აშშ-ჩინეთის ტარიფებთან დაკავშირებული დაძაბულობის შემცირების ნიშნებმა ჩინეთის აქციებზე პოზიტიური გავლენა მოახდინა, თუმცა გლობალური ინვესტორები მაინც ფრთხილობენ - TBC Capital
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ჩინეთის ტარიფებთან დაკავშირებული დაძაბულობის შემცირების ნიშნებმა ჩინეთის აქციებზე პოზიტიური გავლენა მოახდინა, გლობალური ინვესტორების მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც ფრთხილობს. ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ კაპიტალის ბაზრების ყოველკვირეულ მიმოხილვაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, Franklin Templeton, UBS Global Wealth და Jupiter Asset Management, ვარაუდობენ, რომ სავაჭრო დაპირისპირება გრძელვადიან პერსპექტივაში გაგრძელდება, დააზარალებს ჩინეთის ეკონომიკას და დიდ ფონდებს ბაზრიდან მოშორებულად დატოვებს.
მიუხედავად იმისა, რომ ოპტიმიზმმა ჩინეთის წამყვანი აქციების ფასები გასულ კვირას გაზარდა, ბაზარი ჯერ კიდევ ჩამორჩება იაპონიასა და ევროპას.
Goldman Sachs პროგნოზირებს ჩინეთის ეკონომიკური ზრდის მკვეთრ შენელებას, ხოლო UBS და სხვა ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის ღრმა სტრუქტურული დაძაბულობები — რომლებიც ტარიფებს ბევრად სცილდება — მერყეობას შეინარჩუნებს.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
21.05.2025.17:01
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1090 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7397 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7397 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7401 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1090 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 3.0815 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0275 ლარი შეადგინა.