მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7204.9
-0.0174
flag
AZN 1.6019
-0.0019
flag
CNY 39.521
-0.0012
flag
EUR 3.1471
0.0188
flag
GBP 3.6424
0.0228
flag
KZT 56.63
-0.0005
flag
TRY 0.0615
0
flag
USD 2.7231
-0.0033

„ამერიაბანკის“ შეძენის ტრანზაქციამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა FTSE 100-ში შესვლაში - არჩილ გაჩეჩილაძე

news image

ლონდონის საფონდო ბირჟის FTSE 100 ინდექსში მოხვედრა Lion Financial Group-ისთვის მრავალწლიანი სწავლისა და განვითარების შედეგია, რომელიც არაერთ გამოწვევასა და შეცდომაზე გადის.  ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში Lion Finance Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ განაცხადა. მისი თქმით, გადამწყვეტი როლი ამ წარმატებაში სომხეთში გაფართოებამ და „ამერიაბანკის“ შეძენამ ითამაშა, რამაც კომპანიას ინდექსში უფრო სწრაფად მოხვედრის შესაძლებლობა მისცა.

„რამოდენიმე მომენტი იყო განმსაზღვრელი ჩვენი წარმატების ამ გზაზე და ერთ-ერთი, რომელსაც გამოვყოფდი, ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, რომ ძალიან დიდი რესურსი ჩაგვედო ციფრულ შეთავაზებებში და ასევე ბრენდის სიძლიერეში და ეს სადღაც 7 წლის წინ განვაცხადეთ, რომ ჩვენ ამას ვაპირებდით. ეს დიდი გადაწყვეტილება იყო ერთის მხრივ და მეორეს მხრივ არც ისე მარტივი გასაკეთებელი, ვინაიდან თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ფილიალში რომ ადამიანი შემოდის და მას შეიძლება რაღაც შესთავაზო პროდუქტი, ამას ერთის მხრივ აკეთებთ, ამის გაციფრულება არ არის უბრალოდ პროცესების კოპირება. მთლიანად უნდა გადაიაზრო თავიდან როგორ და რანაირად ხდება და ამის გაკეთება რამოდენიმეჯერ მოგვიწია, შეცდომებიც ბევრი დავუშვით და მერე ეს გამოვასწორეთ, ვისწავლეთ და ეს მუდმივი პროცესია. ასე რომ, ამის გაკეთება როგორც გუნდი ერთად, გუნდისთვის მთლიანად ამის კეთება არ არის მარტივი, ვინაიდან აქ სისწრაფე არის, უცებ სწავლა, რომ რა მოსწონს და რა არ მოსწონს ჩვენ მომხმარებლებს. ეს არის მთელი პროცესი, ვიტყოდი, რომ ერთ-ერთი დიდი გამოწვევა იყო.

მეორე საფეხური ასევე უმნიშვნელოვანესი ამ მიზნის მისაღწევად იყო ჩვენი გაფართოება სომხეთში. ეს იყო ერთის მხრივ საკმაოდ რისკიანი ნაბიჯი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა და დრომ გვაჩვენა, ეს იყო ძალიან წარმატებული ნაბიჯი. როგორც მოგეხსენებათ, 2024 წლის მარტში ჩვენ, ანუ ორი წლის წინ, შევიძინეთ „ამერიაბანკი“, რომელიც არის წამყვანი ბანკი სომხეთში, ნომერ პირველი ბანკია არა მარტო ციფრებით, არამედ ბრენდის სიძლიერით და ხარისხით. და ეს ტრანზაქცია ძალიან დაგვეხმარა იმაში, რომ FTSE 100-ში შევსულიყავით და შევსულიყავით უფრო მალე, ვიდრე ეს სხვა შემთხვევაში მოხდებოდა“- განაცხადა გაჩეჩილაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბანკი, როგორც Lion Finance Group-ში შემავალი ფინანსური ინსტიტუტი, FTSE 100-ში შევიდა და გახდა პირველი კომპანია საქართველოდან, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟის 100 წამყვან კომპანიას შორის დაიკავა ადგილი.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image Lion Financial Group-ის FTSE 100-ში შესვლა საქართველოსთვის დიდი გამარჯვებაა - არჩილ გაჩეჩილაძე

23.03.2026.11:00

ლონდონის საფონდო ბირჟის FTSE 100 ინდექსში Lion Financial Group-ის მოხვედრა არა მხოლოდ კომპანიის, არამედ საქართველოს ეკონომიკის 20-წლიანი განვითარების საერთაშორისო აღიარებაა - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში Lion Finance Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული წარმატება ქვეყნის მიმართ ინვესტორების ინტერესს მნიშვნელოვნად ზრდის და ქართულ კომპანიებს გლობალურ კაპიტალზე წვდომის ახალ შესაძლებლობებს უხსნის.

„მართლაც სასიხარულო ამბავი არის. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ეს არის იმ გუნდის გამარჯვება, რომელიც მიუძღვის დღეს საქართველოს ბანკს და Lion Financial Group-ს უკვე არაერთი წელია და ეს არის მთელი გუნდის დამსახურება, რომ მოვედით აქამდე. დღევანდელი დღე, ის რომ ინდექსში შევედით, ეს არის ინვესტორების მიერ ამ გრძელი გზის, გავლილი გზის აღიარება. თუმცა ეს რაღაცა ერთ დღეში არ მომხდარა, ეს რეალურად არის იმ 20 წლიანი გზის ასახვა წარმატებაში და ინვესტორების მიერ აღიარება, რომელიც ჩვენ გავიარეთ.

საქართველოსთვის ეს მართლაც დიდი გამარჯვებაა, ვინაიდან ძალიან ბევრი ინვესტორი ბოლომდე არ იცნობს საქართველოს და არც იხარჯება იმისთვის, რომ გაიცნოს, ვინაიდან ეკონომიკის ზომა იმდენად დიდი არ არის და სულ რამოდენიმე კომპანიაა წარმოდგენილი საჯარო ბაზრებზე. ასე რომ, ინვესტორი, რომელსაც აინტერესებს აქციების ყიდვა, მხოლოდ სამი კომპანია არის ამ რეგიონიდან წარმოდგენილი და შესაბამისად შეიძლება არ უღირდეს საკმაოდ ღრმა ანალიზის გაკეთება. ანდა უნდა ვთქვათ, რომ არ უღირდა აქამდე და FTSE 100-ში როგორც კი შევდივართ, ის ფაქტიურად აუცილებლად დაიხარჯება იმისთვის, რომ საქართველო შეისწავლოს, უკვე სომხეთი შეისწავლოს და ეს ჩათვალეთ, რომ არის გაკვალული გზა ყველასთვის, ვისაც უნდა, რომ საჯარო განთავსებით აქციების მოიპოვოს ან მოიზიდოს კაპიტალი საკუთარი ბიზნესისთვის. აქ ვგულისხმობ იმას, რომ არ არის აუცილებელი FTSE 100-ში იყოს კომპანია, ნებისმიერი საჯარო აქციების შეთავაზება ლონდონის ბირჟაზე – ეს უკვე ნიშნავს, რომ აქამდე თუ 20-30 ინვესტორს ვესაუბრებოდით იქ რომ ჩასულიყო ვთქვათ რომელიმე ქართული კომპანია, რომელსაც განთავსება უნდა აქციების, ხვალ ჩავა და უკვე 100 სხვადასხვა ფონდიდან იქნება ინტერესი ამასთან დაკავშირებით, რომ გაესაუბრონ მას, ვინაიდან მათ უკვე ეცოდინებათ საქართველოს ეკონომიკა, მათ უკვე ეცოდინებათ Lion Financial Group-ი და შესაბამისად უკვე იმ კონკრეტულ კომპანიაზე შესწავლა მათთვის უკვე ღირებული იქნება. ასე რომ, ეს ჩათვალეთ, რომ გზამკვლევი არის ყველა იმ კომპანიისთვის, ვისაც ხვალ და ზეგ მოუნდება კაპიტალის მოზიდვა საჯარო ბაზრებიდან“, - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბანკი, როგორც Lion Finance Group-ში შემავალი ფინანსური ინსტიტუტი, FTSE 100-ში შევიდა და გახდა პირველი კომპანია საქართველოდან, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟის 100 წამყვან კომპანიას შორის დაიკავა ადგილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა