მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7093.9
-0.0326
flag
AZN 1.5966
-0.0058
flag
CNY 38.216
-0.0032
flag
EUR 3.161
-0.0028
flag
GBP 3.6232
-0.0048
flag
KZT 50.51
-0.0008
flag
TRY 0.0647
-0.0002
flag
USD 2.7152
-0.0089

2025 წლის იანვარ-სექტემბერში ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა 1.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა

news image

სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს საერთაშორისო რეზერვების შევსებას. სექტემბერში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 100.0 მილიონი დოლარით შეავსო და ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა სექტემბრის მდგომარეობით 5.4 მლრდ დოლარს აჭარბებს.

საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა. როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის.

ამასთან, 2025 წლის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:

  • იანვარ-თებერვალი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა არ განხორციელებულა
  • მარტი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 101.7 მილიონი აშშ დოლარი
  • აპრილი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 266.4 მილიონი აშშ დოლარი
  • მაისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 245.4 მილიონი აშშ დოლარი
  • ივნისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 266.0 მილიონი აშშ დოლარი
  • ივლისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 416.9 მილიონი აშშ დოლარი
  • აგვისტო - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა - 199.6 მილიონი აშშ დოლარი
  • სექტემბერი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა - 100.0 მილიონი აშშ დოლარი


საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 25 ნოემბერს გამოაქვეყნებს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა

27.10.2025.17:06

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1610 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7152 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7152 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს 2.7241 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0089 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1610 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1638 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0028 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა