აშშ-დან ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია გრძელდება - სექტემბერში აშშ-დან ფულადი ტრანსფერები წლიურად 21.7%-ით გაიზარდა
2025 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 317.8 მლნ აშშ დოლარი (860.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 12.1%-ით (34.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. წლის დასაწყისიდან 9 თვეში გადმორიცხულია 2,691.4 მლნ აშშ დოლარი.
სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკით ირკვევა, რომ გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 45.4%-ს შეადგენს, შესაბამისი 144.3 მლნ აშშ დოლარით, წლიური ზრდის ტემპი კი 11.7%-ს შეადგენს. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, გერმანიის და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.
ამასთან, აშშ-დან ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია გრძელდება. კერძოდ, სექტემბერში აშშ-დან 21.7%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა და მოცულობამ 59.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
2025 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 38.2 მლნ აშშ დოლარი (103.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა. რაც 2024 წლის სექტემბრის (33.9 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 12.7%-ით მეტია.
დღის ტოპ 10 სიახლე
STEM ოლიმპიადაზე 150-ზე მეტი სკოლა დარეგისტრირდა - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა
11.12.2025.17:04
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1582 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6991 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6991 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6995 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1582 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1398 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0184 ლარი შეადგინა.