Cashback-ის და Visa-ს სააღდგომო აქცია ლიბერთის მომხმარებლებისთვის
სააღდგომოდ, ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback და Visa, მომხმარებლებს გაზრდილ ქეშბექს სთავაზობს. აქციის ფარგლებში, 13-დან 18 აპრილის ჩათვლით, ლიბერთის Visa ბარათების მფლობელებს საშუალება ექნებათ გადახდილი თანხის 60%-მდე მომენტალურად დაიბრუნონ.
მათ ვინც ჯერ არ არის ლიბერთის მომხმარებელი, ერთი ხელის მოსმით შეუძლია დარეგისტრირდეს ონლაინ: https://bit.ly/3wF6LjG
აქციაში მონაწილე მეგობარი ობიექტებია:
13–14 აპრილი - ძველი სუფრა - 60% ქეშბექი - დასაბრუნებელი ლიმიტი 200 ლარი.
13-14 აპრილი - კერამიკ სტუდიო 1300 - 50% ქეშბექი - დასაბრუნებელი ლიმიტი 150 ლარი.
14-16 აპრილი - პიკანტი - 30% ქეშბექი - დასაბრუნებელი ლიმიტი 100 ლარი.
16 აპრილი - ნიკორა - 25% ქეშბექი - დასაბრუნებელი ლიმიტი 50 ლარი (აქცია არ ვრცელდება სოციალურ ბარათებზე, თუმცა სოციალური ბარათის მომხმარებლებს შეუძლიათ აიღონ ლიბერთის ნებისმიერი სხვა ციფრული ბარათი, ლიბერთის მობაილ ბანკში).
17 აპრილი - ბადაგი - 50% ქეშბექი - დასაბრუნებელი ლიმიტი 100 ლარი (აქცია ვრცელდება Visa სოციალური ბარათის მომხმარებლებზეც).
18 აპრილი - სოკარი - 30% ქეშბექი - დასაბრუნებელი ლიმიტი 50 ლარი - სტუდიო ლიბერთის მომხმარებლებისთვის, ლიმიტი 100 ლარი. (თვითმომსახურების სადგურების, წნორის, რუსთავის გზატკეცილზე არსებული სადგურის და სოფელ ქვემო ბოლნისში არსებული სადგურის გარდა).
აქციაში მონაწილეობის პირობები მარტივია:
გადახდილი თანხის ნაწილი მომენტალურად დაგიბრუნდება ანგარიშზე!
*წესები დეტალურად: შეთავაზების გასააქტიურებლად, გადმოწერეთ CashBack ის აპლიკაცია: iOS | Android ან ეწვიეთ ვებ გვერდს: cashback.ge
თუ უკვე ხართ ლიბერთის ინტერნეტ/მობაილ ბანკის მომხმარებელი, CashBack-ის აპლიკაციაში ავტორიზაციას იგივე მონაცემებით გაივლით. თუ ჯერ არ სარგებლობთ ლიბერთის ინტერნეტ/მობაილ ბანკით, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია.
ავტორიზაციის გავლის შემდეგ, CashBack-ის აპლიკაციაში აირჩიეთ სასურველი მეგობარი ობიექტი, დააჭირეთ ღილაკს "აქტივაცია" და ლიბერთის Visa ბარათით ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას, დაიბრუნეთ თანხა მომენტალურად.
ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack 500-ზე მეტ პარტნიორ კომპანიას აერთიანებს. CashBack ერთადერთი ლოიალობის პროგრამაა საქართველოში მობილური აპლიკაციით, რომელიც ყველა შეთავაზებას ერთ პლატფორმაზე აერთიანებს.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.