მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7163.9
0.0229
flag
AZN 1.5868
0
flag
CNY 39.293
0.0098
flag
EUR 3.1153
0.0013
flag
GBP 3.5711
-0.0007
flag
KZT 58.16
0.0019
flag
TRY 0.0605
0
flag
USD 2.697
-0.0005

დღეს, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება

news image

11 თებერვალს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი კვარტალში ორჯერ იკრიბება და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შესახებ იღებს გადაწყვეტილებას. 

სხდომის ჩატარების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, კომიტეტის გადაწყვეტილება პრესრელიზის სახით გამოქვეყნდება, სადაც წარმოდგენილია ინფორმაცია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ და აღწერილია ამ გადაწყვეტილების მიღების მოტივაცია.

აღსანიშნავია, რომ მონეტარული კომიტეტის წინა სხდომაზე სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად შეინარჩუნა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს.

„როგორც მოსალოდნელი იყო, სებ-ის ცენტრალური სცენარის შესაბამისად, ინფლაციის ტემპმა ნორმალიზაცია დაიწყო და ნოემბრის მდგომარეობით 4.8 პროცენტი შეადგინა. ამავდროულად, გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინები სტაბილურად მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში ნარჩუნდება, რაც შედარებით ხისტი ფასების ინდიკატორებში ვლინდება. კერძოდ, საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლებისა და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, 2.3 პროცენტი შეადგინა. ასევე, მიზნობრივ დონესთან ახლოს, 2.6 პროცენტის ფარგლებშია მომსახურების ინფლაცია. მიმდინარე, მიზნობრივ 3 პროცენტზე, მაღალ ინფლაციას კვლავ სურსათის ფასები განაპირობებს, რაც ნაწილობრივ წინა წლის დაბალი საბაზო ეფექტისა და ეგზოგენური ფაქტორების ასახვაა. ცენტრალური სცენარის თანახმად, სხვა თანაბარ პირობებში, სურსათის ფასების ზრდას ინფლაციაზე მხოლოდ დროებითი გავლენა ექნება და მისი ეფექტები ეტაპობრივად ამოიწურება. ამავდროულად, მთლიანი მოთხოვნაც, მოლოდინების შესაბამისად, ეტაპობრივად უბრუნდება გრძელვადიან ტრენდს, რაც ფასებზე მოთხოვნის მხრიდან წნეხს არბილებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცენტრალური სცენარის მიხედვით, 2025 წელს ინფლაცია საშუალოდ 4 პროცენტი იქნება, ხოლო 2026 წლის მეორე კვარტალიდან მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება და წლიურად საშუალოდ 3.5 პროცენტს გაუტოლდება.

მაღალი გაურკვევლობის გათვალისწინებით, ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედი რისკები უფრო გამოკვეთილია, თუმცა ასევე, კვლავ ნარჩუნდება შემცირების მიმართულებით მოქმედი რისკებიც. აქედან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა (მპკ) ცენტრალურ სცენართან ერთად განიხილა როგორც მაღალინფლაციური, ისე დაბალინფლაციური რისკების სცენარები და გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიიღო სხვადასხვა მიმართულებით მოქმედი რისკები.

მაღალინფლაციური რისკის სცენარი, რომელიც მპკ-მ განიხილა, ერთი მხრივ, მოქნილი ფასების ინფლაციის (მეტწილად, სურსათის) ხანგრძლივად მაღალ დონეზე შენარჩუნებას მოიაზრებს. თავის მხრივ, მთლიანი ინფლაციის მიზნობრივიდან ხანგრძლივად გადახრამ შესაძლოა ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით იმოქმედოს. ასევე ამ სცენარით, გლობალურად მიმდინარე მოვლენების ფონზე, საერთაშორისო ბაზრებზე ნედლეული პროდუქტების ფასების ცვლილებაც საყურადღებო ფაქტორად რჩება. განსაკუთრებით გეოპოლიტიკური ვითარების გამწვავების პირობებში, ნავთობის ფასების მოსალოდნელი დინამიკა ცენტრალურთან შედარებით უფრო მაღალი იქნება, რაც ადგილობრივ ბაზარსაც გადმოეცემა. ეკონომიკური ფრაგმენტაციის მოსალოდნელზე მეტად გააქტიურებაც კვლავ ინფლაციურ რისკად რჩება, რადგანაც მან შესაძლოა მიწოდების ჯაჭვებზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს და გლობალურად გაზარდოს ინფლაცია. ამ რისკების რეალიზება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გამკაცრებას მოითხოვს.

მეორე მხრივ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა დაბალინფლაციური რისკების სცენარი, რომლის რეალიზების შემთხვევაში ფუნდამენტური პროცესები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უფრო დაბალ ტრაექტორიას მოითხოვს, ვიდრე ცენტრალური სცენარი. კერძოდ, მიმდინარე ეტაპზე ადგილობრივი შრომის ბაზრის ტენდენციები ფასებზე შემცირების მიმართულებით მოქმედებს, რაც დაბალინფლაციური სცენარის განვითარების შესაძლებლობებს აძლიერებს. ამავდროულად, დოლარის სუსტი პოზიციის ხანგრძლივად შენარჩუნება, საერთაშორისო ბაზრებზე სურსათის კლებადი ტენდენციასთან ერთად, იმპორტირებული პროდუქტების დაბალი ინფლაციის გზით, მთლიან ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით იმოქმედებს.

მაკროეკონომიკური ანალიზისა და ზემოხსენებული სცენარების განხილვის შედეგად, მპკ-მ ოპტიმალურად მიიჩნია ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, უცვლელად, 8 პროცენტზე დატოვა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემდგომი ცვლილება დამოკიდებული იქნება მომავლის განახლებულ მონაცემებსა და რისკების რეალიზებაზე. ცენტრალური სცენარის შესაბამისად, მხოლოდ მას შემდგომ, რაც მიმდინარე ერთჯერადი ფაქტორები ამოიწურება და ინფლაცია დაუახლოვდება მიზნობრივ დონეს, ეროვნული ბანკი გააგრძელებს მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზებას. თუმცა, თუ სხვადასხვა ერთჯერადი ფაქტორების ზეგავლენის შედეგად ინფლაცია მიზნობრივზე მაღალ დონეზე ხანგრძლივად შენარჩუნდა, მპკ მზად არის არსებული მკაცრი პოზიციის მოსალოდნელზე ხანგრძლივად შეინარჩუნოს და, საჭიროების შემთხვევაში, უფრო მეტად გაამკაცროს.

საქართველოს ეროვნული ბანკი ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად, რაც იმას ნიშნავს, რომ ფასების საერთო დონის ზრდა საშუალოვადიან პერიოდში 3 პროცენტთან ახლოს იქნება“, - აღნიშნულია 17 დეკემბერს სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image საქართველოს მთავრობა და ფინანსთა სამინისტრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობას - ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი

07.04.2026.15:17

საქართველოს მთავრობა და ფინანსთა სამინისტრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობას, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

სიტყვით გამოსვლისას, მან მადლობა გადაუხადა ეროვნულ ბანკს, სსფ-ის მისიის ხელმძღვანელს, მის გუნდსა და ადგილობრივ მისიას ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, რომელიც მეოთხე მუხლის კონსულტაციების ფარგლებში შედგა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, განხილულ იქნა საქართველოს მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის პარამეტრები და პროგნოზები, ასევე ცალკეული სტრუქტურული თემები, რომლებიც გავლენას ახდენენ ქვეყნის განვითარებაზე. მისი თქმით, საგულისხმოა, რომ ფონდის პროგნოზები სრულად თანხვედრაშია საქართველოს ოფიციალურ პროგნოზებთან.

„საქართველოს ეკონომიკა ბოლო 5 წლის განმავლობაში საშუალოდ 9,3%-ით იზრდებოდა. 2026 წელიც მაღალი ზრდით დაიწყო - 8.4%-იანი ზრდა არის პირველ ორ თვეში. ჩვენს პროგნოზებშიც, საშუალოვადიან პერიოდში, ნავარაუდევია ეკონომიკური ზრდის პოტენციურ ზრდასთან დაახლოება. ეს არის ჩვენი საბაზისო სცენარი", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, მომდევნო წლებში შესაძლებელი და მოსალოდნელია უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, თუმცა რეგიონში ამ დროისთვის არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გამო, სამინისტრო არ ჩქარობს პროგნოზების გადახედვას. მისი თქმით, აქტიურად ხდება დაკვირვება გეოპოლიტიკურ მოვლენებსა და მასთან დაკავშირებულ შესაძლო რისკებზე.

ფისკალურ დისციპლინაზე საუბრისას, ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, რომ 2025 წლის ბოლოსთვის, ფისკალური დეფიციტი ისტორიულ მინიმუმზეა, ხოლო სახელმწიფო ვალის დონე უსაფრთხო - 35%-ზე დაბალ ნიშნულზე. მისი თქმით, დაგეგმილია ბიუჯეტის დეფიციტის მშპ-სთან 2.5%-ის ფარგლებში შენარჩუნება. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ეს დამოკიდებული იქნება, როგორც საგადასახადო შემოსავლების, ისე ხარჯების ნაწილზე.

„შესაძლებელია დეფიციტი იყოს უფრო დაბალი, ვიდრე 2.5%-ია იმ მოცემულობით, რომ კაპიტალური ხარჯების ნაწილი შენარჩუნდება მშპ-ის 7%-ის ფარგლებში, რაც საშუალებას მოგვცემს განვახორციელოთ მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტები, რომელიც უკავშირდება შუა დერეფნის დაკავშირებადობის გაძლიერებას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და დამოუკიდებლობას. ასევე, წყლის, საგანმანათლებლო, ტურისტული, თუ მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომ მშენებლობა/რეაბილიტაციას", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა