ანაბრები საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში - ინტერვიუ ანი ქობალიასთან
ფინანსურ სიძლიერესა და უსაფრთხოებაზე ნებისმიერი ბიზნესმენი თუ მეწარმე ყოველდღიურად ფიქრობს. მისი მიღწევის ერთ-ერთი გზა კი ბიზნეს ანაბარია, რომელიც კომპანიებს დამატებით რესურსებზე წვდომასა და უწყვეტი განვითარების შესაძლებლობას აძლევს.
საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში ხელმისაწვდომია ანაბრების მოდული და იგი ოთხი ტიპის ანაბარს აერთიანებს. ამ სტატიაში საქართველოს ბანკის ციფრული პროდუქტების ოუნერი, ანი ქობალია გვიამბობს, რატომ უნდა ისარგებლონ კომპანიებმა საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში ანაბრების მოდულით.
რომელ პროდუქტებს აერთიანებს ბიზნეს მობილბანკის ანაბრების მოდული?
საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, გახსნან ოთხი ტიპის ბიზნეს ანაბარი – ვადიანი, მოთხოვნამდე, მოთხოვნამდე + და შეგროვებადი. თითოეულ მათგანს სხვადასხვა უპირატესობა აქვს. მაგალითად, ვადიან ანაბარს მაღალი საპროცენტო სარგებელი გამოარჩევს; მოთხოვნამდე ანაბრის სარგებელი წლის ბოლოს, ყოველდღიურ ნაშთზე ირიცხება და მისი გატანა ნებისმიერ დროს შეიძლება; მოთხოვნამდე + ანაბარს გამოარჩევს ის პირობა, რომ სარგებელი ყოველთვიურად ან წლის ბოლოს ირიცხება; შეგროვებადი ანაბრით კი მომხმარებლებს სარგებლის გატანის შესაძლებლობა როგორც ვადის ბოლოს, ისე ყოველთვიურად აქვთ.
რამდენად მარტივია ის გზა, რომელიც ბიზნეს მომხმარებელმა ციფრულ არხებში ანაბრის აღებისთვის უნდა გაიაროს?
მომხმარებელს ბიზნეს მობილბანკში მარტივად შეუძლია შეადაროს სხვადასხვა ტიპის ანაბრის პირობები და შეარჩიოს მისთვის სასურველი. სულ რამდენიმე ველის შევსებით ხსნის ანაბარს და ციფრული ხელმოწერით ადასტურებს, რაც კიდევ უფრო ამარტივებს მის ხელმისაწვდომობას და ზრდის მომხმარებლების კმაყოფილებას. რაც მთავარია, ეს ფუნქციონალი ციფრულ არხში ნებისმიერ დროს, 24/7-ზეა ხელმისაწვდომი
რამდენად ეხმარება ბიზნესებს ანაბარი საქმიანობის განვითარებაში და რა უპირატესობა აქვს ანაბრის გახსნას და მართვას ციფრულ არხებში?
ალბათ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ დროის დაზოგვა ძალიან მნიშვნელოვანია და ვცდილობთ, მომსახურება დისტანციურად მივიღოთ. ჩვენი სტრატეგიის დიდი ნაწილიც სწორედ დიჯიტალიზაციას ეთმობა, შესაბამისად კომპანიებისთვის შეთავაზებულ პროდუქტებსა და სერვისებს ციფრულ არხშიც ხელმისაწვდომს ვხდით, ისევე, როგორც ეს ანაბრების შემთხვევაში გავაკეთეთ.
ამგვარად, მომხმარებელს შეუძლია, საკუთარ საჭიროებებზე მორგებული ანაბარი შეარჩიოს და თანხა კონკრეტული მიზნისთვის დააგროვოს. მაგალითად, თუ კომპანიას აქვს ფინანსური სახსრები, რომლის გამოყენებას უახლოს თვეებში არ გეგმავს, შეუძლია გახსნას ვადანი ანაბარი მინიმუმ 3 თვით და მიიღოს დარიცხული სარგებელი. ანაბრის გახსნის ხელმისაწვდომობა ციფრულ არხებში პროცესს უფრო კომფორტულს ხდის. დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ნებისმიერი ადგილიდან შესაძლებელია მისი გახსნა ბანკის ფილიალში მისვლის გარეშე, რაც ზოგავს მომხმარებლის დროს და მომსახურებას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის.
მოდულს ახლახან დაემატა შეგროვებადი ანაბარიც - მოგვიყევით მის შესახებ ვრცლად - რითია ის გამორჩეული?
შეგროვებადი ანაბარი ხელს უწყობს ბიზნეს მომხმარებელის დანაზოგის ზრდას. მომხმარებლებს ვაძლევთ საშუალებას, დააგროვოს თანხა კონკრეტული მიზნისთვის მინიმუმ 10 ერთეულიდან და თანხის დამატება შეზღუდული არ არის. კომპანიის ჩარიცხვები შესაძლებელია ბიზნესმა თანხის დასაგროვებლად მიმართოს, რაც შესაძლებელია გამოყენებული იყოს საბიუჯეტო ხარჯებისთვის, ბიზნესის განვითარებისთვის და სხვა.
როგორ დაიხვეწა დროთა განმავლობაში ანაბრების მოდული, რა ტექნოლოგიური ინსტრუმენტები დაემატა და როგორ ცდილობთ მის გამარტივებას მომხმარებლისთვის?
გარდა იმისა, რომ მომხმარებელს მარტივი UX-ით ვთავაზობთ ანაბრების გახსნას ციფრულ არხებში, მას, ასევე, შეუძლია მიზნობრიობის მზა შაბლონები შეარჩიოს (საბიუჯეტო ხარჯებისთვის, მსხვილი ტექნიკის შესაძენად, მომავალი ბიზნეს გეგმებისთვის) და დააფიქსიროს სამიზნე თანხა, შემდეგ კი დააკვირდეს პროგრესს, რამდენად ახლოს არის მიზანთან.
აღსანიშნავია ისიც, რომ როცა მომხმარებელი თვითონ ხსნის ანაბარს ბიზნეს მობილბანკში, მას შეუძლია, დეტალურად გაეცნოს კონკრეტული ანაბრის პირობებს ამ არხში და შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება.
ჩვენ მუდამ ვცდილობთ, დავამატოთ ახალი ფუნქციონალები მას შემდეგ, რაც უკუკავშირს მომხმარებლებისგან მივიღებთ. შესაბამისად, უახლოეს მომავალში ჩვენ ბიზნესებს კონკრეტულ ანაბარზე თანხის დამატების გამარტივებულ შესაძლებლობასაც შევთავაზებთ.
თუ გსურთ გახსნათ ანაბარი ბიზნეს მობილბანკით, ეწვიეთ ამ ბმულს. ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენით ბიზნეს ანგარიში მარტივად ონლაინ.
სხვა სიახლეები
Lion Finance Group-ის FTSE 100-ში შესვლა საქართველოსთვის დიდი გამარჯვებაა - არჩილ გაჩეჩილაძე
27.03.2026.22:00
ლონდონის საფონდო ბირჟის FTSE 100 ინდექსში Lion Finance Group-ის მოხვედრა არა მხოლოდ კომპანიის, არამედ საქართველოს ეკონომიკის 20-წლიანი განვითარების საერთაშორისო აღიარებაა - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში Lion Finance Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული წარმატება ქვეყნის მიმართ ინვესტორების ინტერესს მნიშვნელოვნად ზრდის და ქართულ კომპანიებს გლობალურ კაპიტალზე წვდომის ახალ შესაძლებლობებს უხსნის.
„მართლაც სასიხარულო ამბავი არის. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ეს არის იმ გუნდის გამარჯვება, რომელიც მიუძღვის დღეს საქართველოს ბანკს და Lion Finance Group-ს უკვე არაერთი წელია და ეს არის მთელი გუნდის დამსახურება, რომ მოვედით აქამდე. დღევანდელი დღე, ის რომ ინდექსში შევედით, ეს არის ინვესტორების მიერ ამ გრძელი გზის, გავლილი გზის აღიარება. თუმცა ეს რაღაცა ერთ დღეში არ მომხდარა, ეს რეალურად არის იმ 20 წლიანი გზის ასახვა წარმატებაში და ინვესტორების მიერ აღიარება, რომელიც ჩვენ გავიარეთ.
საქართველოსთვის ეს მართლაც დიდი გამარჯვებაა, ვინაიდან ძალიან ბევრი ინვესტორი ბოლომდე არ იცნობს საქართველოს და არც იხარჯება იმისთვის, რომ გაიცნოს, ვინაიდან ეკონომიკის ზომა იმდენად დიდი არ არის და სულ რამოდენიმე კომპანიაა წარმოდგენილი საჯარო ბაზრებზე. ასე რომ, ინვესტორი, რომელსაც აინტერესებს აქციების ყიდვა, მხოლოდ სამი კომპანია არის ამ რეგიონიდან წარმოდგენილი და შესაბამისად შეიძლება არ უღირდეს საკმაოდ ღრმა ანალიზის გაკეთება. ანდა უნდა ვთქვათ, რომ არ უღირდა აქამდე და FTSE 100-ში როგორც კი შევდივართ, ის ფაქტიურად აუცილებლად დაიხარჯება იმისთვის, რომ საქართველო შეისწავლოს, უკვე სომხეთი შეისწავლოს და ეს ჩათვალეთ, რომ არის გაკვალული გზა ყველასთვის, ვისაც უნდა, რომ საჯარო განთავსებით აქციების მოიპოვოს ან მოიზიდოს კაპიტალი საკუთარი ბიზნესისთვის. აქ ვგულისხმობ იმას, რომ არ არის აუცილებელი FTSE 100-ში იყოს კომპანია, ნებისმიერი საჯარო აქციების შეთავაზება ლონდონის ბირჟაზე – ეს უკვე ნიშნავს, რომ აქამდე თუ 20-30 ინვესტორს ვესაუბრებოდით იქ რომ ჩასულიყო ვთქვათ რომელიმე ქართული კომპანია, რომელსაც განთავსება უნდა აქციების, ხვალ ჩავა და უკვე 100 სხვადასხვა ფონდიდან იქნება ინტერესი ამასთან დაკავშირებით, რომ გაესაუბრონ მას, ვინაიდან მათ უკვე ეცოდინებათ საქართველოს ეკონომიკა, მათ უკვე ეცოდინებათ Lion Finance Group-ი და შესაბამისად უკვე იმ კონკრეტულ კომპანიაზე შესწავლა მათთვის უკვე ღირებული იქნება. ასე რომ, ეს ჩათვალეთ, რომ გზამკვლევი არის ყველა იმ კომპანიისთვის, ვისაც ხვალ და ზეგ მოუნდება კაპიტალის მოზიდვა საჯარო ბაზრებიდან“, - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბანკი, როგორც Lion Finance Group-ში შემავალი ფინანსური ინსტიტუტი, FTSE 100-ში შევიდა და გახდა პირველი კომპანია საქართველოდან, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟის 100 წამყვან კომპანიას შორის დაიკავა ადგილი.