26-27 ოქტომბერს საქართველო „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“ უმასპინძლებს
26-27 ოქტომბერს საქართველო „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“ უმასპინძლებს. მასშტაბური ფორუმი, რომელიც 2015 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დააფუძნა, წელს მეოთხედ იმართება | Tbilisi Silk Road Forum თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი
ფორუმის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: https://www.tbilisisrf.gov.ge/
სხვა სიახლეები
აშშ-ს საფონდო ბაზრებზე ზედიზედ მესამე კვირაა პოზიტიური შედეგებია, თუმცა ბაზარი კვლავ მგრძნობიარეა გეოპოლიტიკური ფაქტორების მიმართ და მოკლევადიან პერიოდში მოსალოდნელია რყევები - Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის ანალიტიკოსი
27.04.2026.16:27
Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის ანალიტიკოსის, მარიამ ნატროშვილის შეფასებით, გასულ კვირაში ამერიკის საფონდო ბირჟებმა ძლიერი ზრდა აჩვენეს. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას მარიამ ნატროშვილმა აღნიშნა, ზრდის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გეოპოლიტიკური გარემოს გაუმჯობესება იყო, მათ შორის აშშ-სა და ირანს შორის საომარი მოქმედებების დროებითი შეჩერების შეთანხმება.
„ამერიკის საფონდო ბირჟებს საკმაოდ კარგი კვირა ჰქონდათ. დაწინაურდნენ წამყვანი ინდექსები, განსაკუთრებით კი „ნასდაქი“ და ასევე “S&P 500-ის“ ინდექსები, რომლებმაც ზედიზედ მესამე კვირა გვაჩვენეს პოზიტიური შედეგებით. მოგეხსენებათ, ამის გამომწვევი უპირატესად იყო გეოპოლიტიკური ფაქტორი, რაც იყო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის საომარი მოქმედებების დროებითი შეჩერების შეთანხმება“, - აცხადებს Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის ანალიტიკოსი.
„ასევე მნიშვნელოვანი იყო საფონდო ბაზრებისთვის ის, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება ჰორმუზის სრუტის გახსნასთან დაკავშირებით, რაც მომენტალურად აისახა ბაზრებზე. და მიუხედავად იმისა, რომ ეს შეთანხმება პოზიტიური სიახლეა და სასიხარულო ამბავია, უნდა ითქვას ისიც, რომ ბაზარი მაინც არასტაბილურია და გარკვეული დროის განმავლობაში მოსალოდნელია ბაზრის მოკლევადიანი, რყევები”- აღნიშნა მარიამ ნატროშვილმა.