16 ივნისიდან „კრისტალი“ ახალი საბანკო პროდუქტების შეთავაზებას იწყებს
16 ივნისიდან „კრისტალი“ საბანკო პროდუქტების შეთავაზებას იწყებს. როგორც მიკრობანკის გენერალური დირექტორი ილია რევია აცხადებს, მიკრობანკის ლიცენზიის მიღების შემდეგ „კრისტალი“ გადამწყვეტი ცვლილებების გზაზეა, რაც ბანკის შესაძლებლობებს ახალ საფეხურზე გადაიყვანს.
„მიკრობანკად ტრანსფორმაციისთვის დიდი ხნის მანძილზე ვემზადებოდით. საკმაოდ ბევრი ვიმუშავეთ და პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება. 16 ივნისიდან უკვე გავუშვებთ ახალ სერვისებს და ჩვენს მომხმარებელს საკმაოდ საინტერესო და მათზე მორგებულ პროდუქტებს შევთავაზებთ.
ტრანსფორმაციისთვის ფარგლებში ბევრი ცვლილება განვახორციელეთ: შეიცვალა ტექნოლოგიები, მიდგომები, საჭირო გახდა ახალი ცოდნის მიღება, დავიმატეთ გუნდის ახალი წევრები. განსაკუთრებით ბევრი სამუშაო გავწიეთ რისკების მართვის მიმართულებით, ტექნოლოგიური განვითარებისთვის და თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ კრისტალი საბანკო ოპერირების ამ მნიშვნელოვან ეტაპს კარგად მომზადებული ხვდება. ცხადია, აქ ჩვენი გუნდის წევრების დამსახურება ძალიან დიდია. აქვე, მადლობა საქართველოს ეროვნულ ბანკს, რომელიც აქტიურად გვიჭერდა მხარს ამ მნიშვნელოვან პროცესში,
16 ივლისიდან რეალურად ჩვენ ბაზარს შევთავაზებთ დაფინანსების უფრო მეტ შესაძლებლობებს. მიკრო და მცირე მეწარმეებზე ლიმიტის ზრდა 1 მლნ ლარამდე - ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩვენი კონკურენტული უპირატესობა ყოველთვის იყო მომხმარებელთან სიახლოვე, მომხმარებლების ბიზნესის სწორი აღქმა და გაგება, რისკების შეფასება. ვგეგმავთ სერვისების გაციფრულებას, ახალი სერვისების და პროდუქტების დამატებას და ამ სიახლეებს ეტაპობრივად გავაცნობთ ჩვენს მომხმარებლებს “, - აცხადებს ილია რევია.
მიკრობანკი “კრისტალი” საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიურად იზრდება და ვითარდება. კომპანია ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მრავალფეროვან, თანამედროვე, ინოვაციურ ფინანსურ პროდუქტებს სთავაზობს.
დღის ტოპ 10 სიახლე
STEM ოლიმპიადაზე 150-ზე მეტი სკოლა დარეგისტრირდა - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა
11.12.2025.17:04
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1582 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6991 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6991 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6995 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1582 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1398 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0184 ლარი შეადგინა.