მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7188
0.0143
flag
AZN 1.5277
-0.0004
flag
CNY 38.939
0.0018
flag
EUR 2.909
-0.0047
flag
GBP 3.4749
-0.0013
flag
KZT 57.45
-0.0054
flag
TRY 0.0522
-0.0001
flag
USD 2.5971
-0.0002
news banner

დღეს ბანკი „კრისტალი“ ბევრად უფრო მეტ არჩევანს აძლევს თავის მომხმარებლებს - არჩილ ბაკურაძე

news image
mbc image

„კრისტალის“ შემთხვევაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ბუნებრივი ევოლუცია მოხდა და 26 წლის მერე ჩვენ მოვიპოვეთ საბანკო ლიცენზია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას მიკრობანკ „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ არჩილ ბაკურაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, მიკრობანკი „კრისტალი“ დღეს არის უფრო კარგ მდგომარეობაში ვიდრე ადრე, რადგანაც მას ბაზარზე სხვადასხვა პროდუქტების გამოტანა შეუძლია, რასაც ბანკის წარმატებით ახორციელებს კიდეც.

„მოგეხსენებათ, „კრისტალი“ აქამდე იყო  სესხზე ორიენტირებული კომპანია, მაგრამ ფინანსური ჩართულობა და ფინანსური წარმატება დამოკიდებულია არამხოლოდ სესხზე, არამედ სხვა პროდუქტებზეც, როგორიც არის მაგალითად დანაზოგები, გზავნილები, გადახდები, დაზღვევა და ბევრი სხვა პროდუქტი. საბანკო  ლიცენზიიის მიღების შემდეგ,  „კრისტალი“ არის ბევრად უკეთეს მდგომარეობაში, რომ თავის მომხმარებლებს მისცეს უფრო მეტი არჩევანი. ამ დრომდე კარგი ზრდა გვაქვს: ყოველთვიურად ირთვება ახალი სერვისები, ახალი პროდუქტები. ლიცენზიის მიღების შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო ვმუშაობთ  აქტიურად, პოზიტიურ რეჟიმში“, - განმარტავს მიკრობანკ „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

არჩილ ბაკურაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ბიზნეს აქტივობა ბოლო თვეების განმავლობაში გაზრდილია და თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა წლის ბოლოს სექტორს საკმაოდ კარგი ზრდა ექნება.

„ჯერ ადრეა შედეგებზე საუბარი. მე ვფიქრობ, რომ წლის ბოლოს უკვე გვექნება გარკვეული სურათი. თუმცა ზრდა ნორმალურია. წლის დასაწყისი იყო გარკვეულწილად რთული, რადგანაც პოლიტიკურმა მოვლენებმა გავლენა მოახდინა ბიზნეს აქტივობაზე, მაგრამ ვხედავთ ძალიან მდგრად აღდგენას, მათ შორის ტურიზმში. და ვფიქრობთ, რომ თუ ასე გაგრძელდა წელი იქნება საკმაოდ წარმატებული.

ჩვენს დონეზე რაც ჩანს აქტივობა ძალიან დიდია. მარტი-აპრილი იყო ძალიან სერიოზული აღდგენა და დიდი მოთხოვნაა სერვისებზე, რასაც ჩვენ ვხედავთ. მათ შორის იზრდება ჩვენი დეპოზიტის ტიპის პროდუქტები, რომელიც „კრისტალს“ გამოაქვს. ძალიან დიდი მოთხოვნაა მათზე. ზოგადად ეკონომიკურად ძალიან აქტიური პერიოდი იქნება. თუ ასე გაგრძელდა ზაფხული და როგორც წესი შემოდგომა ყოველთვის აქტიურია ჩვენს სექტორში კარგი ზრდა გვექნება. იცით, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც ძალიან კარგია, ამიტომ სექტორიც მისი ერთ-ერთი მამოძრავებელი იქნება“, - აღნიშნა არჩილ ბაკურაძემ.

აღსანიშნავია, რომ მიკრობანკი “კრისტალი” საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიკურად იზრდება და ვითარდება. კომპანია ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მრავალფეროვან, თანამედროვე, ინოვაციურ, მწვანე ფინანსურ პროდუქტებს სთავაზობს და მათ ყველა საჭირო მომსახურებით უზრუნველყოფს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები

18.09.2026.14:36

J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები.

J.P. Morgan-მა სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსებში, ახალი ინსტრუმენტი - GBI-EM Edge დაამატა, რომლის საბაზრო ღირებულება 328 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და მოიცავს 26 ქვეყნის 24 ეროვნულ ვალუტასა და 425 ინსტრუმენტს. ახალ ინდექსში ჩართულია საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები და ინდექსის 1.79%-იან წილს შეადგენს.

GBI-EM Edge წარმოადგენს განვითარებადი ფინანსური ბაზრების (frontier market) სრულიად ახალ ინდექსს. ინდექსის მიზანია ისეთი განვითარებადი ბაზრების (frontier market) სახელმწიფო ობლიგაციების დინამიკის ასახვა, რომლებიც მაღალი შემოსავლიანობითა და საერთაშორისო ინვესტორებისთვის გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობით ხასიათდებიან.

საქართველოს ჩართვა ახალ ინდექსში ნიშნავს, რომ ქვეყნის ადგილობრივი ვალუტით დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები საერთაშორისო საინვესტიციო ინსტრუმენტის (ბენჩმარკის) ნაწილი გახდა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან გლობალური ინსტიტუციური ინვესტორები, აქტივების მმართველი კომპანიები და საერთაშორისო საინვესტიციო ფონდები, საინვესტიციო სტრატეგიებში აქტიურად იყენებენ საერთაშორისო ინდექსებს, როგორც პორტფელის სტრუქტურის მნიშვნელოვან მდგენელს.

აღნიშნულ ინდექსში საქართველოს მოხვედრა, თავის მხრივ, ეფუძნება ქვეყნის მყარ მაკროეკონომიკურ პარამეტრებსა და ადგილობრივი ობლიგაციების ბაზარზე წვდომის მზარდ სტანდარტებს. ახალ ინდექსში მონაწილეობა, ადასტურებს საქართველოს მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიით დასახული მიზნებისკენ მიღწეულ პროგრესს, როგორიცაა ბაზრის ზომის გეგმაზომიერი ზრდა და ძლიერი საორიენტაციო ნიშნულების ინსტრუმენტების (ბენჩმარკების) შექმნა, საქართველოს ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ინდექსებში მოსახვედრად.

მსხვილი ობლიგაციების მშენებლობის პოლიტიკის ნაწილია, 2026 წლის მაისში ადგილობრივ ბაზარზე, სინდიკაციის მეთოდით 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვებაც, სადაც განსაკუთრებით მაღალი აქტივობა დაფიქსირდა საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან, ადგილობრივი ინვესტორების პარალელურად.

საერთაშორისო ფონდები, რომლებიც ინდექსებში ინვესტირებენ, დამატებით გაზრდიან ინტერესს ლარში დენომინირებულ სახელმწიფო ობლიგაციებზე. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის გაღრმავება თავის მხრივ ხელს უწყობს ფინანსური სისტემის განვითარებას და კერძო სექტორისთვის კაპიტალის ბაზრის შესაძლებლობების დამატებით გაფართოებას

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა