თიბისი Microsoft-ის საერთაშორისო AI აქსელერაციის მხარდამჭერია – სტარტაპებისთვის რეგისტრაცია დაიწყო
თიბისი უერთდება საერთაშორისო მასშტაბის ინოვაციურ ინიციატივას და Microsoft-ის პარტნიორი ხდება AI Fintech & Insurtech Accelerator პროგრამაში, რომელიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპისტექნოლოგიური ეკოსისტემისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
პროგრამაში, რომელიც Microsoft-ისა და NVIDIA-ს თანაორგანიზებით ტარდება, რეგისტრაცია ქართულ სტარტაპებსაც შეუძლიათ. აქსელერატორის მიზანია შეარჩიოს რეგიონის 15–20 საუკეთესო Fintech დაInsurtech სტარტაპი ან Scaleup-ი, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ქმნიან ინოვაციურგადაწყვეტილებებს ფინანსურ და დაზღვევის სექტორში.
მონაწილეებს თვენახევრის განმავლობაში ჩაუტარდებათ Microsoft-ისა და NVIDIA-ს ექსპერტების ონლაინ მენტორინგ სესიები; შემდეგ კი, ფინალურ დემო დღეზე წარადგენენ საკუთარ იდეებს წამყვანიტექნოლოგიური და საფინანსო ლიდერების წინაშე.
თიბისისთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის, რომელიც აქტიურად ავითარებს ხელოვნურინტელექტზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს, ასეთი ტიპის პარტნიორობები მნიშვნელოვანია. პროგრამისმიმდინარეობისას, თიბისის წამყვანი ექსპერტები გაუზიარებენ მონაწილეებს ბანკის ხედვას, სტრატეგიასა დარეალურ AI ქეისებს, რაც სტარტაპებს დაეხმარება საბაზრო მოთხოვნებზე მორგებული პროდუქტებისგანვითარებაში.
AI Accelerator-ზე, 13 აპრილის ჩათვლით, შესაძლებელია რეგისტრაცია იმ სტარტაპებისა დატექნოლოგიური კომპანიებისთვის, რომლებიც ოპერირებენ Fintech/Insurtech სფეროში და მათი პროდუქტი ბაზარზე უკვე ფუნქციონირებს.
აქსელერაციის ფარგლებში, მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ:
არ გაუშვა შანსი - გაიარე რეგისტრაცია 13 აპრილის ჩათვლით ბმულზე - https://shorturl.at/gTioL
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
07.05.2025.17:56
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1219 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7467 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7467 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7473 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1219 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 3.1105 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0114 ლარი შეადგინა.