აშშ-დან ფულადი გზავნილების სტატისტიკა ზრდის ტენდენციით ხასიათდება
2024 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 285.39 მლნ აშშ დოლარი (802.6 მლნ ლარი) შეადგინა. სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკით, ირკვევა რომ 2024 წლის მანძილზე საქართველოში ფულადი გზავნილების წლიური მოცულობა 3,361.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და ის 42.9%-ს უტოლდება. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, გერმანიის და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.
ამასთან, 2024 წელს ზრდა დაფიქსირდა აშშ-დან გადმორიცხვების ნაწილშიც, რაც წლიური 24.4%-იანი მატებით განისაზღვრა და 572.8 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.
კლების ტენდენციით ხასიათდება ფულადი გზავნილები რუსეთის ფედერაციიდან და 2024 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 2023 წლის 1,528.4 მლნ აშშ დოლარიდან შესაბამის 541.2 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა, რაც წლიურად 64.6%-იან კლებას მოიაზრებს.
ცნობისთვის, 2024 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 34.8 მლნ აშშ დოლარი (97.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა. რაც 2023 წლის დეკემბრის (32.3 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 7.6% მეტია.
დღის ტოპ 10 სიახლე
STEM ოლიმპიადაზე 150-ზე მეტი სკოლა დარეგისტრირდა - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა
11.12.2025.17:04
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1582 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6991 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6991 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6995 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1582 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1398 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0184 ლარი შეადგინა.