მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7038.1
-0.0003
flag
AZN 1.5836
-0.0003
flag
CNY 37.729
0.0003
flag
EUR 3.1492
0.0098
flag
GBP 3.631
0.007
flag
KZT 50.09
0.0021
flag
TRY 0.0653
-0.0001
flag
USD 2.693
-0.0006

2025 წლის აგვისტოს მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვებმა 5.2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა

news image

2025 წლის აგვისტოს მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 5 მლრდ აშშ დოლარიდან და 5.მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკი რეზერვების შევსებაზე ორიენტირებული რჩება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პერიოდშიც ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სებ-ი რეზერვების შევსებას განაგრძობს. ჯამურად 2025 წლის იანვარ-ივლისში წმინდა შესყიდვებმა დაახლოებით 1.3 მლრდ დოლარი შეადგინა. მარტში 101.7 მლნ-ის, აპრილში 266.4 მლნ-ის, მაისში 245.4 მლნ-ის, ივნისში 266 მლნ-ის, ხოლო ივლისში 416.9 მლნ-ის წმინდა შესყიდვა განხორიელდაწმინდა შესყიდვების აგვისტოს სტატისტიკა კი 25 სექტემბერს გამოქვეყნდება.

საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე - აგვისტოს მონაცემებით მიღწეული მაჩვენებელიც აღნიშნულის დასტურია.

2025 წლის აგვისტოს მდგომარეობით ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 15.1%-ს  (786.9 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს. ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან, 286.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს.

საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 7 ოქტომბერს გამოაქვეყნებს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image აგვისტოში სახაზინო ფასიანი ქაღალდების ჯამურმა გამოშვებამ 233.1 მლნ ლარი, საშუალო შეწონილმა განაკვეთმა 9.141% შეადგინა

05.09.2025.19:00

2025 წლის აგვისტოში ჩატარდა 6 გამოშვებისა და 1 გაცვლის აუქციონი. სახაზინო ფასიანი ქაღალდების ჯამურმა გამოშვების მოცულობამ შეადგინა 233.1 მლნ ლარი, საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 9.141% შეადგინა.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში გამოშვებულ იქნა 6 და 12 თვის ვადიანობისა და 4, 6, 9 და 11 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები. დაიფარა 110 მლნ ლარის მოცულობის სახაზინო ვალდებულებები.

2025 წლის 31 აგვისტოსათვის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პორტფელის 41.6% ფორმირებულია იმ ფასიანი ქაღალდებით, რომელთა დაფარვის ვადა დგება მომავალი 1-3 წლის განმავლობაში. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პორტფელში ასევე დიდი წილი უკავია 3-5 წლის ვადიანობის მქონე ობლიგაციებს (დაახლოებით 25%).

მოთხოვნის კოეფიციენტი გასული თვის მაჩვენებელთან (ივლისი 2.11) შედარებით უმნიშვნელოდ შემცირდა და 2.1 შეადგინა.

აგვისტოში სახაზინო ფასიანი ქაღალდების დარჩენილი საშუალო შეწონილი ვადიანობა უცვლელია და 3.73 წელზეა შენარჩუნებული.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა