11 თვეში სავალუტო რეზერვები $5.1 მილიარდამდე გაიზარდა
საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2023 წლის ნოემბერში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 10.5%-ით გაიზარდა და 5.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
ამასთან, წინა თვესთან შედარებით რეზერვები 0.1%-ით გაიზარდა (+2.9 მლნ აშშ დოლარი).
„რეზერვების ცვლილება ძირითადად უკავშირდება მთავრობის და საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს“, - ნათქვამია Galt & Taggar-ის მიმოხილვაში.
2023 წლის ოქტომბერში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 16.7%-ით გაიზარდა და 5.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით რეზერვები 2.9%-ით შემცირდა (-154.4 მლნ აშშ დოლარი).
ამასთან, ოქტომბერში სებ-მა 2 სავალუტო აუქციონი ჩაატარა, სადაც 84.9 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.
სხვა სიახლეები
ჩვენი მიზანია, შევქმნათ აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში წამყვანი საბანკო ქსელი - არჩილ გაჩეჩილაძე
09.04.2026.19:00
FTSE 100 ინდექსში მოხვედრა Lion Finance Group-ისთვის მიღწეული წარმატების აღიარებაა, თუმცა არა საბოლოო მიზანი - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში Lion Finance Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ განაცხადა. მისი თქმით, კომპანიის სტრატეგიული ამოცანა აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში, ასევე ცენტრალურ აზიაში წამყვანი საბანკო ქსელის შექმნაა, სადაც საქართველო ცენტრალურ როლს შეასრულებს.
„ჩვენთვის FTSE 100 ეს არის იმ წარმატების აღიარება, რასაც დღეს მივაღწიეთ. თუმცა ეს თავისთავად მიზანი ნამდვილად არ არის. ჩვენთვის მიზანი არის, რომ შევქმნათ აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში წამყვანი საბანკო ქსელი, რომელსაც შეიძლება ფოკუსი ასევე ცენტრალურ აზიაშიც ჰქონდეს. თუმცა აი ამ ბაზრებზე ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება არის შესაძლებელი და მგონია, რომ ჩვენი გუნდი ყველაზე უფრო კარგად არის პოზიციონირებული ამისთვის. ჩემთვის მომავალში როცა ვფიქრობ, რომ აი ყველა ვარსკვლავი ერთ რიგში რომ დალაგდეს, როგორ წარმოიდგინება ხვალინდელი დღე – ალბათ ეს იქნება, რომ ასეთი ქსელი იყოს და საქართველო იყოს მისი ცენტრალური ადგილი. შესაბამისად მგონია, რომ ყველაზე ბევრს ჩვენი ქვეყნისთვის ამ შემთხვევაში გავაკეთებთ, როცა აი ამას მივაღწევთ“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.