მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7265
0.0505
flag
AZN 1.6129
0.011
flag
CNY 39.774
0.0287
flag
EUR 3.1833
0.0138
flag
GBP 3.658
0.0149
flag
KZT 55.7
0.0094
flag
TRY 0.0623
0.0003
flag
USD 2.7419
0.0185

2025 წლის ბოლოსათვის კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ ₾ 70.94 მილიარდი შეადგინა - სებ

news image

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2025 წლის დეკემბრის ბოლოსათვის 70.94 მილიარდი ლარი შეადგინა. რაც 1.97 მილიარდი ლარით (2.85%-ით) მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.71% -ით მეტი). სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 13.99% შეადგინა. ამავე
პერიოდში, წინა თვესთან შედარებით ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 729.31 მლნ ლარით (1.82%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 1.24 მლნ ლარით (4.29%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 3.95%-ით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2025 წლის დეკემბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 11.17 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.18%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 20.38 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 5.31%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 5.01 %-ით მეტი).

2025 წლის დეკემბრის განმავლობაში 1.87%-ით, ანუ 674.24 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და დეკემბრის ბოლოსათვის 36.64 მილიარდი ლარი შეადგინა.

2025 წლის დეკემბრის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 57.60% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0.584 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, შემცირდა 0.51 პროცენტული პუნქტით).

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ADB-ის პრეზიდენტს შეხვდა - რა განიხილეს

05.03.2026.17:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ მასატო კანდას, რომელიც ბანკის პრეზიდენტის რანგში პირველად ეწვია საქართველოს.

ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის მრავალწლიანი ურთიერთობები.

როგორც მხარეებმა აღნიშნეს, აზიის განვითარების ბანკი თანამშრომლობის პირველივე დღიდან, საქართველოსთვის უაღრესად ღირებული პარტნიორია, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, როგორც ინფრასტრუქტურის მშენებლობაში, ასევე სტრუქტურული რეფორმების განხორციელებაში. ამჟამად, ბანკის პორტფელი საქართველოში 5 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება.

მათ ყურადღება გაამახვილეს მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ADB-ის ჩართულობაზე, რაც შუა დერეფნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში საქართველოს შესაძლებლობებისა და პოზიციების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

ლაშა ხუციშვილმა ბანკის პრეზიდენტს გააცნო ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები, საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა, რომელიც მიმართულია ენერგეტიკული უსაფრთხოების, კონკურენტუნარიანობის განმტკიცების, რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაჩქარებისკენ. საუბარი შეეხო აზიის განვითარების ბანკის როლს კერძო სექტორის მხარდაჭერის პროცესში.

აღსანიშნავია, რომ აზიის განვითარების ბანკი პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია, რომელმაც საქართველოსთვის სუვერენული სესხის გამოყოფა ადგილობრივ ვალუტაში განახორციელა.

თავის მხრივ, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა ისაუბრა საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის პარტნიორობის მნიშვნელობაზე, როგორც ორმხრივი, ისე რეგიონული მიმართულებით. როგორც მან აღნიშნა, ბანკი გააგრძელებს აზიასა და ევროპას შორის რეგიონალურ კარიბჭედ საქართველოს წარმოჩენის მისწრაფების მხარდაჭერას. მისი თქმით, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობის ოფისის გაფართოების ფაქტი ბანკსა და საქართველოს შორის პარტნიორობასა და თანამშრომლობის დიდ მასშტაბზე მეტყველებს.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე და ცოტნე ყავლაშვილი, ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი ლეა გუტიერესი, ბანკის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი ლესლი ბეარმან ლაჰმი, ბანკის პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი კეიჩირო ინუი, უფროსი მრჩეველი ერიკ ალბერსი, კომუნიკაციების დეპარტამენტის მთავარი დირექტორი ბერნარდ ვუდსი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა