედით, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომელმაც აშშ-ში ეკონომიკური გუნდის ვიზიტი შეაფასა. აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკურმა გუნდმა შეხვედრები გამართა სსფ-ს და მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელ პირებთან და თურნავას თქმით, საქართველოს ეკონომიკური მიღწევები მათი მხრიდან დადებითად იყო შეფასებული.

„იყო რა თქმა უნდა პოლიტიკური ნაწილიც, რომელშიც ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მონაწილეობდა, იყო უფრო მეტად ეკონომიკური ნაწილიც, სადაც ძირითადად სსფ-სთან და მსოფლიო ბანკთან შეხვედრები იყო, იმიტომ, რომ თვითონ პლატფორმაც იყო წლიური, საგაზაფხულო შეხვედრები მსოფლიო ბანკის და სსფ-სი, რომელიც ყოველწლიურად იმართება. საინტერესო იყო, რომ ამჯერად ეს შეხვედრები ყველა ქვეყანასთან ტარდებოდა ერთი მთავარი ეგიდით, ეს არის გლობალური გამოწვევები და რამდენად არის ესა თუ ის ქვეყანა მზად ამ გლობალური გამოწვევების მიმართ. საქართველო ამ კუთხით გამორჩეულად კარგად გამოიყურება, იმიტომ, რომ გაქვს ჯანსაღი, კეთილსაიმედო ეკონომიკური ვითარება, გვაქვს 2 წელიწადზე მეტია მოთოკილი ინფლაცია, მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს. მიზნობრივ მაჩვენებელზე ქვემოთ იყო და წელს დასტაბილურდა მის ირგვლივ. და აქედან გამომდინარე საკმაოდ დადებითი შეფასება მიიღო ჩვენმა მონეტარულმა პოლიტიკამ. გარდა ამისა ეკონომიკური ზრდა ძლიერია, რითაც ვერ დაიკვეხნის ძალიან ბევრი ქვეყანა, მათ შორის უფრო განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყნები. იცით, რეცესიაა მთელ რიგ სახელმწიფოებში. საქართველოს ეკონომიკის პირველი კვარტლის მაჩვენებელი კი 9,3%-ია. ეს არ არის რაღაცა ერთჯერადი. ბოლო 4 წელი, რომ ავიღოთ საშუალო ეკონომიკური ზრდა არის 9,3%. მარტის მაჩვენებელიც მაღალია - 9%. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა პროდუქტიულობის ახალ ზღვარზე გადავიდა და ძირითადად ეკონომიკური ზრდა განპირობებულია მაღალპროდუქტიული სფეროების სწრაფად განვითარებით. ზრდა მაღალია, მაგრამ ეს არ აწვება ინფლაციას და არ ზრდის ინფლაციას. ასევე აღარ შევჩერდები სხვა მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე. საგარეო ანგარიშის დეფიციტი არის გაუმჯობესებული, ისტორიულ მინიმუმზეა მშპ-სთან მიმართებაში თუ ავიღებთ. არის სტაბილური შემოდინებები სავალუტო იგივე ტურიზმიდან, ექსპორტიდან და რაც აისახება კიდეც სავალუტო კურსზე.

ზოგჯერ მესმის ხოლმე, რომ სებ-ი ხელოვნურად იჭერს, ეს შეუძლებელია. შეუძლებელია, რომ ჩვენ ამხელა მზარდი ეკონომიკის პირობებში რაიმე ხელოვნურად დავიჭიროთ. ამას იჭერს ჯანსაღი ეკონომიკური ვითარება. ჩვენც ვამბობდით, რომ არანაირი მაკროეკონომიკური მიზეზები არ არსებობს კურსის ასეთი რყევების და გაუფასურების და მართლაც სენტიმენტები იყო ბაზრის. შესაბამისად ახლა ეს გამყარება სეზონურიც არის, ტურისტული სეზონიც დაიწყო. ახლა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გლობალურად დოლარის გაუფასურებაც მიმდინარეობდა და ამანაც შეუწყო ხელი. ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას, რომ სწრაფად შევავსოთ რეზერვები“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ფინანსები
image სსფ მზად არის, რომ შემდგომი თანამშრომლობის გაძლიერებისთვის - ნათია თურნავა

05.05.2025.19:30

სსფ მზად არის, რომ შემდგომი თანამშრომლობის გაძლიერებისთვის, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, სსფ-ს საქართველოსთან ურთიერთობა არასოდეს შეუწყვეტია.

„სსფ მზად არის, რომ შემდგომი თანამშრომლობის გაძლიერებისთვის. ​სხვათა შორის არასოდეს შემწყდარა, იმიტომ, რომ ტექნიკური დახმარება მათგან ყოველთვის გვქონდა, მიმდინარე იყო. ახლაც ველოდებით მათ მორიგ მისიას. და პრინციპში ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაა იმიტომ, რომ ჩვენსავით წარმატებული ქეისი რეგიონში შეიძლება ბევრი არ იყოს. ამიტომ ალბათ მათთვისაც კარგია, რომ თანამონაწილე იყვნენ ამ წარმატების, თუმცა ჩვენ იმედია მათთან კარგი თანამშრომლობა, ზოგადად ინვესტორებისთვის ეს უფრო მეტი სტაბილურობის განცდას აჩენს. მაგრამ მთავარი ფაქტორი სტაბილურობის განცდის ეს მართლაც მშვიდობიანი ვითარება რომელსაც ჩვენ მიუხედავად ამ რთული გარემოცვისა შევინარჩუნეთ ფრთხილი, პრაგმატული, დივერსიფიცირებული პოლიტიკის შედეგად“, - აღნიშნა თურნავამ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა