მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7256.1
0.0036
flag
AZN 1.5836
-0.0002
flag
CNY 39.391
0.0007
flag
EUR 3.1499
0.0018
flag
GBP 3.6358
0.0044
flag
KZT 58.14
-0.006
flag
TRY 0.0597
-0.0001
flag
USD 2.692
-0.0005

500 Global-მა, საქართველოს ბანკმა და GITA-მ 500 Georgia-ს მეხუთე ნაკადის Demo Day-ს უმასპინძლეს

news image

12 კვირიანი ინტენსიური აქსელერაციის პროგრამის დასრულების შემდეგ, 500 Georgia-ს მონაწილე სტარტაპებს ჰქონდათ შესაძლებლობა, Demo Day-ს ფარგლებში საკუთარი კომპანიები უფრო ფართო აუდიტორიისთვის გაეცნოთ. წელს, 500 Georgia-ს მეხუთე ნაკადის Demo Day 14 დეკემბერს თბილისში, რუსთაველის თეატრში გაიმართა.

500 Global-მა, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად, 14 დეკემბერს 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამის მეხუთე ნაკადის შემაჯამებელ ღონისძიებას - Demo Day-ს უმასპინძლა. 5 ქვეყნის 10 სტარტაპს ჰქონდა შესაძლებლობა, საკუთარი კომპანიები ფართო აუდიტორიისთვის გაეცნოთ, მათ შორის ადგილობრივი და საერთაშორისო სტეიკჰოლდერებისთვის, ვენჩურული კაპიტალის მქონე საზოგადოების, ბიზნეს და მედია წარმომადგენლებისთვის. Demo Day შესაძლებლობას აძლევს სტარტაპებს, დაამყარონ ღირებული კავშირები, რაც მათ ლოკალურ და გლობალურ ბაზარზე მასშტაბირებაში დაეხმარება.

ამასთან, Demo Day-ს ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ლორენს ჩუ, Global Tech M&A at Goodwin-ის თანათავმჯდომარე, ერთან ქანი, Multiple Capital-ის მმართველი პარტნიორი, კორტნი პოველი, 500 Global-ის მმართველი ოპერაციული მენეჯერი (COO) და ფარუქ ალიევი, Pasha Holding-ის ინოვაციების მიმართულების დირექტორი. პანელის მოდერატორი იყო მაიკ ბუჩერი, TechCrunch-ის რედაქტორი.

500 Georgia-ს მეექვსე ნაკადისთვის სტარტაპების  შერჩევა უკვე დაიწყო. მონაწილეობის მისაღებად განაცხადის შევსება შესაძლებელია ვებგვერდზე.

500 Georgia-ს მეხუთე ნაკადის მონაწილე სტარტაპები არიან:

  • Awork - საქართველო: Awork-ი არის შესაძლებლობა ერთი მხრივ, სამუშაოს მაძიებლებისთვის, აღმოაჩინონ მათთვის იდეალური შეთავაზება ერთი „სვაიფით“, მეორე მხრივ კი მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, გაზარდონ გამოცხადებული ვაკანსიების შესახებ ცნობადობა;
  • Beep - აზერბაიჯანი: გაზარდე პროდუქტიულობა Beep-თან ერთად, გააზიარე სურათები და უკუკავშირი თითის ერთი დაჭერით;
  • GoDays - ყაზახეთი: იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, რათა უზრუნველყოს თანამშრომლების „გადაწვის“ პრევენცია და მოახდინოს სამუშაო პროცესის ოპტიმიზაცია, რათა მისცეს მათ შესაძლებლობა, მაქსიმალურად გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი;
  • HopShop - სომხეთი: HopShop ახდენს მოდისგან მიღებული ინსპირაციის მონეტიზაციას, რისთვისაც ქმნის ონლაინ მაღაზიებს ინსტაგრამ ინფლუენსერებისთვის და აძლევს მათ შესაძლებლობას, გააფორმონ პარტნიორობები როგორც სელერებთან, ასევე ბრენდებთან;
  • My AI - ავსტრია: გამოიმუშავე და გამოიყენე ლოიალობის ქულები სხვადასხვა ბრენდებში, დაცული ბლოკჩეინ პლატფორმის მეშვეობით;
  • OHMYSYNT - სომხეთი: ბრენდებისთვის შექმნილი, პერსონალიზებული AI კონტენტი;
  • Perkskit - აზერბაიჯანი: SAAS პლატფორმა, შექმნილი დასაქმებულთა ბენეფიტების მენეჯმენტისთვის;
  • Porte - ყაზახეთი: ციფრული „კონსიერჟი“ სასტუმროებისთვის;
  • STORI - საქართველო: ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით მარკეტინგული კონტენტის ავტომატიზაციისთვის შექმნილი ხელსაწყო;
  • UniSub - საქართველო: გადახდების პლატფორმა, რომელიც ყოველთვიური წევრობის გადასახადს კრიპტო ვალუტაში იღებს.

ჩატარებული 5 ნაკადის ფარგლებში, 60-ზე მეტ სტარტაპს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო მონაწილეობა ინტენსიური აქსელერაციის პროგრამაში, მათ შორის იყვნენ სტარტაპები უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან, ლიეტუვადან და სხვა.

2022 წელს, საქართველოს ბანკს, 500 Global-სა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის ოთხწლიანი პარტნიორობა გაფორმდა. თანამშრომლობის ფარგლებში, 500 Georgia სტარტაპებს თბილისში წელიწადში ორჯერ გადაამზადებს.

500 Global-ის შესახებ:

500 Global არის გლობალური ვენჩურული საინვესტიციო კომპანია, რომელიც, 2023 წლის 30 ივნისის მონაცემებით, 2.4 მილიარდიან აქტივებს მართავს. იგი ინვესტიციას ახორციელებს სტარტაპებში, რომლებიც ქმნიან სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს. 500 Global მჭიდროდ თანამშრომლობს ეკოსისტემის მთავარ მონაწილეებთან და კონსულტაციას უწევს მთავრობებს, შექმნან ისეთი სამეწარმეო ეკოსისტემა, რომელშიც სტარტაპებს ექნებათ სწრაფი განვითარების შესაძლებლობა. დღემდე 500 Global-მა მხარი დაუჭირა 5000-ზე მეტ დამფუძნებელს და 2800-ზე მეტ კომპანიას, 80+ ქვეყნიდან. მისი პორტფოლიო მოიცავს 35-ზე მეტ კომპანიას, რომელთა ღირებულება 1 მილიარდ დოლარზე მეტია და 160+ კომპანიას, რომელთა ღირებულება 100 მილიონ დოლარს აღემატება (მათ შორის არის კერძო, საჯარო და “exited” კომპანიები). 500 Global-ის გუნდი 190+ წევრს აერთიანებს 25 ქვეყნიდან, რომლებსაც წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება აქვთ.

news banner news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image აშშ-ს საფონდო ბაზრებზე ზედიზედ მესამე კვირაა პოზიტიური შედეგებია, თუმცა ბაზარი კვლავ მგრძნობიარეა გეოპოლიტიკური ფაქტორების მიმართ და მოკლევადიან პერიოდში მოსალოდნელია რყევები - Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის ანალიტიკოსი

27.04.2026.16:27

Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის ანალიტიკოსის, მარიამ ნატროშვილის შეფასებით, გასულ კვირაში ამერიკის საფონდო ბირჟებმა ძლიერი ზრდა აჩვენეს. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას მარიამ ნატროშვილმა აღნიშნა, ზრდის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გეოპოლიტიკური გარემოს გაუმჯობესება იყო, მათ შორის აშშ-სა და ირანს შორის საომარი მოქმედებების დროებითი შეჩერების შეთანხმება.

„ამერიკის საფონდო ბირჟებს საკმაოდ კარგი კვირა ჰქონდათ. დაწინაურდნენ წამყვანი ინდექსები, განსაკუთრებით კი „ნასდაქი“ და ასევე “S&P 500-ის“ ინდექსები, რომლებმაც ზედიზედ მესამე კვირა გვაჩვენეს პოზიტიური შედეგებით. მოგეხსენებათ, ამის გამომწვევი უპირატესად იყო გეოპოლიტიკური ფაქტორი, რაც იყო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის საომარი მოქმედებების დროებითი შეჩერების შეთანხმება“, - აცხადებს Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის ანალიტიკოსი.

„ასევე მნიშვნელოვანი იყო საფონდო ბაზრებისთვის ის, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება ჰორმუზის სრუტის გახსნასთან დაკავშირებით, რაც მომენტალურად აისახა ბაზრებზე. და მიუხედავად იმისა, რომ ეს შეთანხმება პოზიტიური სიახლეა და სასიხარულო ამბავია, უნდა ითქვას ისიც, რომ ბაზარი მაინც არასტაბილურია და გარკვეული დროის განმავლობაში მოსალოდნელია ბაზრის მოკლევადიანი, რყევები”- აღნიშნა მარიამ ნატროშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა