მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7113.1
0.0048
flag
AZN 1.5847
-0.0003
flag
CNY 38.684
0.0039
flag
EUR 3.1607
0.011
flag
GBP 3.6448
0.0222
flag
KZT 53.59
0.0034
flag
TRY 0.0621
-0.0001
flag
USD 2.6941
-0.0005

2025 წელი გამოირჩეოდა იმით, რომ მაკროეკონომიკური სტაბილურობა იყო შენარჩუნებული და ამ ფონზე გაუმჯობესება გვქონდა ბევრი მიმართულებით - ლაშა ქავთარაძე

news image

2025 წელი გამოირჩეოდა იმით, რომ მაკროეკონომიკური სტაბილურობა იყო შენარჩუნებული და ამ ფონზე გაუმჯობესება გვქონდა ბევრი მიმართულებით, - ამის შესახებ რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას Galt & Taggart-ის მთავარმა ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, 2025 წლის დასაწყისიდან ქვეყნის მაკრო ეკონომიკური პარამეტრები შეიცვალა ისე, რომ Galt & Taggart-ს საკუთარი პროგნოზის გადახედვა რამდენრემე მოუწია. 

„რომ დავიწყოთ 2025 წლის შეფასება მაკროეკონომიკურ ჭრილში, წლის დასაწყისი,  უფრო პესიმისტური განწყობები იყო. იყო პროგნოზები გაკეთებული, რომ ეკონომიკური ზრდა იქნება ძალიან დაბალი, იყო ზოგიერთის პროგნოზით უარყოფითიც შეიძლება ყოფილიყო ეკონომიკური ზრდა. საერთაშორისო ორგანიზაციები ზოგადად გამოირჩევიან კონსერვატიული მიდგომებით და მათი პროგნოზებიც წლის დასაწყისში მოკრძალებული იყო.  წლის დასაწყისში ჩვენი საბაზისო სცენარი იყო, რომ საქართველოს ეკონომიკა 2025 წელს 5%-ით გაიზრდებოდა. თუმცა შემდგომ მოვლენები სრულიად რადიკალურად შეიცვალა - პირველი კვარტლის ბოლოს, როდესაც დავინახეთ, რომ წინასწარი შეფასებები ეკონომიკური ზრდის საკმაოდ მაღალი იყო - იანვარში, თებერვალში - უკვე გარკვეული ინდიკატორები მარტის მონაცემებზეც მიანიშნებდა და ამან ბიძგი მისცა, რომ ეკონომიკური პროგნოზები ზრდის მიმართულებით ყოფილიყო გადახედილი. ჩვენ ვიყავით პირველი, რომელმაც მნიშვნელოვნად გადახედა ეკონომიკური ზრდის პროგნოზს. მახსოვს 5-დან 6.8%-მდე გავზარდეთ და ასევე შემდგომ გვქონდა კიდევ ერთი გადახედვა წლის პირველი ნახევრის ბოლოს, 7.5%-მდე გავზარდეთ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და აი ამ პროგნოზით სხვებთან შედარებით, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ისე ადგილობრივ კვლევით ორგანიზაციებთან შედარებით, ყველაზე მაღალი პროგნოზი გვქონდა“, - აღნიშნა ლასა ქავთარაძემ.

მისივე განმარტებით, 11 თვეში საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით არის გაზრდილი და შემდგომ კვირაში დაიდება უკვე დეკემბრის მაჩვენებლები და ამის შემდეგ წლიური შეფასებაც გვექნება.

„სხვა პარამეტრებიც მნიშვნელოვანია. ყურადღება მინდა გავამახვილოთ სავალუტო შემოდინებებზე, რომელიც საკმაოდ ძლიერი დარჩა 2025 წელს წინა წლებთან შედარებით. მაგალითად, თუ შევხედავთ ჩვენ ტურიზმს, ტურიზმის შემოსავლები 4.7 მილიარდი იყო 2025 წელს. ეს არის 6%-იანი წლიური ზრდა. ფულადი გზავნილები 3.6 მილიარდს გაუტოლდა. ასევე რეკორდული მაჩვენებელი იყო ვაჭრობის კუთხით, ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა 7.9 მილიარდამდე. ასევე მაღალი იყო იმპორტიც და იმპორტის მაღალი დონე იმაზე მიუთითებდა, რომ შიდა მოთხოვნა იყო მაღალი და მთლიანობაში ფაქტობრივად სავალუტო შემოდინებები საკმაოდ სოლიდური იყო.

ასევე სოლიდური იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რაც ცხრა თვის მონაცემი გვაქვს და ის, რომ სავალუტო შემოდინებები მაღალ დონეზე იყო შენარჩუნებული, ამან ხელი შეუწყო იმას, რომ ეროვნულ ბანკს რეზერვები დაეგროვებინა, რომელიც რეკორდულად ასევე გაიზარდა 2025 წლის ბოლოს - 6.2 მილიარდი არის.

გაცვლითი კურსი გამყარდა დაახლოებით 4.2%-ით წლის 2025 წლის დასაწყისიდან. რაც შეეხება ინფლაციას, ინფლაცია იყო ერთ-ერთი მაჩვენებელი, რომელმაც ზრდა დაიწყო მარტიდან მოყოლებული და შემდგომ წლის მეორე ნახევარში 4%-ს გადააჭარბა და მაღალი იყო, ფაქტობრივად პიკს მიაღწია ოქტომბერში, თუმცა შემდგომ დაიწყო შენელება და წლის ბოლოს 4%-ზე ჩამოვიდა. საშუალო წლიური ინფლაციით 2025 წელი დასრულდა 3.9%-ის ფარგლებში.

ის, რომ ასე ვთქვათ ინფლაციამ ზრდა დაიწყო და ამავდროულად მნიშვნელოვანი იყო, რომ ეროვნულ ბანკს რეზერვები დაეგროვებინა, მას  მოუხდა ფრთხილი მონეტარული პოლიტიკის გატარება, რაც ნიშნავდა იმას, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ფაქტობრივად წლის განმავლობაში უცვლელად 8%-ის დონეზე შეინარჩუნა. და კიდევ თუ მაკროეკონომიკურ ჭრილში თუ შევხედავთ ფისკალურ პარამეტრებს, აქ გაუმჯობესება გვქონდა როგორც მიმდინარე, მთავრობის ვალის კუთხით, ასევე ფისკალური დეფიციტის კუთხით. არ არის საბოლოო მაჩვენებელი ბიუჯეტის დეფიციტის, თუმცა ჩვენი ვარაუდით ეს 2.5%-ზე დაბალი იქნება მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ. და რაც შეეხება მთავრობის ვალს, მისი დონე მოსალოდნელი არის მთლიანი შიდა პროდუქტის 34%-ის დონეზე - რაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული მაკროეკონომიკური მაჩვენებელი არის. მთლიანობაში რომ ვთქვათ, 2025 წელი გამოირჩეოდა იმით, რომ მაკროეკონომიკური სტაბილურობა იყო შენარჩუნებული და ამ ფონზე გაუმჯობესება გვქონდა ბევრი მიმართულებით“, - განაცხადა ლაშა ქავთარაძემ. 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ლარის კურსი დოლართან გამყარდა

23.01.2026.17:09

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1607 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6941 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება  2.6941 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6946 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1607 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1497 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0011 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა