1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6734 ლარი გახდა
ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6734 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6684 ლარი იყო. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0050 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8886 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8752 ლარს შეადგენდა. ევროს ცვლილებამ 0.0134 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 13 დეკემბერს შევა.
დღის ტოპ 10 სიახლე
არ მოიძებნება ისეთი სიტყვა, რომელიც ჩემს მადლიერებას გამოხატავს უწმინდესის მიმართ - შალვა ოგბაიძე
სხვა სიახლეები
ADB ადგენს ფინანსური მხარდაჭერის პაკეტს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ზემოქმედების შესარბილებლად
24.03.2026.18:54
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დღეს განაცხადა ფინანსური მხარდაჭერის პაკეტის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს განვითარებადი წევრი ქვეყნების დახმარებას ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური და ფინანსური ზემოქმედების შესარბილებლად.
„ADB სწრაფ, მოქნილ და მასშტაბირებად დახმარებას გაუწევს ქვეყნებს, რათა მათ შეძლონ არსებული გამოწვევების მართვა და გრძელვადიანი მდგრადობის გაძლიერება — მათ შორის, სწრაფი ბიუჯეტური მხარდაჭერითა და ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვების დაფინანსებით, რომელიც პირველადი მოხმარების საქონელზე, მათ შორის ნავთობზე, ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს," — განაცხადა ADB-ის პრეზიდენტმა მასატო კანდამ. „ამით ვაგრძელებთ იმ ხანგრძლივ პრაქტიკას, რომლითაც გლობალური გაურკვევლობის პერიოდებში მხარს ვუჭერდით აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონს."