საქართველოს სახელმწიფო ბანკის დაარსებიდან 105 წელი გავიდა - სებ
24 ივლისში საქართველოში სახელმწიფო ბანკის გახსნის დღეა. როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, პირველი ცენტრალური ბანკის დაარსებაზე მუშაობა დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ორ დღეში დაიწყო.
„105 წლის წინ, 1920 წლის 24 ივლისს, საქართველოს სახელმწიფო ბანკი საზეიმოდ გაიხსნა და იასონ ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით, საქმიანობას დღევანდელი საჯარო ბიბლიოთეკის შენობაში შეუდგა.
ბანკის გახსნაზე დამსწრე საზოგადოებას, მთავრობის სახელით, ნოე რამიშვილმა მიმართა. ასევე, სიტყვით წარდგნენ ბანკის საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ელიავა და ბანკის მმართველი იასონ ლორთქიფანიძე. იასონ ლორთქიფანიძეს მიაჩნდა, რომ სახელმწიფო ბანკისთვის საჭიროა ნდობის თავიდანვე მოპოვება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პირველი ცენტრალური ბანკის დაარსების მიზნით მუშაობა 1918 წლის 28 მაისს, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ორ დღეში დაიწყო. 1919 წლის 31 დეკემბერს კი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ მიიღო კანონი "სახელმწიფო ბანკის დაარსების შესახებ", - აღნიშნულია სებ-ის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ ინფორმაციაში.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
25.07.2025.17:49
საქართველოს ბანკი ციფრული არხების განვითარებას და სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას აგრძელებს. ამ მიზნით მობილბანკს კიდევ ერთი მოსახერხებელი პროდუქტი დაემატა. ამჯერად, ეს მობილბანკში City Mall-ის ციფრული სასაჩუქრე ბარათების შეძენაა.
ციფრული სასაჩუქრე ბარათის გაგზავნა სასურველ ადრესატთან მობილბანკით, მომენტალურად, მხოლოდ მობილურის ნომრის მითითებითაა შესაძლებელი. გარდა ამისა, შესაძლებელია სასაჩუქრე ბარათის პერსონალიზება და დიზაინის შერჩევა, მისალოც წერილთან ერთად.
City Mall-ის ციფრული ვაუჩერის, ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ადრესატს შესაძლებლობა აქვს, არა კონკრეტულ მაღაზიაში, არამედ, მთლიანად სავაჭრო ცენტრში იშოპინგოს და მრავალფეროვან არჩევანზე ჰქონდეს წვდომა. ვაუჩერის მფლობელს მისი გამოყენება როგორც City Mall საბურთალოს, ისე გლდანის ფილიალში შეუძლია.
„მოხარული ვართ, რომ მობილბანკში ციფრული სასაჩუქრე ბარათების მოდული კიდევ უფრო იზრდება. მომხმარებლებისთვის კომფორტული, სწრაფი და მრავალფეროვანი მომსახურების შეთავაზება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. City Mall-ის ციფრული სასაჩუქრე ბარათის დამატებით, ჩვენ მომხმარებლებს შესაძლებლობას ვაძლევთ, საყვარელი ადამიანებს მრავალფეროვანი არჩევანი შესთავაზონ და ამით გაახარონ“, – აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.
ცნობისთვის, შეძენილი სასაჩუქრე ბარათის დამატება ციფრულ საფულეში, ე.წ. Wallet-შია შესაძლებელი. მისი გაგზავნა კი შესაძლებელია ნებისმიერ ადამიანთან, იმისდა მიუხედავად, სარგებლობს თუ არა ადრესატი საქართველოს ბანკის მობილბანკით. სითი მოლის პარტნიორ მაღაზიებში სასურველი ნივთის საფასურის სასაჩუქრე ბარათით გადახდა კი Wallet-იდანვე იქნება შესაძლებელი.
გადმოწერე მობილბანკი და გააგზავნე ციფრული სასაჩუქრე ბარათები მარტივად.