1 ევროს დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7865 ლარია
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0470 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7865 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7865 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7759 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0106 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0470 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 3.0277 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0193 ლარი შეადგინა.
სხვა სიახლეები
ნოემბერში გადასახადებიდან მიღებული შემოსავლის ფაქტობრივმა მაჩვენებელმა გეგმას 3.4%-ით გადააჭარბა - ფინანსთა სამინისტრო
10.12.2025.11:00
2025 წლის ნოემბერში გადასახადებიდან მიღებული შემოსავლის ფაქტობრივმა მაჩვენებელმა შეადგინა 2,091.0 მლნ ლარი, რაც დაგეგმილ მაჩვენებელს 3.4%-ით აღემატება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზეა გათავსებული.
2025 წლის ოქტომბერში, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები წლიურად გაიზარდა 14.2 პროცენტით, ხოლო
ხარჯები გაიზარდა 22.5 პროცენტით.
სამინისტროს ცნობით, ნაერთი ბიუჯეტის საოპერაციო სალდომ, რაც წარმოადგენს მთავრობის დანაზოგს,
შეადგინა 262.8 მლნ ლარი, ხოლო მთლიანი სალდო კი განისაზღვრა-35.7 მლნ ლარით.
2025 წლის ოქტომბერში, გადასახადებიდან მიღებული შემოსავლის წლიურ ზრდაზე მნიშვნელოვანი. დადებითი გავლენა იქონიეს აქციზიდან, დღგ-დან და საშემოსავლო გადასახადებიდან მიღებულმა შემოსავლებმა, რომელთა პროცენტულმა კონტრიბუციამ მთლიან ზრდაში შესაბამისად შეადგინა 2.9%, 3.4% და 5.5%