14 ნოემბერს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მორიგი აუქციონები გაიმართება
14 ნოემბერს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მორიგი აუქციონები გაიმართება. აუქციონზე ფინანსთა სამინისტრო 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 12 თვის ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებებს და 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების, 11 წლის საწყისი ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციებს განათავსებს.
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
17.11.2025.17:02
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1424 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7080 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7080 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც 2.7085 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1424 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1462 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0038 ლარი შეადგინა.