მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7074.6
-0.0012
flag
AZN 1.5918
-0.0003
flag
CNY 38.013
0
flag
EUR 3.1321
0.0028
flag
GBP 3.5557
-0.0055
flag
KZT 51.53
-0.0018
flag
TRY 0.0641
0
flag
USD 2.7064
-0.0001

2021-2024 წლებში რეალურმა ეკონომიკურმა საშუალო წლიურმა ზრდამ 9,4% შეადგინა - ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი

news image

2021-2024 წლებში რეალურმა ეკონომიკურმა საშუალო წლიურმა ზრდამ 9,4% შეადგინა - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას. 

როგორც მან აღნიშნა, 4-წლიანი ჯამური მაჩვენებლით 2020 წელთან შედარებით, ეკონომიკის რეალური ზრდის მაჩვენებელმა 45%-ს, ხოლო ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 85%-ს მიაღწია და 2024 წელს 91 მილიარდ 891 მილიონ ლარს გადააჭარბა. ე.წ. პოტენციურ ზრდასთან შედარებით, რეალური ეკონომიკური ზრდის ტემპები მაღალი იყო 2023-2024 წლებში, რის შედეგადაც 2021-2024 წლებში რეალურმა ეკონომიკურმა საშუალო წლიურმა ზრდამ 9,4% შეადგინა.

ლაშა ხუციშვილის თქმით, განვლილ პერიოდში მაღალი ეკონომიკური ზრდა დიდწილად ექსპორტისა და ინვესტიციების ზრდასთან იყო დაკავშირებული, კერძოდ:

  • ინვესტიციების მოცულობა 2020 წელს არსებული 12,3 მილიარდი ლარიდან, 21 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, მათ შორის, კერძო ინვესტიციების ზრდამ 65%-ს გადააჭარბა და 13,3 მილიარდი ლარი შეადგინა;
  • ექსპორტის მაჩვენებელი გაიზარდა 140%-ზე მეტად, მათ შორის, მომსახურების ექსპორტის მაჩვენებელი 4-ჯერ გაიზარდა. პანდემიის ეფექტის გამოკლებით, 2019 წელთან შედარებით ექსპორტის ზრდამ 65%-ს გადააჭარბა.

როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, მაღალმა ეკონომიკურმა მაჩვენებლებმა შესაძლებელი გახადა უმოკლეს ვადებში განხორციელებულიყო მნიშვნელოვანი ფისკალური კონსოლიდაცია და შედეგად, შემცირებულიყო მთავრობის ვალის მაჩვენებელი. კერძოდ:

  • მშპ-ის 9,2%-მდე გაზრდილი ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი, 2022 წლის ბოლოსთვის დაუბრუნდა კანონით განსაზღვრულ 3%-იან მაჩვენებელს, ხოლო 2023 წლიდან მისი მაჩვენებელი მშპ-ის 2,5%-ის დონეზეა. ნომინალურ გამოხატულებაში დეფიციტი შემცირდა 2 მილიარდ 400 მილიონ ლარზე მეტით;
  • მთავრობის ვალის მოცულობა 60%-დან 2022 წელს ჩამოვიდა უსაფრთხო, მშპ-ის 40%-იან მაჩვენებელზე დაბლა და მას შემდგომ გრძელდება მისი შემცირების კლებადი დინამიკა. 2024 წლის ბოლოსთვის, მისმა თანაფარდობამ მთლიან შიდა პროდუქტთან 36,1% შეადგინა, რაც უსაფრთხო მაჩვენებელია.
news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image 2021 წელთან შედარებით 2025 წელს ნაერთი ბიუჯეტის მოცულობა გაზრდილია 9 მილიარდ ლარზე მეტით - ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი

12.11.2025.13:23

საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ყურადღება გაამახვილა 2021-2025 წლებში მიღწეულ შედეგებზე და ისაუბრა სახელმწიფოს მიერ სხვადასხვა მიმართულებით გაწეულ დაფინანსებაზე.

როგორც მან აღნიშნა, მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერისა და ჯანდაცვის პროგრამებზე მიმართული თანხები გაზრდილია 3 მილიარდ 500 მილიონ ლარზე მეტით, ანუ, ჯამურად გაზრდილი ბიუჯეტის 38% სწორედ ამ მიმართულებით გამოიყო. 2025 წლისთვის ხარჯის მაჩვენებელი 8 მილიარდ 500 მილიონ ლარს აჭარბებს. გაზრდილი დაფინანსების პირობებში, შესაძლებელი გახდა პენსიებისა და სხვა სოციალური გასაცემლების ზრდა, კერძოდ:

- 70 წლამდე პენსიონერთა პენსიის მატებამ 110 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 132 ლარი შეადგინა;

- 70 და მაღალი ასაკის პირთა პენსიის მატებამ 175 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 210 ლარი შეადგინა;

- დაფინანსდა 85 ათასზე მეტით გაზრდილი ბენეფიციართა რაოდენობა;

- 40%-ზე მეტად გაიზარდა ყოფილი ჯარისკაცებისა და პოლიციელების კომპენსაციები, ხოლო კომპენსაციის ზედა ზღვარი 560 ლარიდან გაიზარდა 1035 ლარამდე;

- პენსიების ზრდის შესაბამისად, გაიზარდა სხვადასხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური გასაცემლები;

- დახმარების მიმღებ 16 წლამდე ბავშვთა სოციალური სარეიტინგო ქულა 100 ათასიდან გაიზარდა 120 ათასამდე, ხოლო უშუალოდ ბავშვის ყოველთვიური დახმარების მოცულობა გაოთხმაგდა და თვეში 200 ლარს შეადგენს;

- ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება გაზრდილია 600 მილიონ ლარზე მეტით.

მისი თქმით, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით დაფინანსება გაიზარდა 1.8 მილიარდ ლარამდე (ჯამურად გაზრდილი ბიუჯეტის 20%) და ჯამში, 2024 წლისთვის 4.2 მილიარდ ლარს აღწევს. გაზრდილი დაფინანსებით შესაძლებელი გახდა ჯარისკაცებისა და პოლიციელების ხელფასების ზრდა, რომელმაც ბოლო 4-წლიან პერიოდში 60%-ს მიაღწია.

როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, გარდა ჯარისკაცებისა და პოლიციელებისა, 2021 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, მთლიანად საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის დაიწყო ხელფასების მოწესრიგება. ბოლო 4-წლიან პერიოდში საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასი 46%-ზე მეტით გაიზარდა.

ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით (საბავშვო ბაღების დაფინანსების ჩათვლით) გაზრდილ დაფინანსებაზე და აღნიშნა, რომ დაფინანსება გაზრდილია 2 მილიარდ ლარზე მეტით (ჯამურად გაზრდილი ბიუჯეტის 22%) და 2025 წელს ამ სფეროს დაფინანსება 4 მილიარდ ლარს აჭარბებს. გაზრდილი დაფინანსების ფარგლებში შესაძლებელი გახდა საჯარო სკოლების მასწავლებელთა საშუალო ხელფასის ზრდა 700-800 ლარის ფარგლებში, ხოლო საბავშვო ბაღების პერსონალის საშუალო ხელფასის 400-500 ლარით ზრდა.

მისი განცხადებით, გარდა ზემოაღნიშნულისა, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება. 2025 წელს კაპიტალური ხარჯებისთვის გამოყოფილი თანხა 8 მილიარდ ლარს აჭარბებს, რაც 2021 წელთან შედარებით გაზრდილია 66%-ზე მეტით (3,2 მილიარდ ლარზე მეტით).

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა