მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7048.5
0.0132
flag
AZN 1.5878
0.0037
flag
CNY 37.916
0.0099
flag
EUR 3.1679
0.0206
flag
GBP 3.6599
0.0212
flag
KZT 49.91
-0.0001
flag
TRY 0.0653
0.0001
flag
USD 2.7002
0.0063

1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7002 ლარია

news image

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1679 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7002 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7002 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა,  2.6920 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0082 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1679  ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1502 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0177 ლარი შეადგინა.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ნათია თურნავამ ეკონომისტთა დღისადმი მიძღვნილ ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

12.09.2025.19:11

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ეკონომისტის დღესთან დაკავშირებით გამართულ სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც წელს ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილეს მიეძღვნა.   

ეკონომისტთა VII ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციაზე, სახელწოდებით „ეროვნული ვალუტის როლი საქართველოს ეკონომიკაში"  ნათია თურნავამ დამსწრე საზოგადოებას პროფესიული დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ეკონომისტის პროფესია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ქვეყნის სტაბილურობისა და წინსვლისთვის, ამ პროფესიის წარმომადგენელთა წვლილი კი ეკონომიკური უსაფრთხოების, ძლიერებისა და განვითარებისთვის ფუნდამენტურია. ისაუბრა, ეროვნული ვალუტის ლარის მიმართ მზარდ ნდობაზე და ლარის გამოშვების სათავეებთან მდგომ ეკონომისტებს მიესალმა. 

„საქართველოს ეკონომიკის ბოლო წლების შთამბეჭდავი მიღწევები ნათლად მეტყველებს, რომ ჩვენი ეკონომისტები - როგორც მეცნიერები, ისე პრაქტიკოსები მოწოდების სიმაღლეზე დგანან და მიუხედავად  გლობალურად დაფიქსირებული არაერთი გამოწვევისა თუ კრიზისისა, ქვეყნის ეკონომიკა მდგრად მაჩვენებლებს ინარჩუნებს", - აღნიშნა ნათია თურნავამ. 

მან ასევე მადლობა გადაუხადა იმ ღვაწლმოსილ ეკონომისტებსა და ფინანსისტებს, რომელთა წვლილიც ლარის შექმნის პროცესში მნიშვნელოვანი და ფასდაუდებელია. 

„მინდა განსაკუთრებით მივესალმო და მადლობა გადავუხადო ყველა თქვენგანს, ვინც წლების წინ აქტიურად იყავით ჩართული ლარის შექმნის პროცესში სხვადასხვა მიმართულებით და ეს პროცესი ბოლომდე წარმატებით მიიყვანეთ. სწორედ თქვენი ფასდაუდებელი წვლილის შედეგად, დღეს ჩვენ გვაქვს ეროვნული ვალუტა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობის სიმბოლო. მოხარული ვარ, რომ დღევანდელი კონფერენცია სწორედ ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილეს ეძღვნება და განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ ამ წლების განმავლობაში სულ ლარის მიმართ ნდობა სულ უფრო მზარდია", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა და ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა ნოდარ ჯავახიშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში ცნობილმა ეკონომისტებმა და საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა სხვადასხვა თემაზე  მოხსენება წარადგინეს, მათ შორის ისაუბრეს ლარიზაციის გაზრდილ როლზე ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაში, ეკონომიკურ გლობალიზაციასა და საქართველოს ეკონომიკის განვითარების პერსპექტივებზე და სხვა.

ეკონომისტის დღე საქართველოში ტრადიციულად1999 წლიდან სექტემბრის ყოველ მეორე პარასკევს ეკონომისტის პროფესიული დღე აღინიშნება, რაც უკავშირდება 1918 წელს პირველი ქართული ეკონომიკური ჟურნალის „საქართველოს ეკონომისტის" გამოსვლას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა