აგვისტოში სახაზინო ფასიანი ქაღალდების ჯამურმა გამოშვებამ 233.1 მლნ ლარი, საშუალო შეწონილმა განაკვეთმა 9.141% შეადგინა
2025 წლის აგვისტოში ჩატარდა 6 გამოშვებისა და 1 გაცვლის აუქციონი. სახაზინო ფასიანი ქაღალდების ჯამურმა გამოშვების მოცულობამ შეადგინა 233.1 მლნ ლარი, საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 9.141% შეადგინა.
ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში გამოშვებულ იქნა 6 და 12 თვის ვადიანობისა და 4, 6, 9 და 11 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები. დაიფარა 110 მლნ ლარის მოცულობის სახაზინო ვალდებულებები.
2025 წლის 31 აგვისტოსათვის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პორტფელის 41.6% ფორმირებულია იმ ფასიანი ქაღალდებით, რომელთა დაფარვის ვადა დგება მომავალი 1-3 წლის განმავლობაში. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პორტფელში ასევე დიდი წილი უკავია 3-5 წლის ვადიანობის მქონე ობლიგაციებს (დაახლოებით 25%).
მოთხოვნის კოეფიციენტი გასული თვის მაჩვენებელთან (ივლისი 2.11) შედარებით უმნიშვნელოდ შემცირდა და 2.1 შეადგინა.
აგვისტოში სახაზინო ფასიანი ქაღალდების დარჩენილი საშუალო შეწონილი ვადიანობა უცვლელია და 3.73 წელზეა შენარჩუნებული.
სხვა სიახლეები
05.09.2025.19:00