2024 წელს საქართველოში ფულადი ჩარიცხვების მიხედვით, რომელი სისტემები მოემსახურნენ ყველაზე მეტ გზავნილს
2024 წელს საქართველოში ფულადი ჩარიცხვების მიხედვით, ყველაზე მეტ გზავნილს სისტემა RIA მოემსახურა. საანგარიშო პერიოდში RIA-ს გამოყენებით ქვეყანაში 817 477.4 ათასი აშშ დოლარი ჩაირიცხა, რაც მთლიანი ჩარიცხვების 24.3%-ია.
მეორე ადგილზე Zolataia Korona-ა, სისტემა 12 თვეში საქართველოს მიმართულებით ჩარიცხვებით 746 289.7 ათას აშშ დოლარს მოემსახურა, რაც მთლიანი ფულადი ჩარიცხვების 22.2%-ია.
TOP 5 ფულადი გზავნილების სისტემები მიღებული თანხის მიხედვით:
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 285.39 მლნ აშშ დოლარი (802.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 8.2%-ით (25.6 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.0% იმ 24 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა დეკემბერში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 24 ქვეყანაზე გასული წლის დეკემბერში მთელი ფულადი გზავნილების 96.2% მოდიოდა.
2024 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 34.8 მლნ აშშ დოლარი (97.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა. რაც 2023 წლის დეკემბრის (32.3 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 7.6%-ით მეტია.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
18.08.2025.17:02
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1507 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6968 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6968 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7010 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0042 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1507 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1553 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0046 ლარი შეადგინა.