აშშ-ჩინეთის ტარიფებთან დაკავშირებული დაძაბულობის შემცირების ნიშნებმა ჩინეთის აქციებზე პოზიტიური გავლენა მოახდინა, თუმცა გლობალური ინვესტორები მაინც ფრთხილობენ - TBC Capital
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ჩინეთის ტარიფებთან დაკავშირებული დაძაბულობის შემცირების ნიშნებმა ჩინეთის აქციებზე პოზიტიური გავლენა მოახდინა, გლობალური ინვესტორების მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც ფრთხილობს. ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ კაპიტალის ბაზრების ყოველკვირეულ მიმოხილვაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, Franklin Templeton, UBS Global Wealth და Jupiter Asset Management, ვარაუდობენ, რომ სავაჭრო დაპირისპირება გრძელვადიან პერსპექტივაში გაგრძელდება, დააზარალებს ჩინეთის ეკონომიკას და დიდ ფონდებს ბაზრიდან მოშორებულად დატოვებს.
მიუხედავად იმისა, რომ ოპტიმიზმმა ჩინეთის წამყვანი აქციების ფასები გასულ კვირას გაზარდა, ბაზარი ჯერ კიდევ ჩამორჩება იაპონიასა და ევროპას.
Goldman Sachs პროგნოზირებს ჩინეთის ეკონომიკური ზრდის მკვეთრ შენელებას, ხოლო UBS და სხვა ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის ღრმა სტრუქტურული დაძაბულობები — რომლებიც ტარიფებს ბევრად სცილდება — მერყეობას შეინარჩუნებს.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის როლი სოფლის მეურნეობის ინდუსტრიაში ძალიან აქტიურია - არჩილ გაჩეჩილაძე
16.03.2026.11:19
საქართველოს ბანკის როლი სოფლის მეურნეობის ინდუსტრიაში ძალიან აქტიურია, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის პრეზენტაციაზე გააკეთა. მისი თქმით, ბანკი ყველანაირად ცდილობს, რომ ინდუსტრიაში ბიზნესებს მხარში დაუდგეს და მათთან ითანამშრომლოს.
„დღეს ძალიან სასიხარულო მომენტია, ვინაიდან ეს მუშაობა, რომელიც ერთობლივად გაიმართა Galt & Taggart-ის, რომელიც ჩვენი შვილობილი ორგანიზაციაა, როგორც მოგეხსენებათ, და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სხვადასხვა მიმართულების მიმართულებებით, მათ შორის სააგენტოებთან, მთლიანობაში ითარგმნა იმ ანალიტიკაში, რომელიც იქნება წარმოდგენილი დღეს.
საქართველოს ბანკის როლი ამ ინდუსტრიაში ძალიან აქტიურია. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ამ ინდუსტრიაში მოქმედ პირებს, ბიზნესებს მხარში დავუდგეთ და ვითანამშრომლოთ იმისთვის, რომ განავითარონ და გააფართოვონ საკუთარი წარმოება.
სოფლის მეურნეობაში მართლაც ბოლო წლების განმავლობაში ძალიან დიდი პოზიტიური ძვრები არის და ამას სჭირდება კიდევ უფრო განვითარება და, ასე ვთქვათ, ამ ტრაექტორიაზე სვლის გაგრძელება.
ჩვენი როლი ამ მიმართულებით იქნება, რომ გავაგრძელებთ ანალიტიკის დამუშავებას და წარდგენას საზოგადოებისადმი და ამ სექტორში მოღვაწე ყველა ბიზნესისათვის და სახელმწიფოსთვის, ვინაიდან ესეთი ტიპის ანალიტიკა მნიშვნელოვანია სწორი გადაწყვეტილებების მიღებისთვის“, - აღნიშნა არჩილ გაჩეჩილაძემ.