5 უნარი, რომელიც საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადაზე გამოგადგება
18 მარტის ჩათვლით დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადაზე, შეასრულე თეორიული და პრაქტიკული ამოცანები, აღმოაჩინე ახალი უნარები საკუთარ თავში და გაიმარჯვე.
ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შესაქმნელად, საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან ერთად, მეორე წელია STEM ოლიმპიადას ახორციელებს.
პროექტში მონაწილეობა ნებისმიერი სკოლის გუნდს შეუძლია (ფიზიკა-მათემატიკური სკოლების გარდა), რომელიც VII-XI კლასის 5 მოსწავლისგან იქნება დაკომპლექტებული.
ოლიმპიადა ორ ტურად იმართება - პირველ ეტაპზე მოსწავლეები დავალებებს ინდივიდუალურად ასრულებენ ფიზიკის, მათემატიკის და ინფორმატიკის მიმართულებით, მეორე ტურში გადასული გუნდები კი თეორიულ ცოდნას პრაქტიკული ამოცანების გადასაწყვეტად იყენებენ.
გასულ წელს გამართულ STEM ოლიმპიადაში მონაწილეობა 200-მდე სკოლის გუნდმა მიიღო. ფინალურ ტურში კი საუკეთესო ათეული გამოვლინდა. ახალგაზრდებმა პრაქტიკულ ტურში ინჟინრული დავალებები შეასრულეს და ჭკვიანი სახლის პროექტები შექმნეს.
შედეგად გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა, მისი წევრები კი თანატოლებს იმ უნარებს უზიარებენ, რომლებიც მათ STEM ოლიმპიადაზე გამოადგებათ:
გუნდური მუშაობა
იმისათვის, რომ შეძლო წარმატებით გაართვა თავი პრაქტიკულ დავალებას, გუნდური მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია - ფინალურ ტურში ექვსი ადამიანი ერთი ამოცანის გადაჭრაზე მუშაობს, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს პროცესი კოორდინირებულად უნდა წარიმართოს.
პრობლემის გააზრების შემდეგ გამარჯვებულები თანატოლებს ურჩევენ, შეადგინონ სამუშაო გეგმა და დავალებები წევრების ძლიერი მხარეების მიხედვით გადაანაწილონ. რაც მათ დროის დაზოგვასა და ამოცანის ეფექტურად ამოხსნაში დაეხმარებათ.
კრეატიული აზროვნება
დავალებებისთვის თავის გართმევის პროცესში თეორიულ ცოდნასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია კრეატიული აზროვნებაც, რადგან ხშირად რთული და კომპლექსური ამოცანის გადასაჭრელად მარტივი, კრეატიული ხერხები არის საჭირო.
შესაბამისად, მონაწილეებს ურჩევენ არ შეიზღუდონ, იფიქრონ მასშტაბურად და საკუთარი იდეები აუცილებლად გაუზიარონ საკუთარი გუნდის წევრებს.
კრიტიკული აზროვნება
კრეატიულ აზროვნებასთან ერთად საჭიროა, მოსწავლეებმა ამოცანა და გენერირებული იდეები კრიტიკულად შეაფასონ, რათა შეძლონ ხარვეზების აღმოჩენა და მათი გამოსწორება.
მოვლენის გააზრება
დავალების სწორად შესასრულებლად ამოცანის პირობის სრულად წაკითხვა და მისი გააზრება ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ გამარჯვებულები მონაწილეებს ურჩევენ, არ იჩქარონ, რადგან არასწორად გააზრებულ პირობას შეიძლება ცუდად შესრულებული დავალება მოჰყვეს.
ბუნების ერთიანი სურათის აღქმა
როგორც გამარჯვებულები აღნიშნავენ, გარდა ცალკეულ საგნებში ფაქტებისა და თეორიის სწავლისა, აუცილებელია, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს შორის არსებული ურთიერთკავშირის დაჭერა, რაც მონაწილეებს სამყაროს მრავალმხრივი ბუნების აღქმაში და ოლიმპიადის ფარგლებში მოცემულ პრობლემებთან ეფექტურად გამკლავებაში დაეხმარება.
ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.
საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
07.05.2025.17:56
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1219 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7467 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7467 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7473 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1219 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 3.1105 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0114 ლარი შეადგინა.