2026 წლის პროგნოზით ველით, რომ ლარი ძირითადად სტაბილური დარჩება - Galt & Taggart
Galt & Taggart-ი ყოველთვიურ ეკონომიკურ მიმოხილვას აქვეყნებს. Galt & Taggart-ის გათვლებით, 2025 წლის განმავლობაში საშუალო გაცვლითი კურსი 2.74-ის ტოლი იქნება.
„ჩვენი 2026 წლის პროგნოზით ველით, რომ ლარი ძირითადად სტაბილური დარჩება 1 დოლარი 2.7 ლარის ფარგლებში იქნება“, - განმარტავენ Galt & Taggart-ში.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის ნოემბერში, ლარი აშშ დოლართან მიმართებით თვიურ ჭრილში 0.4%-ით გამყარდა. ასევე, 2025 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, გაცვლითი კურსის საშუალო მაჩვენებელი 1 აშშ დოლარი 2.75 ლარი იყო.
დღის ტოპ 10 სიახლე
მეტროსადგური „ვარკეთილი“ 16 მარტიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში, 06:00-დან 00:00 საათამდე მოემსახურება
სხვა სიახლეები
2026 წლის საინვესტიციო ფოკუსი: ლონდონის საფონდო ბირჟის წამყვანი კომპანიები
11.03.2026.10:00
FTSE 100 წარმოადგენს საფონდო ინდექსს, რომელიც აერთიანებს London Stock Exchange-ზე დალისტულ 100 წამყვან კომპანიას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი, როგორც Lion Finance Group-ში შემავალი ფინანსური ინსტიტუტი, FTSE 100-ში შევიდა და გახდა პირველი კომპანია საქართველოდან, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟის 100 წამყვან კომპანიას შორის დაიკავა ადგილი.
FTSE 100-ში საქართველოს ბანკი ისეთი გლობალური კომპანიების გვერდით არის, როგორებიცაა: HSBC, BP, Unilever, ROLLS-ROYCE, SHELL, BARCLAYS და სხვა.
საგულისხმოა, რომ Lion Finance Group-ი ინდექსში ოფიციალურად 2026 წლის 20 მარტს, საფონდო ბირჟის დახურვის შემდეგ გაწევრიანდება, ხოლო ცვლილება ძალაში 2026 წლის 23 მარტს შევა.
რა არის FTSE 100?
FTSE 100 ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საფონდო ინდექსია და ხშირად განიხილება როგორც ინდიკატორი / ბარომეტრი იმისა, თუ როგორ ვითარდება კაპიტალის ბაზარი. იგი ინვესტორებს აძლევს შესაძლებლობას, ერთიან ჭრილში დააკვირდნენ წამყვანი კომპანიების შედეგებს, შეაფასონ ბაზრის დინამიკა დროთა განმავლობაში და შეადარონ ბრიტანული ბაზარი სხვა საერთაშორისო საფონდო სივრცეებს. ამავდროულად, ინდექსი საშუალებას იძლევა შეფასდეს, როგორ გამოიყურება კონკრეტული კომპანიის აქციების შედეგი მის სექტორულ ან კონკურენტულ გარემოში. მთლიანობაში ინდექსები ბაზრის მდგომარეობის „სურათს“ იძლევა და მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია საინვესტიციო შედეგების შეფასებისთვის, რადგან ისინი ფუნქციონირებენ როგორც ბენჩმარკი, რომელსაც აქტიურად მართული საინვესტიციო ფონდები უწევენ კონკურენციას.
ინდექსში ძირითადად წარმოდგენილია ისეთი კომპანიები, როგორებიც არიან: AstraZeneca, HSBC, Shell, Unilever, Rolls-Royce, British American Tobacco, Rio Tinto, GSK, BP, Barclays, Burberry Group. FTSE 100-ის ყველა კომპანიის სია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე.