მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7068.2
0.0045
flag
AZN 1.597
-0.0003
flag
CNY 37.878
-0.0013
flag
EUR 3.1737
-0.0016
flag
GBP 3.6619
-0.0153
flag
KZT 51.71
-0.0028
flag
TRY 0.0675
-0.0001
flag
USD 2.7149
-0.0011

Galt & Taggart-მა 2025 წლის ფულადი გზავნილების პროგნოზი გაზარდა

news image

Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2025 წელს ფულადი გზავნილები 3.4 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 6,2%-ითაა გაზრდილი. აღნიშნულის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ კვირის მიმოხილვაშია აღნიშნული.

„სებ-ის მიხედვით, 2025 წლის აპრილში ფულადი გზავნილები წლიურად 6.1%-ით გაიზარდა 295.5 მლნ აშშ დოლარამდე, წინა თვეში დაფიქსირებული წლიური 3.9%-იანი ზრდის შემდეგ. ძირითადი დონორი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების წლიური ზრდა დაფიქსირდა ევროკავშირიდან (+14.2%, მთლიანის 46.3%), აშშ-დან (+16.6%, მთლიანის 18.3%), ისრაელიდან (+11.4%, მთლიანის 7.5%), თურქეთიდან (+6.4%, მთლიანის 2.9%) და ყირგიზეთიდან (+40.3%, მთლიანის 2.6%). ამასთან, აპრილში ფულადი გზავნილები წლიურად შემცირდა რუსეთიდან (-18.9%, მთლიანის 13.5%) და ყაზახეთიდან (-41.6%, მთლიანის 2.4%). ჯამურად, 2025 წლის იანვარ-აპრილში ფულადი გზავნილები წლიურად 0.8%-ით შემცირდა და 1.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

ჩვენი პროგნოზით ფულადი გზავნილები 3.4 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს 2025 წელს, რაც გაზრდილია წინა ნაპროგნოზები 3.2 მლრდ აშშ დოლარიდან“, - აღნიშნავენ Galt & Taggart-ში.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა

14.07.2025.17:00

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7149 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 3.1737 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7149 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7160  ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1737 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1753 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0016 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა